x
image
ღიმილიანი
მსოფლიო მშვიდობის სამიტს საქართველოდან ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი აგირბაია დაესწრო
მშვიდობის მშენებლობა დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითადი საკითხია.


სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ სამიტს- „მსოფლიო მშვიდობის სამიტი 2017" საქართველოდან ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი აგირბაია დაესწრო.


გიორგი აგირბაია “ProActive Group Georgia”-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი გახლავთ, როგორც გიორგიმ საუბრისას აღნიშნა, სამიტი აერთიანებდა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა თუ მრწამსის მქონე ახალგაზრდა ლიდერებს, ფილანთროპებს, პოლიტიკოსებს, სახელმწიფოს მეთაურებს თუ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, წლევანდელ ღონისძიებზე კი 100 ეროვნების ათასამდე დელეგატი იღებდა მონაწილეობას.



image


გთავაზობთ გიორგისთან ინტერვიუს:


- გიორგი, როგორ მოხვდით სამიტზე?


- მიიღო სპეციალური მოწვევა ასეთი მსოფლიო დონის ღონისძიებაზე, ადვილი საქმე ნამდვილად არ გახლდათ, მოხარული ვარ, რომ წელს სამიტზე სწორედ ჩვენი ორგანიზაცია “ProActive Group Georgia” წარადგენდა საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, იმედი მაქვს მომავალ წელს უფრო დიდი დელეგაციით ვიქნებით წარმოდგენილი აღნიშნულ ღონისძიებაზე. საერთაშორისო ახალგაზრდული მშვიდობის ჯგუფთან უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ ახალგაზრდული კუთხით, სწორედ ამან შეუწყო ხელი ჩვენს დაახლოებას და შემდგომში მიწვევას სეულში მიწვევას.



image



- როგორი იყო მოგზაურობა? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.

- ყველა მოგზაურობას თავისი განსაკუთრებული ისტორია ახლავს თან. ჩემი, პირველი, შორეულ აღმოსავლეთში მოგზაურობა ნამდვილად გამორჩეული იყო კულტურული-საგანმანათლებლო ექსკურსიებითა თუ უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ოფიციალური მიღებებით.


ეს სულ სხვა მოგზაურობა იყო, "Qatar Airways" სუპერ სერვისით, თავისი დიპლომატიური დახვედრებით, დროშიანი მანქანებით, სასტუმროთი, რომელმაც არც მეტი არც ნაკლები დიდი ოცეულის სამიტსაც კი უმასპინძლა წინა წლებში...


დახვერდრა: image


ასევე აღსანიშნავია ის, რომ ოლიმპიურ სტადიონზე მშვიდობის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც 100 000 კაცი დაესწრო. ეს იყო საოცრება.


სეულის სტადიონი:


image


თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ სწორად არჩეული გზის „აქტიურობიდან - პროაქტიურობამდე“ დამსახურებაა ის, რომ სამიტზე ჩემი მიწვევა სრული დაფინანსებით მოხდა.



- რას ემსახურებოდა აღნიშნული ღონისძიება?

- მსოფლიო მშვიდობის სამიტის ძირითადი მიზანი გახლდათ საზოგადოების სხვადასხვა სექტორის ყოველწლიური შეკრება ე.წ. „მშვიდობის მესიჯების“ (Messengers of Peace) გამავრცელებლების დაკავშირება, რომლებიც საერთო ინტერესებს იზიარებენ მსოფლიო მშვიდობისა და ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით. სამიტი მნიშვნელოვანი გახლდათ საეთაშორისო კონტაქტების და თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით, ახალი გამოცდილებისა და შთაგონებებისთვის. ახალგაზრდა ლიდერები არის ძალა, რომლებიც შეძლებენ სამყარო გადააქციონ უფრო უსაფრთხო და უკეთეს საცხოვრებელ ადგილად. ამ კუთხით განათლება და ცნობადობის ამაღლება კი საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესია.





image


image


image



- ჩვენს ქვეყანას თუ იცნობენ ან რა ინფორმაცია აქვთ?

- საქართველოს შესახებ ბევრი რამ ნამდვილად არ იცოდნენ, მაგრამ ჩვენს უდიდეს ისტორიულ გამოცდილებას დიდ პატივს სცემენ, იცნობდნენ როგორც მთების, ღვინისა და სტუმართმოყვარე ქვეყანას. როგორც ჩანს კორეაშიცა და მონაწილე ქვეყნებშიც საქართველოზე აქტიურად გადის სიუჟეტები, რამაც ძალიან გამახარა. მე კი თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი გახლდით. სამიტზე განვიხილეთ სამომავლო პარტნიორობის საკითხებიც და რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიებაც დაიგეგმა საქართველოში.



image

- და ბოლოს, გიორგი, რას ეტყვით ქართველ ახალგაზრდებს?


- ახალგაზრდებო, ეძიეთ წარმატებული და პოზიტიური ადამიანები თქვენს ირგვლივ, მუდმივად ეძიეთ სიახლეები იმ სფეროში, რომელშიც ფიქრობთ შემდგომ განვითარებას. აკეთეთ ის, რაც გიყვართ, ხშირად უხელფასოდ ( მიღებული გამოცდილება და ურთიერთობები ყველაზე დიდი ანაზღაურებაა). მე არ ვფიქრობ, რომ დიდ წარმატებას მივაღწიე, ჯერ დიდ წარმატებამდე ძალიან ბევრი მაქვს გასაკეთებელი, უბრალოდ რაღაცით ვარ განსხვავებული. იყავით ინდივიდუალურები! “მთავარია გქონდეთ ხედვა და გჯეროდეთ იმის, რასაც აკეთებთ, სხვა დანარჩენი სწავლებადი და განხორციელებადია”. ნამდვილი წარმატება მოდის მაშინ, როდესაც მიაკვლევთ გზას„აქტიურობიდან - პროაქტიურობამდე“.




“Proactive Group Georgia” -ს ორგანიზებით უკვე მრავალი წარმატებული პროექტი შედგა, 1000-მდე ახალგაზრდას მიეცა საშუალება საკუთარი ძალები გამოეცადა სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინტელექტუალურ კონკურსებსა თუ პროექტებში.



აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წევრები ამ ყველაფერს ენთუზიაზმით ახორიცელებენ, როგორც გიორგი ამბობს, პროაქტიური, ახალგაზრდები თავადაუზოგავად და მიზანმართულად მუშაოენ ორგანიზაციაში ერთი საერთო მიზნისთვის.

ეს მიზანია - ახალგაზრდების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შექმნა.




“Proactive Group Georgia” -ს გუნდი:

image

ამჟამად ასეთი აქტუალური კონკურსი გახლავთ „იდებატე & მოიგე ევროპა!“. რომლის დეტალებსაც მომდევნო სტატიაში დაწვრილებით გაგაცნობთ.



0
53
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0