x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ქართველებს რომ გულში უდევთ ის საქართველო აღარ არსებობს" - ოთარ ჭილაძე

"-რა არის შენი უმთავრესი გულის-ტკივილი?
-სამშობლო, - თუმცა ეს არ არის პატრიოტიზმი..!"

image

პატრიოტიზმზე სულ ეს ფრაზა მახსენდება ნიკოლოზ ტოტოღაშვილის ლექსიდან,

ამ თემატიკასთან დაკავშირებით გთავაზობთ ამონარიდებს ოთარ ჭილაძის რომანიდან " გოდორი".

image

ფიქრის საბაბი:

1. ... "სამშობლო, დედის ძუძუი” ეტო ვზდორ! ვზდორ! და კიდევ ერთხელ ვზდორ!

სამშობლო იქ არის, სადაც უკეთესად გრძნობს კაცი თავს და არა იქ, სადაც მამა-პაპის ცოდვების გამო ადვილი შესაძლებელია, შენ წაგაცალონ თავი.

2. ქართველებს რომ გულში უდევთ ის საქართველო აღარ არსებობს…

3. აუცილებელია ყველამ, სრულიად საქართველომ, სასწრაფოდ მოიშალოს მუცელი… გაიკეთოს აბორტი – დაუნდობლად, დაუნანებლად… თუკი მართლა აპირებს გადარჩენას.

image

4. ერთად ვუშველოთ სამშობლოს! ნუ განვუდგებით სიღარიბის გამო. ნუ ვუუკადრისებთ სიპატარავისთვის. ნუ დავუწუნებთ გარეგნობას. განა ყველა მშობელი ერთნაირად ლამაზი არ არის?! მოვუხმოთ ჭკუას და დავბრუნდეთ შინ, გაქცეულნიც და გასაქცევადაც გამზადებულნიც… ბარგზე მჯომარენიც… ბატებო, ბატებო, შინ! ჩვენს დროს იყო ასეთი თამაში. უფრო სწორედ, უფროსები თამაშობდნენ ასე ჩვენს ბავშვობაში…

5. მასუნთქეთ ჩემი სამშობლოს სურნელი. ხურდა არ მინდა. სიცოცხლეს ვიხდი მთლიანად. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ჩვენს დროში, სამშობლოს სურნელს ვერ გაყიდი. სამშობლო იყიდება. მისი სურნელი კი არა. სურნელი მაინც აქ რჩება, გამოცარიელებულ სივრცეში, ნასამშობლარზე…

6. საქართველოში, ქართველის გარდა, ჯერჯერობით არავინ დაჩაგრულა…

7. სამშობლოს სიყვარულით ყველაფრის გამართლება, არა მარტო უსინდისობაა, ჩამორჩენილობაცაა უკვე...

“მაგრამ მე მაინც ვერ ვიჯერებ, რომ საქართველოც აღარ არსებობს.."
ოთარ ჭილაძე “გოდორი"

ვერც მე....

მოვუსმინოთ: https://soundcloud.com/spacemonker/godori

image

0
85
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0