x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბრიტანული წყალქვეშა ნავის "HMS Vigilant", კაპიტანი გაათავისუფლეს ეკიპაჟის ოფიცერ ქალთან სექსუალური ურთიერთობის გამო

image ბრიტანულ წყალქვეშა ნავზე მომხდარმა სკანდალი გამოიწვია ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში, რის გამოც წყალქვეშა ნავის კაპიტანი და ოფიცერი ქალი დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გაანთავისუფლეს.
დიდი ბრიტანეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის მოსამსახურეები რებეკა ედვარდსი და სტიუარტ ამსტრონგი დაუყოვნებლივ გაანთავისუფლეს ბრიტანული წყალქვეშა ნავში სამსახურისაგან, როგორც კი გახმაურდა ინფორმაცია მათ ინტიმურ კავშირზე ბრიტანულ წყალქვეშა ნავზე "HMS Vigilant".
უმცროსი ლეიტენანტი რებეკა ედვარდსი იკავებდა ოფიცრის თანამდებობას საინჟინრო–ტექნიკური მიმართულებით ნავზე, ხოლო სტიუარტ ამსტრონგი კი გახლდათ აღნიშნული წყალქვეშა ნავის კაპიტანი. გემის ეკიპაჟის წევრების ვერსიით კაპიტანი ოფიცერმა ქალმა შეაცდინა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ანალოგიურ ქმედების ხუთ სხვა შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი. ვინაიდან წყალქვეშა ნავზე ინტიმურ ურთიერთობას როგორც ბრიტანული პრესა იუწყება სამხედრო–საზღვაო ძალებში ქცევის შესახებ წესდება კრძალავს, მიმდინარეობს გამოძიება, თუ სექსუალურ ურთიერთობაში ეჭვმიტანილებს დაუმტკიცდებათ ბრალეულობა, 25 წლის ოფიცრის–რებეკა ედვარდსის და 41 წლის წყალქვეშა ნავის კაპიტნის–სტიუარტ ამსტრონგის მსგავსად მათაც განთავისუფლება ემუქრებათ სამხედრო წყალქვეშა ნავზე სამსახურიდან.
imageimageimage



0
82
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0