x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ორ გენიალურ რეჟისორს შორის დადებული სანაძლეო, რომელმაც სტივენ სპილბერგს მილიონები მოაგებინა
ალბათ ბევრ თქვენგანს არ ეცოდინება, რომ სტივენ სპილბერგი კიდევ უფრო გამდიდრდა (თუმცა სიმდიდრე მას ისედაც არ აკლდა) მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "ვარსკვლავური ომები", თუმცა უშუალოდ მას ფილმის გადაღებასთან კავშირი არ ჰქონია. ამის მიზეზი იყო სანაძლეო, რომელიც სპილბერგმა და ფილმის რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა დადეს, რომლის მიხედვითაც სპილბერგმა მიიღო ფილმის გაქირავებიდან შემოსული შემოსავლის 2.5%. მოდით გავიხსენოთ, თუ როგორ მოხდა ეს.


image


1970-იანი წლების ბოლოს სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმები არც ისე პოპულარული იყო.

ამ ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი იმ დროისათვის იყო 1968 წელს გადაღებული "2001. კოსმოსური ოდისეა", თუმცა არც მისი შემოსავალი ყოფილა მაინდამაინც დიდი. ამიტომ, როცა ახალგაზრდა რეჟისორი ჯორჯ ლუკასი ცდილობდა გაეყიდა კომიქსებზე აგებული თავისი სცენარი სახელწოდებით "ვარსკვლავური ომები", ბევრმა სტუდიამ მას უარი უთხრა ფილმის გადაღებაზე.



image


ჯიუტი ლუკასი სიძნელეებმა ვერ შეაშინა. სპონსორების ძებნისას მან თავისი მეგობარი სტივენ სპილბერგი მოინახულა, რომელიც იმ დროსათვის პოპულარობის ზენიტში იყო და იღებდა ფილმს "მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები".

ჯორჯ ლუკასმა რამოდენიმე დღე გაატარა მეგობრის ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე.


image


ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ლუკასი მიხვდა, რომ მისი "ვარსკვლავური ომები" ვერასოდეს იქნებოდა ისეთი პოპულარული, როგორიც სპილბერგის ახალი კინოფილმი.

სპილბერგი შემდეგ იხსენებდა თავის ინტერვიუში :" ლუკასი გამუდმებით იმეორებდა: ღმერთო ჩემო, ჩემი "ვარსკვლავური ომები" არასოდეს იქნება ისეთი წარმატებული, როგორც შენი "ახლო კონტაქტები". ეს იქნება ყველა დროისა და ადამიანების უდიდესი ჰიტი. სტივენი მეგობარს ამშვიდებდა და ეუბნებოდა, რომ "ვარსკვლავურ ომებს" არანაკლები პოპულარობა ელოდა. მაშინ ლუკასმა მეგობარს მიმართა :'' - მოდი, დავნაძლევდეთ, მე შენ მოგცემ ჩემი ფილმის შემოსავლის 2, 5 %-ს, შენ კი შენი ფილმის შემოსავლის 2, 5 % მომეცი". სპილბერგი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ დათანხმდა სახიფათო სანაძლეოს.


image


"მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები" ნამდვილად ჰიტი გახდა და მის შემქმნელებს303 მილიონი დოლარი მოუტანა, მაგრამ "ვარსკვლავური ომები" ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან და უპოპულარულეს ფილმად იქცა, ასე რომ, გენიალური სპილბერგი არ შემცდარა: მან სწორად იწინასწარმეტყველა, რომ ფილმს ნამდვილად დიდი მომავალი ექნებოდა.


image


სპილბერგის თქმით, ჯორჯ ლუკასი დღესაც უგზავნის მას ფილმის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის 2, 5%-ს. მეგობართან დადებული სარისკო სანაძლეო მისთვის მილიონების მომტანი გახდა.

1977 წლის 25 მაისს გამოსულმა ფილმმა "ვარსკვლავური ომები", რომლის ბიუჯეტი 11 მილიონ დოლარს შეადგენდა, გამოიმუშავა 775 მილიონი დოლარი. თუ ინფლაციას გავითვალისწინებთ, ფილმმა მის შემქმნელებს 1, 48 მილიარდი დოლარი მოუტანა. ამ მონაცემების მიხედვით ის მეორე ადგილზეა კინოგაქირავების ჰიტებს შორის.

მიახლოებითი გამოთვლით, დადებულმა სანაძლეომ სტივენ სპილბერგი 40 მილიონი დოლარით გაამდიდრა.


image

0
224
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0