x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიო ბესტსელერის - „გოგონა მატარებელში“ ავტორი ფრანკფურტში ქართველ გამომცემლებს შეხვდა
პოლა ჰოკინსი იმ ავტორებს შორისაა, რომლებმაც მსოფლიოს ალაპარაკება გამოჩენიდან ძალიან მოკლე პერიოდში მოახერხეს. მისი სადებიუტო რომანი ”გოგონა მატარებელში” გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერი გახდა და თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად აღიარეს.ქართველ მკითხველს რომანის მშობლიურ ენაზე გაცნობის საშუალება გამომცემლობა ”პალიტრა L-მა” 2 წლის წინ მისცა. სხვა ქვეყნების მსგავსად რომანი საქართველოშიც მალევე ბესტსელერების სიაში მოხვდა.

image

წიგნის აქტუალობა მაშინაც გააქტიურდა, როდესაც ჰოლივუდის მიერ „გოგონა მატარებელშის“ ეკრანიზაცია განხორციელდა. ფილმში მთავარი გმირის, რეიჩელი როლს ემილი ბლანტი ასრულებს.

2017 წლის 13 ოქტომბერს კი ავტორმა ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე თავისი ახალი წიგნი INTO THE WATER წარადგინა. ავტორთან 1 საათიანი შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, დაისვა შეკითხვები აუდიტორიის მხრიდან. რამდენიმე პასაჟი წიგნიდან ხმამაღლაც წაიკითხეს.


ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე პოლა ჰოკინსი ქართული გამომცემლობის წარმომადგენლებსაც შეხვდა, სადაც სამომავლო თანამშრომლობასა და INTO THE WATER-ის ქართულ გამოცემაზე ისაუბრეს. ავტორმა მათთან საუბარში აღნიშნა, რომ რომანის ”გოგონა მატარებელში” ქართულენოვანი გამოცემის ფორმატი და ყდა ძალიან მოსწონს. პრეზენტაციის შემდეგ ქართველი მკითხველისთვის ვიდეოც ჩაწერა, რომელშიც დიდ იმედს გამოთქვამს, რომ ქართველებს მისი ახალი რომანი INTO THE WATER ძალიან მოეწონებათ.

image

იხილეთ ვიდეო

წიგნი ქართულ ენაზე მალე გამოიცემა. მას, გამომცემლობა ”პალიტრა L” ”ტოპ თრილერის” სერიის ფარგლებში გამოსცემს.

„კაცები ისევ ხელ-ფეხს უკრავენ, ოღონდ ამჯერად სხვანაირად. მარცხენა ცერს მარჯვვენა ფეხის თითზე აბამენ, მარჯვენა ცერს კი _ მარცხენაზე. წელის გარშემოც თოკს ახვევენ და წყალში მიათრევენ.

არა, ძალიან გთხოვთ, - იმუდარება ის, რადგან დარწმუნებული არ არის, რომ ამ სიბნელესა და სიცივეს ისევ გაუძლებს. სახლში დაბრუნება უნდა, სახლში, რომელიც აღარ არსებობს. იმ დროში უნდა დაბრუნება, როდესაც ის და დეიდამისი ცეცხლთან ისხდნენ და ერთმანეთს ამბებს უყვებოდნენ. თავის კოტეჯში საკუთარ ლოგინში უნდა დაბრუნება. უნდა, რომ ისევ პატარა იყოს, შეშის ბოლისა და ვარდების სურნელი და დეიდამისის კანის სანატრელი სითბო იგრძნოს.

არა, ძალიან გთხოვთ.

იძირება. წყლიდან მეორედ რომ ამოყავთ, ტუჩები გალურჯებული აქვს და სუნთქვას სამუდამოდ წყვეტს...“- ასე იწყება თრილერი INTO THE WATER, რომელიც 2017 წელს გამოიცა. წიგნის მიხედვით უკვე ფილმის გადაღებაც არის დაწყებული.


image

0
35
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0