x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
„ამ დროისათვის, ყველა საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში," - ცესკო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე ამომრჩეველთა აქტიურობის შესახებ პირველად მონაცემებს ასაჯაროვებს. 10:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, ამომრჩევლის 6% მივიდა საარჩევნო უბანზე და საკუთარი ნება გამოხატა.

"ამ დროისთვის, ყველა საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში, ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება. 10 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტიურობამ შეადგინა 6%, რაც რაოდენობრივად არის 231 ათას 736 ამომრჩეველი, " – განაცხადა ანა მიქელაძემ.

გარდა ამისა, ცესკო-ს წარმომადგენელმა ისაუბრა იმ ფაქტების შესახებ, რომ ქუთაისში, ყალბი აკრედიტაციით იმყოფებოდნენ დამკვირვებლები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ადგილობრივმა კომისიამ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება უკვე მოახდინეს.

ასევე, ანა მიქელაძემ განმარტა, რომ დმანისში, ერთ-ერთ ოლქზე საარჩევნო პროცესი ცოტა დაგვიანებით დაიწყო, რადგან კომისიის ერთ-ერთი წევრი ავარიაში მოყვა.


"აღსანიშნავია, რომ მათი აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ეს მოწმობები არის გაყალბებული. ჩვენ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან და ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი რეაგირება, " – განაცხადა ანა მიქელაძემ.image

0
6
4-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0