x
image
ღიმილიანი
1919 წლის ბესტსელერი და ჰერმან ჰესესგან სასიამოვნოდ გაკვირვებული ფიშერი
1919 წელს ბესტსელერი გახდა " დემიანი, ახალგაზრდობის ამბავი" ავტორი - ემილ სინკლაირი, წიგნთან დაკავშირებით თომას მანი წერდა, რომ იგი ზუსტად ეხმიანებოდა იმდროინდელ მოვლენებს - “წიგნი არნახული სიზუსტით შეეხო დროის ნერვსო”


image


მხოლოდ 1920 წელს გამოირკვა ნამდვილი ავტორის ვინაობა - რა თქმა უნდა, ავტორი გახლდათ ჰერმან ჰესე, ფიშერს თავიდანვე ეჭვი ეპარებოდა ამაში და ეს ეჭვი გამართლდა.

ფიშერის გამომცემლობა იმ დროისთვის მოწინავე იყო.




სწორედ “ს.ფიშერი გამომცემლობამ” გამოსცა მისი

1. “პეტერ კამენცინდი”,

2. “ბორბალქვეშ”

3. მოთხრობების სამი კრებული…

image


აი, რას წერდა თავად გამომცემელი თავდაპირველად ჰერმან ჰესეს:

1. ღრმად პატივცემულო ბატონო ჰესე,
… თუ არ გეწყინებათ, მოგახსენებთ, რომ “პეტერ კამენცინდის” მოულოდნელი წარმატება ფრიად სასაცილოა, და მე ვიმედოვნებ და გისურვებთ, რომ მამინაცვლური ესთეტიკა თქვენს ცხოვრებაში სხვა არაფერი იყოს, თუ არა ერთი სასაცილო ეპიზოდი…


გრუნევალდი, 14 ოქტომბერი, 1903 წელი




2. ძვირფასო ბატონო ჰესე,
მოხარული ვარ, რომ მიუნხენში ცოცხლად გიხილავთ, მანამდე ჩემთვის მხოლოდ წარმოსახვითი ადამიანი ბრძანდებით, ჯერ მის არსებობაში უნდა დავრწმუნდე…
…ისე, ერთი ჯერ ციურიხში იკითხეთ, რა ჰონორარს მოგცემენ; ეს ხომ თქვენთვის მნიშვნელოვანი რამაა! ჩვენ, ბერლინელები, ბევრად უკეთ ვიხდით. მაგრამ თუ ჩემს კეთილ რჩევას ყურად არ იღებთ, მისწერეთ ბერლინელებს და ისინი ხელნაწერს გამოგიგზავნიან. ციურიხი ხომ მაინც არსად გაგექცევათ.
დიდი მოკითხვებით, თქვენი ფიშერი.


რაპალო, 16 მარტი, 1904 წელი


ხოლო, როცა გამოირკვა რომანის " დემიანი, ახალგაზრდობის ამბავი" ვინაობა, იგი წიგნის შესახებ სწერს: " მართლა დიდი ნუგეშია ჩემთვის ამ ბნელ დროშიო…"




0
169
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0