x
image
კატაპულტი
აზიური ფაროსანა -საშიში მწერი
image
2015 წლიდან მოყოლებული საქართველოში სულ უფრო აქტიური ხდება აზიურ ფაროსანაზე საუბარი და ეს არცაა გასაკვირი, რადგან იგი მეტად სწრაფად გამრავლებადი და მოსავლისათვის საზიანო მწერია.

მავნებლის სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა. 21-ე საუკუნის დასაწყისში იგი პირველად შენიშნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღესდღეობით კი თითქმის მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს მის წინააღმდეგ ბრძოლა.რაც შეეხება ევროპას, აქ ის პირველად შვეიცარიაში გამოჩნდა 2008 წელს.მოგვიანებით კი, 2014 წელს, უკვე სოჭში დაფიქსირდა ოლიმპიადის პერიოდში.ვარაუდობენ, რომ მავნებლები ჩამოყვა გასამართი ღონისძიებისათვის ჩინეთიდან ჩამოტანილ ხის მორებს. სწორედ სოჭიდან შემოვიდა ხოჭოსებრი მწერი საქართველოში.

რამდენად მავნებელია აზიური ფაროსანა?

აზიური ფაროსანა მეტად მავნებელი მწერია მცენარეებისა და ხილ-ბოსტნეულისათვის.იგი გრძელი ხორთუმის წყალობით ღრმად აღწევს ნაყოფში, წოვს იქიდან წვენს, რის შემდეგაც მასში ვითარდება სიდამპლე და მოსავალი სრულიად უსარგებლო ხდება.შესაბამისად, მავნებელს შეუძლია მოსავლის 70-80 % გაანადგუროს.იგი განსაკუთრებით ეტანება თხილს, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, მაყვალს, სიმინდს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას.


მავნებელია თუ არა იგი ადამიანისათვის?

როგორც წესი, აზიური ფაროსანა ადამიანს თავს არ ესხმის, თუმცა თუ მწერმა საფრთხე იგრძნო გამოყოფს ძალზედ უსიამოვნო სუნს, რის შემდეგაც შესაძლებელია გიკბინოთ.იგი არ არის შხამიანი, თუმცა ნაკბენს აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება, რათა არ განვითარდეს ინფექცია.

რამდენად სწრაფად მრავლდება აზიური ფაროსანა?

აზიური ფაროსანა მეტად სწრაფად გამრავლებადი მწერია.იგი სეზონზე 150-დან 250-მდე კვერცხს დებს და 4-5 დღეში ჩეკავს მათ.მწერს უფრო სახიფათოს ხდის ის ფაქტი, რომ მას ფრენის საშუალებით შეუძლია ზიანი მოიტანოს არა მხოლოდ რაოდენობით, არამედ ტერიტორიის სწრაფად შეცვლით და გაზრდით.

როდისაა აზიური ფაროსანას აქტიური პერიოდი?

მავნებლის აქტიური პერიოდი არის აპრილიდან გვიან შემოდგომამდე კვებისათვის, რა დროსაც აზიანებენ მოსავალს, ხოლო ზამთრის პერიოდში ისინი თავს შენობა-ნაგებობებს აფარებენ.

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას?

სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებში ხოჭოს წინააღმდეგ ბრძოლაში მოსახლეობას სახელმწიფო ეხმარება.რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებში მათთან ბრძოლას, ერთადერთი საშუალება მექანიკურად განადგურებაა, თუმცა არ დაივიწყოთ, რომ მათ მეტად უსიამოვნო სუნი აქვთ.

0
315
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0