x
image
ზ.შუკა
10 მიზეზი იმისა, რომ „საყვარელი მამაკაცი“ ცხოვრებას გინგრევთ

image

ქალი შეიქმნა მამაკაცის ნეკნისაგან. არა ფეხებისგან, რომ იყოს დამცირებული და არც თავისგან, რომ მასზე მაღლა იდგეს... ნეკნისგან, რომ მის გვერდით იყოს, ხელთან ახლოს, რომ დაცულად იგრძნოს თავი, გულთან ახლოს, რომ უყვარდეს.

თანამედროვე სამყაროში ყველაფერი შეიცვალა. ქალზე ძალადობას ადამიანები ნორმად არ აღიქვამენ, მაგრამ ხმამაღლა საუბარსაც ერიდებიან. ზოგიერთი ქალბატონი იბნევა საზოგადოებაში გავრცელებული ფრაზებით, რომელსაც შემდგომში თვითონ იმკობს: „ქმარია და რასაც უნდა იმას იზავს“, „სცემს ესეიგი უყვარს“, „ნამდვილი მამაკაცები აღარ არსებობენ“ და ა. შ. მოკლედ, აი ის 10 მიზეზი რომელიცვცხოვრებას გინგრევთ.

  • გიკრძალავთ მეგობრებთან შეხვედრას
თუ მამაკაცი გიკრძალავთ ურთიერთობას დაქალაბეთან ან ნაცნობებთან, რომლებსაც მასთან გაცნობამდე იცნობდით, მას სურს იყოთ მხოლოდ მისი კუთვნილება. ამიტომ ის ყველანაირად ეცდება არ მოხვდეთ სხვისი ზეგავლენის ქვეშ და მხოლოდ მის აზრს ითვალისწინებდეთ. მამაკაცს არ სურს შეიგნოს, რომ პირადის გარდა თქვენ ახლობლები, მეგობრები და კოლეგები გყავთ.

  • დამცირება

უნდა ხვდებოდეთ, რომ ყველა შეურაწმყოფელ სიტყვას, თუნდაც ხუმრობით ერთი მიზანი აქვს - დაგამ

ციროთ. თუ კი აღშფოთდებით ამ საკითხთან დაკავშირებით ის აუცილებლად დაიწყებს თავის მართლებას. ის დაგანაშაულებთ და დაგარწმუნებთ, რომ თქვენ არ გესმით ხუმრობა, მალე იბუტებით და ცხოვრებას უფრო მარტივად უნდა შეხედოთ. თქვენ ხვდებით, რომ არ იმსახურებთ ამ ყველაფერს, მაგრამ ეგუებით...

  • გაბრალებთ საკუთარ უიღბლობას და შეცდომას

თუ მამაკაცი გამუდმებით გაბრალებთ საკუთარ შეცდომებს, გიმართავთ ისტერიკებს, რაც არ

შეეფერება მამაკაცს. ამით ის ცდილობას დაგადანაშაულოთ და საკუთარი პასუხისმგებლობა გადმოგაბარებთ.

  • ალკოჰოლი და ნარკოტიკი
მამაკაცის ორი ცხოვრების მეგზური, რის შედეგადაც დროთა განმავლობაში თქვენი საყვარელი ადამიანი უკონტროლო, უხეში „ადამიანი“ გახდება.


  • შიში
მამაკაცი თქვენთვის საყრდენი კედელი უნდა იყოს, მასთან დაცულად უნდა იგრძნოთ თავი და არ უნდა გეშინოდეთ! თუ ის ადამიანი გაშინებთ და გამცირებთ სჯობს თქვენი ურთიერთობა სასწრაფოდ დაასრულოთ.

  • მონა

ფსიქიკური ძალადობისკენ მიდრეკილი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ის უნიკალური ადამიანია და მოთხოვნებიც შესაბამისი აქვს. თუ ამჩნევთ, რომ ის მაქსიმალურს მოითხოვს თქვენგან და მისგან არაფერს გრძნობთ, იცოდეთ ეს ზღვარია.

  • ეჭვიანობა

ეჭვიანობა სიყვარულს არ ნიშნავს! თუ მამაკაცი ეჭვიანობს თქვენს ნაცნობებზე, მეგობრებზე, საყვარელ მსახიობზე, ფანტაზიებზე და ა.შ. ის ავადმყოფურად მესაკუთრეა. ასეთ ადამიანს აუცილებლად ესაჭიროება მკურნალობა.

  • ქალის კონტროლი საკუთარი ემოციებით
ის კარგი მანიპულატორია. მაგალითად, თუ თქვენ მას არ ეთანხმებით ის იბუტება და გემუქრებად. ასეთი მეთოდით ცდილობს თავი დამნაშავეთ გაგრძონობინოთ და დაშორებით დაგსაჯოთ.

  • გატარებული დრო მის გარეშე ისჯება
თუ მის დაუკითხავად სადმე წახვედით აუცილებლად დაისჯებით. ესეც მესაკუთრის ერთ- ერთი თვისებაა. ის დაგიწყებს ყვირილს, დამცირებას და გააჩნია მის ფსიქიკას შესაძლოა თქვენზე ხელიც აწიოს.

  • ფიზიკური ძალადობა
ეს ყველაზე საშინელი მომენტია ურთიერთობაში. დაიმახსოვრეთ მამაკაცი არასდროს შეიცვლება! თუ ის ავლენს რაიმე სახის აგრესიას, გამუდმებით გიყვირით. შესაძლოა მან მალე თქვენზე ხელსაც აწიოს. ნუ ელით სასწაულს და ნუ ფიქრობთ, რომ ბავშის გაჩენა ყველაფერს შეცვლის.

0
140
3-ს მოსწონს
ავტორი:ზ.შუკა
ზ.შუკა
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0