x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ირაკლი ოქრუაშვილი:" 25 ჯიშიანი ბიჭის სამძიმარზე არ მიხვიდე ან სნობი და გოიმი უნდა იყო ან იოგის გაკვეთილების გამო უნდა იყო დაკავებული"
image
პოლიტიკოსი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და "ქართული პარტიის" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:

"გივი ბერიკაშვილის და ლიკა ქავჟარაძის სამძიმარზე მისასვლელად მოიცალო და აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 ჯიშიანი ბიჭის სამძიმარზე არ მიხვიდე ან სნობი და გოიმი უნდა იყო ან იოგის გაკვეთილის გამო უნდა იყო დაკავებული. მესამე ვერსიაც მაქვს მაგრამ....

ბიძინაზე მაქვს საუბარი, სხვაზე არ გეგონოთ."

imageშეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთიდან 25 ქართველი გმირის ნეშტის გადმოსვენება მოხდა, დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების პროცესი დინამიკური ტემპით მიმდინარეობს.


მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი პირებიც არიან.

image

წარმოგიდგენთ გადმოსვენებული გმირების სრულს სიას:



1. გაბესკირია გურამ ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/სოხუმის მერი;



2. ალასანია მამია გიორგის ძე - მინისტრთა საბჭო/სახელმწიფო საინფორმაციო-სადაზღვევო სამსახურის რეგიონული კურატორი;


3. შენგელია არშაველი ფილიპეს ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას მოადგილე და მინისტრთა საბჭოს სამდივნოს წევრი;


4. გეგელაშვილი ვახტანგი ვახტანგის ძე - მინისტრთა საბჭო/მინისტრთა საბჭოს მოადგილე;


5. პაპუაშვილი გივი არჩილის ძე - სოხუმის რკინიგზის სადგური/მებრძოლი;


6. ბერუაშვილი ბადრი - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი (მოადგილე);


7. მაჩაიძე გოჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;


8. ფარცვანია ალექსანდრე დავითის ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა;


9. თათრიშვილი გოჩა გურამის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;


10. ლიპარტელიანი გენადი ვალიკოს ძე - მებრძოლი;


11. ჯორბენაძე თეიმურაზი ზურაბის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;


12. კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე - მინისტრთა საბჭო/პირადი მცველების "იუპიტერის" დანაყოფის განყოფილების უფროსი (ჟიული შარტავას დაცვა);


13. სილაგაძე სერიოჟა პლატონის ძე - სოხუმი/ახალი რაიონი/მებრძოლი;


14. სოფრომაძე ბესიკი მამიას ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;


15. გოჩიაშვილი დავითი მიხეილის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;


16. აბსანძე თენგიზი გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვის წევრი, დანაყოფი "იუპიტერი";


17. ფარცვანია ვახტანგი კონსტანტინეს ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა;


18. გიგოლაშვილი ომარი ოთარის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;


19. ხახიაშვილი ნოდარი ვლადიმერის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;


20. ჭუჭულაშვილი ნუგზარი როლანდის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;


21. ნადირაძე შალვა მერაბის ძე - მებრძოლი;


22. მირზაშვილი კობა ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი;


23. შარტავა ელგუჯა გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი;


24. შალვაშვილი ხვიჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი


25. მოსიძე მარია ვასილის ასული - მშვიდობიანი მოქალაქე;

1
598
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
598
  
2017, 21 ოქტომბერი, 15:16
ოქრუაშვილი ვისზე რას ამბობს საერთოდ? ამან და მისმა "რიჟიკა" ძმაკაცმა დაშალეს ჯარი.
ახლაა დიდ გულზე, თორემ როცა დააკავეს კი ბლუყუნებდა უაზროდ ყველაზე და ყველაფერზე.
0 1 1