x
image
თოკა ჯაბნიძე
დიეგო მარადონა VS ლეო მესი
image დიეგო არმანდო მარადონასა და ლეო მესის საკმაოდ ბევრი მსგავსება აქვთ-ორივე არგენტინელია, ასევე ისინი საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში შედიან და კიდევ მრავალი სხვა. იმისთვის, რომ დავადგინოთ თუ ვინ არის მათ შორის საუკეთესო საჭიროა ისინი შევაფასოთ რამდენიმე კრიტერიუმით:

კარიერული გზა; შედეგიანობა; პირადი მიღწევები; კლუბური მიღწევები; ნაციონალური მიღწევები; რეპუტაცია და საფეხბურთო ინტელექტი.

კარიერული გზა

დიეგოსა და ლეოს კარიერის დასაწყისი "Newells old boys", ორივეს ევროპული გზა ბარსელონათი დაიწყო, იმ განსხვავებით, რომ ლეო დღესაც ბარსელონას სახელით ასპარეზობს, რომელიც კლუბის ცოცხალი ლეგენდა გახდა, ხოლო მარადონას პირველი სეზონი წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ მეორე სეზონში მან ტრავმა მიიღო + დიეგომ დაიწყო კონფლიქტი მწვრთნელთან ღამის კლუბების ხშირად სტუმრობის გამო. ამის შემდეგ ის გადადის ნაპოლში, სადაც გულემატკივრები ენთუზიაზმით შეხვდნენ, მაგრამ პერიოდულად გულშემატკივრების სიყვარული სიძულვილში გადაიზარდა და მას ხშირად უსტვენდნენ, რადგან 1991 წელს დოპინგ ტესტი ვერ გაიარა, ანალიზებმა კოკაინი აღმოაჩინა, რამაც მისი დისკვალიფიკაცია გამოიწვია 15 თვით, ამის შემდეგ ის შეუერთდა სევილიას და დაუბრუნდა ნეველს ოლდ ბოის. აქედან გამომდინარე დიეგო ვერ გახდა ვერცერთ კლუბში ისეთი ლეგენდა, როგირიც მესია ბარსელონაში.imageimageimageimageimage


მესი 1-0 მარადონა.

შედეგიანობა

მესი - 717 მატჩი; 582 გოლი; საშუალოდ 0, 84 გოლი მატჩში.

მარადონა- 680 მატჩი; 345 გოლი; საშუალოდ 0, 5 გოლი მატჩში.

მესი 2-0 მარადონა.

პირადი მიღწევები

ლეო მესი - 30 წლის ასაკში მოიგო 30 ტიტული, 5 ოქროს ბურთი აქედან 4 თანმიმდევრობით, ლეოსგან განსხვავებით მარადონას არ შეეძლო ოქროს ბურთს მიღება, რადგან 1995 წლამდე მხოლოდ ევროპელები იღებდნენ ამ ტიტულს.

მესის რეკორდები :

არგენტინის ყველადროის საუკეთესო ბომბარდირი -61 გოლით.

ბარსელონური დერბის ბომბარდირი -20 გოლით.

ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი - 360 გოლით.

და მრავალი სხვა.

დიეგო მარადონა -imageბარსელონას მაისურით მან მოიგო : კოპა დელ რეი 1983 წელს და ლა ლიგა 1983 წელს.

ნაპოლი : სერია ა 2 -ჯერ (1986-87) და (1989-1990); იტალიის თასი (1986-1987) ; უეფა ევროპა ლიგა ( 1988-89). იტალიის სუპერთასი 1990 წელს.

მესი 3-0 მარადონა.

სანაკრებო მიღწევები

მარადონას დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა, 20 წლის ასაკში კაპიტნის სამკლაური დაიმსახურა, მისი ყველა ლეგენდარული პერფორმანსი დაკავშირებულია ნაკრებთან. ღმერთის ხელი, ლიდერის თვისებების გამოვლინება და ლოგიკური ჩემპიონობა, მესისთან კი ყველაფერი პირიქითაა მისი პრობლემები არგენტინასთანაა დაკავშირებული 2014 წლის მსოფლიოს თასი ლეოსთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომეტში ხელიდან დაუსხლტა. კოპა ამერიკაზეც იგივე სიტოაციაა, ჩილელები ტრადიციულად ახერხებენ არგენტინელების გაწბილებას, თუმცა მან მოახერხა თავისი ნაკრების მსოფლიოზე გაყვანა, რამაც არგენტინელების თვალში მისი რეპუტაციაა აამაღლა, ის ასევე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია ნაკრების 61 გოლით, აქვს მოგებული 20 წლამდელების მსოფლიო ჩემპიონატი და 2008 წლის პეკინის ოლიმპიური მედალი.

მესი 3-1 მარადონა.

საკლუბო მიღწევები


მესიimageმარადონა imageმესი 4-1 მარადონა.

რეპუტაცია

მესი არაერთხელ ყოფილა გადასახადების გადახდაში დადანაშაულებული, ასევე არსებობს მოსაზრება, რომ მესის გავლენა კლუბში და ნაკრებში ძალიან დიდია.

2016 წელს ჩილესთან მორიგი დამარცხების შემდეგ კოპა ამერიკაზე, მესიმ განაცხადა, რომ ის ტოვებს ნაკრებს, არგენტინის მორიგი მარცხის გამო, ამით მან პროვოცირება გაუწია დანარჩენ ფეხბურთელებს, რაც ნაკრებისთვის არ იქნებოდა მომგებიან, საბედნიეროდ მან გადაიფიქრა და დაუბრუნდა ნაკრებს . მაგრამ ეს მარადონასთან შედარებით არაფერიაა

მარადონა : მუდმივი პრობლება გადასახადების გადაუხდელობის თაობაზე, ნარკოტიკების შენახვა, 1994 წელს მან ცეცხლი გაუხსნა ჟურნალისტებს 4 მათგანი კი დაჭრა . მესის რეპუტაცია მარადონასთან შედარებით უფრო სუფთაა.

მესი 5-1 მარადონა.

საფეხბუთო ინტელექტი

მარადონასაც და მესისაც გამორჩეული დრიბლინგის მქონე ფეხბურთელები არიან, მათ აქვთ გოლები, რომლებიც მიიჩნევიან, როგორც ტყუპები, მესიც და მარადონაც ჯადოსნურ მარცხენას ფლობენ, მაგრამ დარტყმებით ლეო აღმეატება, ისევე, როგორც სიჩქარით, მაგრამ მარადონა ფიზიკურდ მესის აღემატება.

მესი 6-2 მარადონა.

მესის და მარადონას მსგავსი გოლები

0
216
1-ს მოსწონს
ავტორი:თოკა ჯაბნიძე
თოკა ჯაბნიძე
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0