x
image
კატაპულტი
150 კილოგრამიანი ქალი თავის 9 წლის ბავშვს დააჯდა და მოკლა
image
შემზარავი ფაქტი მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.ჭარბწონიანი ქალბატონი საკუთარ 9 წლის შვილს დააჯდა.სამწუხაროდ, გოგონა გარდაიცვალა.64 წლის ქალბატონს სურდა მისი შვილი ცუდი ყოფაქცევისათვის დაესაჯა და ასეთ ქმედებას მიმართა.შემთხვევა საბედისწერო გამოდგა.

აღნიშნული ფაქტი ფლორიდის შტატში, ქალაქ პენსაკოლაში მოხდა 17 ოქტომბერს.ადგილობრივი გაზეთის ინფორმაციით, მშობლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, როდესაც მიხვდნენ, რომ ბავშვი უკვე უგონოდ იყო, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო.ექიმთა ბრიგადას 9 წლის გოგონა გარდაცვლილი დახვდა.

64 წლის ქალბატონი შვილის ცუდმა ყოფაქცევამ მწყობრიდან გამოიყვანა და მთელი სხეულით დააჯდა ბავშვს, რომელმაც დაახლოებით 10 წუთის შემდეგ უჰაერობის გამო ფართხალი დაიწყო, თუმცა დედას მდგომარეობა არ შეუცვლია და 2 წუთის განმავლობაში კვლავ განაგრძობდა უძრავად ჯდომას, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა.ქალბატონი დაკკავებულია და სასჯელს მკვლელობისათვის მოიხდის.

მსგავსი შემზარავი ფაქტი მოხდა ასევე დიდ ბრიტანეთში ცოტა ხნით ადრე ამ შემთხვევამდე, როდესაც მამაკაცმა მისი 18 თვის შვილობილი მოკლა.31 წლის დამნაშავის განცხადებით, გოგონაში ის სატანას ხედავდა და სწორედ ამიტომ გამოასალმა იგი სიცოცხლეს.



მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა რამდენიმე თვით ადრე ავსტრალიაში, სადაც დედამ საკუთარი შვილი მამასთან მსგავსების გამო მოკლა.პოლიციასთან მან განაცხადა, რომ მისი შვილი უყვარდა, მაგრამ ამასთანავე სძულდა, რადგან მის ყოფილ მეუღლეს ჰგავდა.დედა და მისი თანამზრახველი მამაკაცი განზრახ მკვლელობისათვის იხდიან სასჯელს, პირველი 33 წელს, მეორე მათგანი კი 30 წელს.

0
177
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0