x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორები არიან ცოლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
შეიძლება ნაკლებ ყურადღებას აქცევდეთ, მაგრამ ასტროლოგების აზრით ზოდიაქოს მართლაც აქვს მნიშვნელობა ურთიერთობაში .
ზოგიერთი ქალი თქვენი მეორე ნახევარია, ზოგიც კიდევ არ გამჩნევთ და არის ისეთებიც, რომლებთანაც ფრთხილად უნდა იყოთ.



image


დავახასიათოთ თითოეული მათგანი:

1.მეუღლე კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

imageთუ ეძებთ ერთგულებას და კარგ სტაბილურ ურთიერთობას, მაშინ ქალბატონები ამ ნიშნით, არის იდეალური პარტნიორი. მათ უყვართ ოჯახური ცხოვრება. ის ყველაფერს აკეთებს თქვენთან კავშირი, რომ მყარი იყოს და არასოდეს გატყუებთ.

2.სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)image
ამ ნიშნის ქვეშ ერთერთი ყველაზე სასიამოვნო ადამიანი იბადება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იგი ქალია. მათ აქვთ ნათელი გონება და ისინი გრძელვადიან მიზნებს ისახავენ, რაც კარგ შთაბეჭდილებას ქმნის მათზე. ისინი არასდროს გიღალატებთ. ქალებს სასწორის ნიშნით უყვარს სექსი და ისინი მზად არიან ექსპერიმენტებისათვის.

3.კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
imageთუ მათთან სასიყვარულო კამათი გაქვთ, არ ინერვიულოთ, ეს თქვენს ურთიერთობაზე პოზიტიურად იმოქმედებს. ისინი კარგი მეუღლეები არიან. გამოირჩევიან ერთგულებით .სულით და სხეულით ის მუდამ თქვენთან იქნება. არის კარგი დედა და კარგი მაგალითი ბავშვისთვის.


4.მეუღლე მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

image

მერწყული ქალი ძლიერი და დამოუკიდებელია. იგი ძალიან სასიამოვნო და თავდაუზოგავი პარტნიორია. ერთადერთი, თქვენ არ უნდა იყოთ მოსაწყენი, რადგან იგი არ მოითმენს მოწყენილობას ურთიერთობაში. ისინი ძალიან ჭკვიანი ქალებია. ცოლი მერწყული გახდება ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი თუ თქვენ ზედმიწევნით გაითვალისწინებთ მის სურვილებს..

5.მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)


imageმორიელი არ არის საუკეთესო არჩევანი პარტნიორად ცხოვრებაში. ის აუცილებლად გამოავლენს თქვენს საუკეთესო მხარეებს. თუმცა, თქვენ უნდა გამიჩინოთ ძლიერი ხასიათი, რადგან ეს ქალი მოითხოვს თქვენგან მეტს, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ მისცეთ. ის კარგი პარტნიორია ინტიმურ საკითხში.

6. თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)imageისინი საუკეთესო პარტნიორები არიან. მათ აქვთ უნარი მოგცეთ სიყვარული და მზად არიან, რომ გაგაბედნიეროთ.

7.ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
image

ის გასცემს ყველაფერს რაც აქვს. გყავდეთ ლომი ცოლი- ეს დიდი პატივია. თუმცა უნდა იყოთ ფრთხილად, მისი განწყობა ხშირად იცვლება, როცა იმას ვერ იღებს, რაც სურს. შეუძლია თავს დაგატეხოთ რისხვაც. თუ თქვენ ხართ ის, ვინც მას უყვას, მაშინ მოემზადეთ გაუძლოთ მის "დარტყმებს", რადგან ეს ქალი არ დათანხმდება უფრო ნაკლებს, ვიდრე სურს. იქნება ისე, როგორც მას უნდა, სხვანაირად არ გამოვა :)

8.ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
imageისინი არიან ძალიან ლამაზები, განსაკუთრებით მაშინ როცა უყვართ. მათ ადვილად უყვარდებათ.
ის, როგორც ცოლი ძალიან ერთგულია, მაგრამ ითხოვს ამის სამაგიეროსაც. თუ თქვენ მას არ შეესაბამებით, ის პირველი მიგატოვებთ სხვის გამო. თუ გაანაწყენებთ მას, ის თავის რისხვას დაგატეხავთ თავს.

9. მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

imageისინი კარგი ცოლები არიან, სანამ იღებენ იმას რაც სურთ.

10.თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
imageძალიან რთულია მუშაობა სახლში და ბავშვებთან, მაგრამ ამის გაკეთება, ძალიან ოსტატურად გამოსდის თხის რქას. ის არის ძალიან ორგანიზებული ქალი, რომელიც შეიძლება იყოს ნამდვილი ვეფხვი საწოლში . ამავე დროს გამოიყურება ღირსეულად ყველასთან.

11.ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
imageტყუპების ნიშნით ქალები ძალიან ლამაზია და მოსიყვარულე ურთიერთობაში, სანამ მისი გეგმები არ შეიცვლება.თუმცა მათა ქვთ ცუდი მხარეც. ის ერთგულია, მაგრამ ბევრ რამეზეა წამსვლელი.

12.ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
imageმისთვის უნდა იყოთ სამაგალითო ქმარი. მას აქვს მართლაც კარგად განვითარებული გრძნობა, რა არის სწორი და არასწორი. მას სურს, რომ მუდამ თაყვანს სცემდეთ.



წყარო:mirfactov








9
1372
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
1372
  
2017, 18 ოქტომბერი, 0:04
ყველა ასტროლოგიური პროგნოზი ვერც გამართლდება , რაც შეეხება ცოლებს, ასტროლოგიაზე არაა დამოკიდებული ნამდვილად.
2017, 17 ოქტომბერი, 23:50
ვფიქრობ, ბევრი რამ უბრალოდ ემთხვევა (ზოგჯერ) და სულ ეგ არის :)
2017, 17 ოქტომბერი, 22:30
მართალია, ვერძებს ადილად არ უყვარდებათ. მე ლომი ვარ, მაგრამ უფრო დამთმობი ვარ, ლომებს კი ქედმაღლობა და სიამაყეს აწერენ ძირითადად
2017, 17 ოქტომბერი, 20:33
ვერძი, მაგრამ საოცრად მზრუნველი, ერთგული და მოსიყვარულე ვარ :))))) ადვილად არ მიყვარდება, ამისათის 26 წელი დამჭირდა და ვიცი რომ გამყვება მთელი ცხოვრება :))
2017, 17 ოქტომბერი, 19:11
გამოტყდი, მაკა რომელიხარ :D
2017, 17 ოქტომბერი, 18:47
სისულელე :)))
2017, 17 ოქტომბერი, 16:02
არც ვეყრდნობი. :)
2017, 17 ოქტომბერი, 15:35
:დ მთლად ნუ დაეყრდნობი ზოდიაქოს, :))))
2017, 17 ოქტომბერი, 1:49
ვეძებოთ კირჩხიბები :D
0 1 9