x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 რეალური ფაქტი,რომელიც ძნელია დაიჯეროთ
"სიბერემდე სწავლაო" ან "სწავლა კაცს სიბერემდე არ მოსჭარბდებაო", ჩვენი ბრძენი წინაპრების ნათქვამია და მართლაც, რაც არ უნდა ბევრი იკითხო, ისწავლო მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი მაინც ყოველთვის სიცოცხლის ბოლომდე ახალ ან ძველ, აქამდე უცნობ ინფორმაციას იღებ ყველა სფეროში(თუ გაინტერესებს რა თქმა უნდა და "ჭურში არ ზიხარ"), მით უმეტეს დღევანდელ ინტერნეტ ეპოქაში, როდესაც ნებისმიერ ინფორმაციას მომენტალურად მიიღებ, თუმცა არის ფაქტები, რომელიც იმდენად მარტივია და თან ჭეშმარიტი, რომ ძნელია დაიჯერო.


1)ზვიგენები უფრო დიდი ხნის არიან ვიდრე ხეები.

image

პირველი გაქვავებული ზვიგენის ჩონჩხი, რომელიც აღმოაჩინეს 420 მილიონი წლისაა, ხოლო პირველი ხეები გაჩნდნენ დევონურ პერიოდში(პალეოზოური ჯგუფის რიგით მეოთხე სისტემა ), რომელის მონაკვეთი თავსდება 410-იდან 350-მდე მლნ. წლებს შორის.




2)მეთუნეობა უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე ცისფერთვალება ადამიანი

image

2008 წელს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სწავლულებმა ცისფერთავალება ადამიანის გენი შეისწავლეს და მიჰყვენ ბოლომდე, უძველეს წინაპრამდე, რომლის ასაკმა 10 000 წელი შეადგინა, ხოლო ჩინეთში აღმოჩენილია თიხის ჭურჭელი, რომელის ასაკი 20 000 წელია, იმას მიუთითებს, რომ იმ პერიოდში მეთუნეობა უკვე განვითარებული იყო.



3) ღრუბლების გროვა იწონის 454 ტონას

image

საშუალოდ 1 კუბი კილომეტრი ღრუბლების გროვა იწონის 1, 1 მილიონ ფუნტს(454 ტონა)


4)დიდი ბრიტანეთი უფრო პატარაა ვიდრე მიჩიგანის შტატი აშშ-ში

imageდიდი ბრიტანეთის სტერიტორიის საერთო მოცულობა(ხმელეთი, ზღვა, ტერიტორიული წყლები) 242 495 კვ.კილომეტრია, ხოლო მიჩიგანის შტატის საერთო მოცულობა 250 493 კვ. კილომეტრი.


5)ყველა ფარშევანგი მამალია

image

ბუნებაში დედალი ფარშევანგი არ არსებობს, თავიდან ყველა მამალია, გამრავლება ხდება სქესობრივი დიფორმიზმის გზით.



6)ყოველწლიურად ძროხები უფრო მეტ ადამიანს კლავენ ვიდრე ზვიგენები

image

აშშ-ს დაავადებათა პროფილაქტიკის და კონტროლის ცენტრის მონაცემებით წელიწადში ძროხა საშუალოდ 4 ადამიანს კლავს, როდესაც ზვიგენის მსხვერპლი წელიწადში საშუალოდ მხოლოდ 1 ადამიანი ხდება.


7)სანთებელა უფრო ადრე გამოიგონეს ვიდრე ასანთი

image

სანთებელა გამოიგონა იოჰან ვოლფგანგ დებერეინერმა 1824 წელს და ითვლება მსოფლიოში პირველ, უსაფრთხო, სრულყოფილ სანთებელად, ამ დროს კი პირველი ასანთი მხოლოდ სამი წლის შემდეგ გამოჩნდა.


8)პლანეტის მოსახლეობა ბოლო 50 წელიწადში 2-ჯერ გაიზარდა

image1960 წელს პლანეტის მოსახლეობა 3 მილიარდი იყო, 2010 წლისთვის კი 7 მილარდი შეადგინა.


9) ჰეროინი ხველების წამალი

imageროგორც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ ჰეროინი მე-19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული 1910 წლამდე გამოიყენებოდა როგორც ხველების წამალი ბავშვებისთვის.


10)ბამბუკი 24 საათში 3 მეტრი იზრდება

image

ბამბუკის 130 სახეობა არსებობს, ძირითად სახეობებს დღეღამეში შეუძლიათ 0, 75 მეტრი მოიმატონ, თუმცა არის სახეობები, რომლებსაც 24 საათში 3 მეტრით იზრდებიან.

0
440
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
440
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0