x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134489
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ამერიკელი 17 წელი კოსმოსში მსახურობდა და ამტკიცებს, რომ იქ თავისუფალი სუნთქვაა შესაძლებელი
image

ამერიკელმა პენსიონერმა შოკისმომგვრელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ ბოლო 17 წლის განმავლობაში ის სადღაც კი არა, მარსზე მსახურებოდა და იქ სუნთქვა თავისუფლად შეიძლება.


ყოფილი სამხედრო ოფიცერის თქმით, რომელსაც კაპიტანი ქეის სახელით იცნობენ, მისი სამუშაო, ადგილობრივი მოსახლეობის უცხოპლანეტელთა ბაზის დაცვა იყო, იუწყება Mirror .


image


კაპიტანმა ქეიმ განაცხადა, რომ ის საიდუმლო სივრცის ერთ-ერთი კოსმოსური ფლოტის მეთაური იყო, რომელიც მრავალეროვნულ ორგანიზაციას ექვემდებარებოდა, სახელწოდებით-“დედამიწის თავდაცვის ძალები".



მარსზე გატარებული, 17 წლის განმავლობაში მას ამერიკელებთან, ჩინელებთან და რუსებთან მოუწია თანამშრომლობა. კაპიტანი ქეის მთავარი ამოცანა იყო წითელი პლანეტის ხალხის მიერ აშენებული ხუთი კვლევითი ბაზის დაცვა, მარსზე დასახლებული აგრესიული "მკვიდრი მაცხოვრებლებისგან."


image

სამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებამ კაპიტანი ქეი რთული უცხოპლანეტის სამსახურისთვის მოამზადა.


ამ დროის განმავლობაში, მან სამი ტიპის კოსმოსური სწრაფმავალის და იგივე რაოდენობის ბომბდამშენის მართვა ისწავლა, რომელიც სპეციალურად საჰაერო სივრცეში საბრძოლო ოპერაციების ჩატარებისთვის არის შექმნილი.


ტრენინგი ჩატარდა საიდუმლო მთვარის ბაზაზე, სახელწოდებით "Lunar Operations Command". კაპიტან ქეიმ არ იცის თუ რამდენი თანამშრომელი ჰყავდათ მათ.


მარსის ჯარში, არასრული 20 წლის გატარებამ, მე ძალიან დამღალა", - აღიარებს იგი. ხელმძღვანელობამ რეაგირება მოახდინა სამხედროს მოთხოვნაზე გადადგომის შესახებ და მის საპატივსაცემოდ დიდებული გამოსამშვიდობებელი ცერემონია გამართა. მათ შორის იყო აშშ-ს თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი.



რბილად რომ ვთქვათ, კაპიტანი კეის მონათხრობი უცნაურად ჟღერს, მაგრამ ის პირველი არაა, ვინც ამტკიცებს, რომ მარსზე საიდუმლო სამხედრო ბაზები არსებობს. უცხოური ტელეარხების UFO TV-ს წარმომადგენლებმა ამაზე ნახევარ საათიანი ფილმი გადაიღეს.






0
1448
9-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
1448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0