x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"არ შეიძლება იმის გამეორება, რასაც მე ვაკეთებ"! ამ სიტყვებით გაფრთხილების უგულებელყოფის გამო ამერიკელი მფრინავი დაიღუპა

image "Неллис"-ის ავიაბაზის სიახლოვეს საბჭოთა წარმოების გამანადგურებელი თვითმფრინავით "СУ 27", თვითმფრინავის შესაძლებლობების მაქსიმალური დატვირთვის ზღვართან მიახლოებული მანევრირებისას კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რა დროსაც ამერიკის შეერთებული შტატების მფრინავი ვიცე–პოლკოვნიკი ერიკ შულცი დაიღუპა.
"მე მასთან დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე ვსაუბრობდი, მე გავაფრთხილე ერიკი, რომ სიცოცხლისათვის ძალზე სახიფათოა იმ მანევრების გამეორება საბჭოთა წარმოების გამანადგურებელზე რასაც მე ვაკეთებ. ეს ჩვენი თვითმფრინავია, ჩვენ ვიცით მისი ყველა ძლიერი და სუსტი მხარე და ამის ხარჯზე ვახერხებთ მფრინავ–გამომცდელები საჩვენებელ ფრენებზე ასეთი რთული მანევრების ჩვენებას ამ გამანადგურებლით.
კარგი მხედარი ვერ იქნება სხვის ცხენზეც კარგი მხედარი თუ მან არ იცის ამ ცხენის ყველა ზნე–ჩვეულება. მე უბრალოდ გავაფრთხილე: არ შეიძლება ამის გაკეთება. ის ძალიან კარგი ადამიანი იყო და ძალიან კარგი პილოტი, მაგრამ სიკვდილს ვერ გაექცა.
მე როგორც ყოფილი სსრკ–ს და უკვე რუსეთის ფედერაციის მფრინავ–გამომცდელი ვამბობ: ამერიკელი და ინგლისელი მფრინავები ძალიან მაღალი კლასის მფრინავები არიან, ჩვენ მათ ვაფასებთ და როგორც პროფესიონალებზე ცუდს არასოდეს არ ვამბობთ.
მაგრამ არის რაღაც, რასაც საბჭოთა წარმოების თვითმფრინავის მართვისას ვერასოდეს ვერ გააკეთებს ამერიკელი ან ინგლისელი სამხედრო მფრინავი, ჩვენ გამოვცადეთ ეს თვითმფრინავები და სრულფასოვნად მხოლოდ ჩვენ ვიცით პრაქტიკულად ამ თვითმფრინავების ყველა ძლიერი თუ სუსტიმხარე.
ამიტომაც ვაფრთხილებდი ერიკს: არ შეიძლება ამის გაკეთება, ეს ზღვარია რასაც მე ვაკეთებ, სამწუხაროდ მან ეს არ გაითვალისწინა და ის დაიღუპა"–განაცხადა რუსეთის გმირმა, ავიასალონ "МАКС"–ის საპატიო პრეზიდენტმა, მფრინავ–გამომცდელმა მაგომედ ტოლბოევმა.
მისივე თქმით ამერიკის შტატებში 1967 წლიდან არსებობს ესკადრილია, რომელიც აღჭურვილია საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავებით, სწორედ ამ თვითმფრინავებით ანხორციელებენ ამერიკელი მფრინავები რთული პილოტაჟის ცალკეულ ელემენტებს.







0
214
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0