x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გარდაიცვალა გოგი ოჩიაური

image

90 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ქართველი მოქანდაკე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი, საქართველოს დიდი პატრიოტი, ბატონი გოგი ოჩიაური.

გოგი ოჩიაური დაიბადა 1927 წლის 10 იანვარს შუაფხოში(დუშეთის რაიონი), 1953 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი; 1953 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. არის ავტორი ნამუშევრებისა: „ვაჟა-ფშაველა“ (1972), „ზღვა“, „შენ ხარ ვენახი“ (1964), „ქალის ტორსი“ (ადლერი, 1969), „სიცოცხლის ხე“ (ტექსელი, 1977), „რექვიემი“ (1981-1985); ალეგორიური ქანდაკებისა „მუსიკა“, „რესტავრაცია“ (მოსკოვი); არის დამდგმელი მხატვარი ფილმისა „ალავერდობა“; ავტორი სამენოვანი წიგნისა — „ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის“ (2002).


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის
  • 2005 - ღირსების ორდენი
  • 2001 - ჩარგლის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - "წლის საუკეთესო ადამიანი"(აშშ)
  • 1988 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1986 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1980 - საქართველოს სახალხო მხატვარი
0
64
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0