x
image
ღიმილიანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში " ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის " ჩემპიონატი გაიმართა
14 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური ღონისძიება - „ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის" ჩემპიონატი.


image

თამაშებისა და პროექტის ავტორი გახლავთ ლევან გელაშვილი, გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

- ლევან, პირველ რიგში მინდა გაიხსენოთ, პირველი ემოცია, როდესაც აღნიშნული პროექტი განახორციელეთ. როგორ შეხვდა საზოგადოება, რა მოლოდინი გქონდათ და გამართლდა თუ არა ეს მოლოდინი?


- 2016 წელს გავაკეთე " ვეფხისტყაოსნის" პირველი ფერადი ილუსტრირებული სამაგიდო თამაში, ძალიან დიდი ხანია ვამუშავებდი ამ იდეას და სათამაშო ალგორითმს. თამაშის დამზადებაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო, პირველი ემოცია მართლაც ამაღელვებელი აღმოჩმდა, სულ სხვა გრძნობაა, როცა იდეა ცოცხლდება მატერიალურ სამყაროში.

image

- ჩემპიონატის ჩატარების იდეა როგორ გაჩნდა?

- ჩემპიონატის იდეა პროექტზე მუშაობის პერიოდში მომივიდა, იდეას მხარი დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაციამ " ორბელიანი საქართველო" და მადლობა მინდა გადავუხადო მათ ფინანსური მხარდაჭრისთვის. ჩემს მეგობარ შალვა ბერიანიძესთან ერთად შევუდექით საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭრით გამარჯვებულებს წიგნების სასაჩუქრე ვაუჩერები და სერთიფიკატები გადავეცით.


- როგორ ფიქრობთ, რატომ არის ასეთი სახის თამაშები საიუნტერესო და მნიშვნელოვანი?

- ნებისმიერი ინტელექტუალური თამაში მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, რადგან ის ცოდნას საზრიანობას და კოგნიტურ უნარებს ავითარებს. ჩემი მიზანი იყო, რომ პოემა აქტიურად დაბრუნებულიყო საზოგადოების სოციალურ ცხოვრებაში და აქტიურად ჩაბმულიყო სასწავლო გარემოში. მინდა, ვიწრო სამეცნიერო წრის გარდა პოემით დაინტერესდეს ფართო საზოაგდოება, განსაკუთრებით მოზარდები.


image


- როგორც ვიცი, ახალი გამოცემები განსხვავდება პირველი გამოცემისაგან, კონკრეტულად რა შეცვალეთ?


- კი, ასეა, პირველ გამოცემასთან შედარებით, ჩემპიონატისთვის დამზადებული მეორე და მესამე გამოცემები დავხვეწე, გაკეთებული მაქვს დეტალური რუკა, რომელშიც გამოყენებულია ბექა და ბეშქენ ოპიზრების ორნამენტი, გიორგი მესამის და თამარ მეფის დროინდელი მონეტები, აფორიზმების გარდა თამაშში მონაწილეობს კითხვები, რომელიც პოემის შინაარსობრივ მხარეს ეხება. თამაში ინტერაქტიურლია და ის შესაძლებელია ნებისმიერი მოთამაშის სტრატეგიულ გემოვნებას მოერგოს. მოთამაშეებს შეუძლიათ ერთ რუკაზე რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი ითამაშონ.


- ჩემპიონატს როგორ შაფასებთ?


- ჩემპიონატი ჩატარდა სამ ტურად, პირველი ტური იყო “რა? სად? როდის?'' პოემასთან დაკავშირებით, მეორე ტური "ვეფხისტყაოსნის" სამაგიდო თამაშს ეძღვნებოდა, აფორიზმების ფაზლი-ლოტო’’, რომელიც ლოტოსა და ფაზლის პრინციპებს ეფუძნება და მესამე გადამწყვეტი ტური მთლიანად "ვეფხისტყაოსნის" სამაგიდო თამაშს მოიცავდა.

თამაშმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ძალიან სახლისო აღმოჩნდა. პროექტი მთლიანად მოხალისეობრივია და ენთუზიაზმზე ვახორციელებთ.



image


image

image


როგორც ბატონმა ლევანმა საუბრისას აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ჩემპიონატის სხვა უნივერსიტეტებში ჩატარებაც იგეგმება.




2
72
4-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
72
  
2017, 16 ოქტომბერი, 20:40
ძალიან მიხარია შენი წარმატებები. ^_^
2017, 16 ოქტომბერი, 11:47
ძალიან საინტერესო პროექტია, ნამდვილად არ ვიცოდი ასეთი რამ თუ არსეობდა, მადლობა სტატიის ავტორის, რომ გაგვაგებინა! კარგი იქნება სკოლებშიც თუ შეიტანენ ასეთ თამაშს.
0 1 2