x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ეს ახალგაზრდა კაცი ენერგეტიკულმა სასმელებმა რამის იმსხვერპლეს

image

გადაღლილობას და უძილობას ბევრი ებრძვის ენერგეტიკული სასმელებით და არც ფიქრობენ, რომ კოფეინის ცხენის დოზა და ბევრი შაქარი უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე. ენერგეტიკული სასმელების გამო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა ამერიკელი ოსტინიც. მისი მეუღლე ბრიანა იმ დროს ორსულობის მეცხრე თვეში იყო და დედობისთვის ემზადებოდა.

ერთ დილას ბრიანა დედამთილმა გააღვიძა და უთხრა, რომ ოსტინი საავადმყოფოში იყო. 6 ანალიზის შემდეგ ექიმებმა დაასკვნეს, რომ ტვინში სისხლჩაქცევის მიზეზი ენერგეტიკული სასმელების ჭარბად მიღება იყო, რომელთაც ოსტინი სამსახურში, სტრესის მოსახსნელად სვამდა.

image


ოსტინს ხანგრძლივი და რთული ოპერაციები ჩაუტარეს. ის კომაში იყო.ბრიანა თითქმის საავადმყოფოში ცხოვრობდა და მეუღლეს წუთით არ ტოვებდა. ერთი კვირის შემდეგ კი მშობიარობა დაეწყო და მოხდა სასწაული:იმ დღეს, როცა მათი ვაჟი გაჩნდა, ოსტინმაც თვალები გაახილა. ბრიანა იხსენებს, რომ დაგეგმილი ჰქონდათ ოსტინიც დასწრებოდა მშობიარობას და მას გადაეჭრა ჭიპლარი, მაგრამ სამწუხაროდ, იმ წუთებში, როცა მშობიარობდა, ოსტინი მის გვერდით არ იდგა და მისი ხელი არ ეჭირა.

ბრიანამ ორი კვირის შემდეგ შეძლო ოსტინის ნახვა. მისი მდგომარეობა სტაბილურდებოდა, მაგრამ მაინც მოუხდა ოპერაციებისა და უამრავი პროცედურის გადატანა. ის ახლაც უამრავ პროცედურას გადის და თავის ქალის ნაწილი აღარ აქვს.

image

შვილი ოსტინმა ორი თვის შემდეგ ნახა. ახლა ის სახლშია, მაგრამ კიდევ გადის მკურნალობის კურსს.

“ეს ძალიან რთულია და ძალიან ვიღლები, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. და მომავალშიც გავაკეთებ."-ამბობს ბრიანა.

0
378
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0