x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რას გააკეთებდით ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეთ?
image


"ცხოვრებას ახლა რომ ვიწყებდე, ვისაუბრებდი ნაკლებს, მოვისმენდი მეტს".

"კვლავ დავპატიჟებდი მეგობრებს სადილად და სულაც არ ვიფიქრებდი იმაზე, ხალიჩა დალაქავდებოდა თუ სავარძელი".

image


"სიამოვნებით მივირთმევდი ბატიბუტს მისაღებ ოთახში და საერთოდ არ ვიდარდებდი ბუხარში ცეცხლის დანთებისას გაჩენილ მტვერზე."

image

"უფრო მეტ დროს დავუთმობდი ბაბუას ახალგაზრდობის ამბების მოსმენას".

image

"არასოდეს დავიჟინდებდი ავტომობილის ფანჯრების აწევას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ განსაკუთრებული ვარცხნილობა მექნებოდა".

image

"დავანთებდი ვარდისფერ სანთელს და კარადაში უფუნქციოდ დებისგან აღარ დავადნობდი".

image

"შვილებთან ერთად ბალახში წამოვწვებოდი, მიუხედავად იმისა, დალაქავდებოდა თუ არა სამოსი".

image

"მეტად გავიზიარებდი ჩემი ქმრის პასუხისმგებლობებს".

image

"როდესაც ცუდად ვიქნებოდი, დასაძინებლად წავიდოდი".

image

"ორსულობის დროს 9 თვის მალე გასვლაზე აღარ ვიფიქრებდი, უბრალოდ, დავტკებებოდი იმის გაცნობიერებით, რომ ჩემში საოცრება იზრდებოდა და მე ღმერთს სასწაულის შექმნაში ვეხმარებოდი".

image

"როდესაც ჩემი შვილები მომეფერებოდნენ, არასოდეს ვეტყოდი - "მოგვიანებით, ახლა კი წადით, ხელები დაიბანეთ და სადილისთვის მოემზადეთ".

image

"უფრო ხშირად ვიტყოდი სიტყვებს - მიყვარხარ, მაპატიე".

"გამოვიყენებდი ყოველ წუთს".

ემა ბომბეკი.

და თქვენ რას გააკეთებდით, ცხოვრებას ახლიდან რომ იწყებდეთ?



0
41
2-ს მოსწონს
ავტორი:როშენი
როშენი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0