x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სროლა ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” შტაბთან – თავდასხმის შედეგად დაჭრილია 5 პირი

თავდასხმა სოფელ ყიზილაჯლოში. დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. შემთხვევა "ქართული ოცნების" შტაბთან გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს გაუხსნეს.

სროლის დროს შენობაში რამდენიმე პირი იმყოფებოდა. დაჭრილები საავადმყოფოში შტაბის წევრებმა ავტომანქნებით გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს.image

0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0