x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ოქროს "კამაზი" ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევისთვის

ვისაც საბჭოთა პერიოდში მოუწია ცხოვრებამ ყველას კარგად ახსოვს საბჭოთა ავტომობილების მინი მოდელები, რომელიც უხვად იყიდებოდა მაღაზიებში, თუმცა ალბათ ბევრისთვის უცნობია ის ფაქტი, რომ სერიული მინი-მოდელების გარდა მზადდებოდა უნიკალური ერთეული სუვენირები, რომელიც "ძლიერთა ამა ქვეყნისათვის" იყო გათვალისწინებული.

"კამაზის" მუზეუმის დირექტორმა ალექსანდრე ჩუხონცევმა საინფორმაციო პორტალზე vestikamaza.ru. გამოაქვეყნა უნიკალური ფოტოები, სადაც ოქროსგან დამზადებული კამაზის მინი-მოდელებია წარმოდგენილი, სადაა ახლა ეს უნიკალური მოდელები ძნელი სათქმელია."მუზეუმს მხოლოდ ფოტოები შემორჩა, ისიც თითო-თითო ეგზემპლიარი"-აღნიშნავს ჩუხონცევი.

ქვემოთ წარმოდგენილი კამაზის მოდელი, რომელიც ოქროსგანაა დამზადებული 1976 წლის დეკემბერში აჩუქეს ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევს, 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

image

სხვათა შორის ეს უნიკალური ავტო-სუვენირები "კამაზის" ქარხნის მუშების დამზადებული იყო.

image

ფოტოზე:მარცხნიდან მარჯვნივ:
1. კლიმანოვი გენადი - ბრიგადირი.
2. კუსტოვი ევგენი
3. ვლადიმირი (გვარი უცნობია) - მხატვარი.

კამაზის სუვენირების ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო სსრკ მხატვართა კავშირის წევრი წევრი, ვინმე სამოაროვი.

ქვემოთ ფოტოზე წარმოდგენილი "კამაზი" საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრს, დიმიტრი უსტინოვს აჩუქეს 1978 წელს, ასევე 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

image

image

შემდეგი მინი-მოდელი მანქანათმშენებლობის მინისტრს, ეფიმ სლავსკის ერგო საჩუქრად 1978 წელს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

image

და ბოლოს, ქვემოთ წარმოდგენილი სუვენირი სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს მდივანს, ანდრეი კირილენკოს აჩუქეს 1976 წელს.70 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

image

0
188
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0