x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ნუთუ სიყვარულიც არჩევანია? - "საბოლოო განაჩენი გაცილებით უფრო ადვილი გადასატანია, ვიდრე გაურკვევლობა"
არ მინდა ბევრი ვილაპარაკო, მხოლოდ ის ადამიანი გამიგებს, რომელიც დილემის წინაშე დამდგარა და ვერ გაუკეთებია არჩევანი...


ნუთუ სიყვარულიც არჩევანია?


image

- რთულია გაიგო, ვინ გიყვარს...

დამეთანხმებით, ისიც რთულია, რომ იპოვო ადამიანი, რომელთანაც შეგეძლება ისაუბრო უსასრულოდ და ყოველი საუბარი საინტერესო იყოს...

ერთი წიგნი მახსენდება - “შემაძრწუნებლად თვითმპყრობელი“, რომელიც გამომცემლობა " ოჩოპინტრეს“ სერიის თან სატარებელი წიგნების ნაწილია.

რომანის ავტორია ლენა ანდერსონი, შვედი მწერალი, ეს წიგნი მისთვის რიგით მეექვსეა -" Wilful Disregar", იგი "August Prize"- ის გამარჯვებული ნოველა გახდა.

image

რა თქმა უნდა, შინაარს არ მოგიყვებით, მაგრამ ჩემი აზრი მინდა გაგიზიაროთ, „შემაძრწუნებლად თვითმპყრობელი“ გვაგრძნობინებს, თუ რამდენად მზად ვართ სიყვარულისთვის.

რომანი ნათლად წარმოგვიდგენს ცდუნებებს, სხვების სისუსტეებსა და ვნებითშეპყრობილი ქმედებების შედეგებს.

ასევე დაგაფიქრებთ მონატრების ფენომენზე...

წარმოგიდგენიათ, როცა ადამიანი ერთ დღეს გენატრება, ხოლო მეორე დღეს არა და მესამე დღეს ისევ გენატრება...

აბა, როგორია?

image

ურთიერთობაში რთულია, როცა გაურკვევლობაში ხარ, არ იცი ზუსტად სად ხარ, ზედმეტად წინა თუ უკან, მოვლენებს ასწრებ თუ აგვიანებ... ეს კარგია თუ ცუდი და რას მოგიტანს საერთოდ ყოველივე.

აბა, დავფიქრდეთ:

  • სიყვარულს იმიტომ ვეძებთ, რათა ვიგრძნოთ, რომ ვიღაცა გვხედავს;
  • არ არსებობს იმაზე აუტანელი მარტოობა, რომელიც იმ ოთახში რჩება, რომელიც შენმა საყვარელმა წეღან დატოვა;
  • ხალხის პირველადი მოთხოვნილება ვალდებულებებისგან თავისუფლება იყო და არა ვერბალური ეროტიკა, რადგან პირველს მუდამ უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე სუბსტანციასა და მნიშვნელობას;
  • საბოლოო განაჩენი გაცილებით უფრო ადვილი გადასატანია, ვიდრე გაურკვევლობა.


0
235
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0