x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ფრთხილად! პორნო–ვიდეოები მამაკაცებში იმპოტენციას იწვევს

image
სექსი მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ადამიანისათვის საყვარელ საქმიანობად რჩება, მაგრამ როდესაც სათანადო პარტნიორი არ ჰყავთ, ზოგიერთი მათგანი ინტერნეტ სივრცეში ხედავს შველას და სიამოვნებას პორნო–ვიდეოების ყურებითა და შექმნილი ფანტაზიებით ღებულობს. როგორც ახლადჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, პორნო–ვიდეოები იმპოტენციას იწვევენ.

აღნიშნული გასართობით მრავალი ადამიანი სარგებლობს, თუმცა ხმამაღლა ამაზე იშვიათად თუ ვინმე საუბრობს.ბევრისათვის პორნო–ვიდეობის ყურება და თვითდაკმაყოფილება ყოველდღიურ საქმიანობადაა ქცეული.ახლა კი, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ვინც სისტემტიურადაა დაკავებული აღნიშნულით, სერიოზულ ზიანს აყენებს მის იმპოტენციას.

სან დიეგოს უროლოგიური კლინიკის მკვლევარებმა გამოიკითხეს 312 მამაკაცი, რომლებიც ერექციული დისფუნქციით იყვნენ დაავადებულნი და აღმოჩნდა, რომ მათგან მხოლოდ 3, 4% უყურებდა რეგულარულად პორნოს.თუმცა, მეცნიერები მაინც ხედავენ კავშირს მავნე ჩვევასა და სექსუალურ დარღვევებს შორის.მათი განმარტებით, არ არსებობს ბიოლოგიური ახსნა ამისა, თუმცა სექსს ადამინის ტვინში კოკაინის მსგავსი ეფექტი აქვს, იწვევს უჯრედების გააქტიურებას, მაშინ, როცა მასტურბაციის დროს მხოლოდ სურვილის მოკვლა ხდება.გარდა ამისა, ახალგაზრდებში, ვინც პორნოგრაფიას უყურებს, იქმნება ცრუ ფანტაზიები რეალურ სექსთან დაკავშირებით და ინტიმურ ცხოვრებაში ამ წარმოდგენებს ვერ ახორციელებენ, შედეგად კი ჩნდება სექსისადმი შიში, რასაც იმპოტენცია მოჰყვება.

კვლევის პერიოდში გამოიკითხნენ ქალბატონებიც, რომელთა 40% რეგულარულად უყურებდა პორნოგრაფიას, თუმცა მკვლევარებმა მათ სექსუალურ ცხოვრებაში ვერანაირი დარღვევები ვერ დაადგინეს.

0
174
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0