x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ბიტკოინი ახალ რეკორდს ამყარებს

image


ბიტკოინი — ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტა — კვლავ ახალ რეკორდს ამყარებს. ხუთშაბათს მისმა ღირებულებამ 5100 ამერიკულ დოლარს გადააჭარბა და შეადგინა 5170 $.


მარტო ამ წლის განმავლობაში ბიტკოინი 750% – ით გაიზარდა. მაგრამ ანალიტიკოსების აზრით ზრდა შეიძლება ჩავარდნით შეიცვალოს: დიდი ქვეყნები მხოლოდ ახლა იწყებენ კრიპტოვალუტების რეგულირების პროცესს და აკრძალვის ან შეფერხების შემთხვევაში კურსი შეიძლება ჩავარდეს — როგორც მოხდა სექტემბერში, როცა ჩინეთმა ასეთი ზომების მიღების შესახებ განაცხადა. მაშინ ბიტკოინის კურსი 40% – ით დაეცა და 3000 დოლარზე ნაკლები იყო.


0
302
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0