x
ქართველი პოეტები, რომლებმაც 30 წელსაც ვერ იცოცხლეს
მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს მინდა ის ადამიანები გავიხსენოთ, რომლებიც, ვფიქრობ, ძალიან დააკლდა საქართველოს..

image

ნაადრევად წასულებზე პირველი ყოველთვის "ტატო" მახსენდება, ნიკოლოზ ბარათაშვილი 28 წლის გარდაიცვალა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მდიდარი პოეტური მემკვიდრეობა დაგვიტოვა, მცირე დროში მოასწრო თავისი სიტყვა ეთქვა ქართული მწერლობის ისტორიაში, გასცდენოდა პიროვნულ, სუბიექტურ ინტერესთა საზღვრებს და ზოგადსაკაცობრიო იდეებამდე ამაღლებულიყო..

მის პირად წერილებში იკითხება პოეტის სულით ობლობა და უთვისტომობა - თვისტომთა შორის.


თავისი ლექსებით იგი თითქოს წინასწარმატყველებდა თავის აღსასრულს, არც მართლაც, არც სატრფოს დაუტირია ცხარე ცრემლებით და არც წინაპართა შორის დამარხულა..

სამწუხაროდ, ჩვენ მისი ფოტოც კი არ გვაქვს და მხოლოდ ნახატით წარმოვიდგენთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ჩვენი გენიალური პოეტი.

imageკიდევ უფრო ახალგაზრდა, 26 წლის, გარდაიცვალა ლადო ასათიანი, იგი ტუბერკულოზით დაავადდა, ჭლექი მაშინ უკურნებელი სენი იყო, პოეტი აბასთუმანში მიდიოდა ხოლმე და როგორც კი მომჯობინდებოდა, მაშინვე თბილისში ბრუნდებოდა, აღმართზე მისი სიარული არ შეიძლებოდა, ამიტომ მისმა ცოლმა, ანიკო ვაჩნაძემ, ამჟამინდელი პარლამენტის პირდაპირ, სასტუმრო "ორიენტში" იქირავა ოთახი, მათი ფანჯარა ლადო გუდიაშვილის სახლს უყურებდა, ერთხელ ლადოს უთქვამს როგორ მინდა ჩემი წიგნი ლადო გუდიაშვილმა გააფორმოსო, მისი ოცნება ახდა, თუმცა, მხოლოდ პოეტის გარდაცვალების შემდეგ.. სიცოცხლის ბოლო წუთებში ლადო ქალიშვილს ეალერსებოდა, ლექსის დაწერას ცდილობდა, სიკვდილის წინ მამას უხმობდა, მაგრამ მოხუცმა მელქისედეკმა ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო შვილს.

ამბობენ, ერთი კილოგრამი კარაქი გადაარჩენდაო პოეტს, ვინ იცის, ფაქტია, რომ ვერ გადავარჩინეთ..imageასევე ახალგაზრდა, სულ რაღაც 27 წლის, წავიდა ჩვენგან მირზა გელოვანიც.. რატომღაც მის შესახებ ბევრი არ იციან, არადა იგი იმ ახალგაზრდა პოეტთა თაობას ეკუთვნოდა, რომლებმაც თვითმყოფადი, ხალასი და ალალ-მართალი ლექსებით თავისებური ხიბლი შემატეს თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას, თუმცა ეს სულ 3 წელი გაგრძელდა, შემდეგ იყო ომი, თბილისის მონატრება, რომელიც ფრონტიდან გამოგზავნილ მის ლექსებში იკითხებოდა..

მირზა გელოვანი გარდაიცვალა ომის მიწურულს, 1944 წლის ივლისში, როც აუკანგაქცეულ მტერს დადევნებული დასავლეთ დვინის სამდინარო დაბრკოლებაზე გადადიოდა. დაკრძალულია ბელრუსში.

მას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია, თბილისში, ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე არის მისი სახელობის ბიბლიოთეკა.

imageჩვენ, ადამიანებს, ასე გვჩვევია - მას შემდეგ ვაფასებთ, რაც ჩვენგან მიდიან და მართალია, გვენანებიან სასიკვდილოდ ასეთი ახალგზარდები, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ასეთი მგრძნობიარე და ფაქიზი სულის მქონდე ადამიანებისთვის არც იყო ადგილი ამ გაუდაბნოებულ და სიყვარულისგან დაცლილ წუთისოფელში. ესენი სწორედ ის ადმაიანები არიან, რომლებიც თავიანთი არყოფნით ხდებიან შესამჩნევნი..

0
313
2-ს მოსწონს
ავტორი:როშენი
როშენი
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0