x
მეტი
  • 21.11.2017
  • სტატია:71166
  • ვიდეო:324234
  • სურათი:426254
სილამაზე, როგორც განაჩენი

“საიდან მოდის სილამაზე?“

image

კიდევ ერთმა კაშკაშა ვარსკვლავმა შეწყვიტა ციმციმი, კიდევ ერთი გულის ფეთქვა შეწყდა ცოტახნის წინ. ვარსკვლავი ჩაქრა, ლეგენდა კი დარჩა... უამრავი ითქვა, ბევრიც დაიწერა, ცალსახად არავინ დაუდანაშაულებიათ, მაგრამ მაინც ყველა დამნაშავე გამოვიდა.

ან რა მნიშვნელობა აქვს, როცა შედეგი ერთია და მას დასასრული ჰქვია? არა, როგორ არა, ადამიანს სულ სჭირდება თავი ინუგეშოს ტრაგედიისას. თქვას, რომ არა, მას არაფერი შეეძლო ან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, რაც მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, რომ თავი უკანასკნელ ნაძირლბად არ ვიგძნოთ პოსტ ფაქტუმ პერიოდში.

განა სხვა რა შეგვიძლია და რიტორიკულ კითხვებს ვსვამთ: იქნებ, მართლა კლავს სილამაზე? ეგებ, შემხვევითი არაა, რომ მოულოდნელად დასრულდა ბევრი სხვა მშვენიერი სიცოცხლეც? სრულიად ახალგაზრდა და მშვენიერნი, მოულოდნელად გარდაიცვალნენ: რომი შნაიდერი, მერლინ მონრო, ემი ვაინჰაუსი, პრინცესა დაიანა...

ვინ იცის, იქნებ, სილამაზე განაჩენია? იქნებ, პატრიარქალურ კულტურაში ყველა ქალი მარიტაა ან ყველა კულტურა, თავისებურად პატრიარქალურია?

ერთი ცხადია: მარიტა უნიკალური პესონაჟია, უნიკალური სახე, ვინაიდან ყველა ქალი ცოტ-ცოტა მარიტაა, განსაკუთებით მკაცრ, ჩაკეტილ, ფეტიშებით, გაბატნებული აზრებით, ქალის როლის და ადგილის შესახებ მკაცრი განსაზღვრებებით სავსე კულტურაში. მე მაინც ის უფრო მაფიქრებს, რომ მშვენიერების ორი სიმბოლოს, -რომის და ლიკას ბედი ასე ძალიან როგორ დაემსგავსა ერთმანეთს. ორივე მარტოსული, პირად დრამებთან მიტოვებული, საკუთარ ოთახში, უჩუმრად წავიდა ამქეყნიდან. თითქოს მათ როლებში მართლა მათი ხასიათია ასახული, თან გარეგნულად ისე ბრწყინავდნენ... ისე ანათებდნენ, რომ შინაგანად ძალიან მალე გადაიწვნენ და ერთ დღეს, უცაბედად, გაჩერდა ადამიანური სხეულის ყველაზე ნატანჯი ორგანო- გული. ასეა ხოლმე, გადაღლილი და ნაწამები გული ჩერდება მაშინ, როცა არავინ ელის, ვერავინ იფიქრებდა.

ალენ დელონი რომისადმი მიძღვნილ გამოსამშვიდობებელ წერილში წერს: რაც უფრო მოუმზადებელია ადამიანი ცხოვრებისთვის, მით უფრო დიდი მსახიობი შეიძლება დადგესო. თითქმის ბავშვი იყო ლიკა მარიტას როლში და წარმოიდგინეთ, რა იყო მისთვის ეს! დრამა, სადაც სილამაზე ეცემა, სიკეთეს და სიმართლეს კლავენ, იმარჯვებს ბრბო და მისი სამართალი... ძლიერი ფსიქიკა უნდა, ღმერთმანი...

იცით, მე ხშირად შემშინებია... შემშინებია ჩვენს ყოფიერებაში ლამაზანებზე დამიზნებული კამერების, ბოროტი მზერების, დაუნდობელი ჭორების... მათ გამო ხომ ბევრი ვარდი შთაინთქა სილაში...

ხშირად მიკითხავს რიტორიკულად: განა ჩვენ რიგითი მარიტები არ ვართ, როცა ჩასაცმელს გვირჩევენ, ცხოვრების წესებს გვიდგენენ, გვეუბნებიან, რომ საზოგადოებრივი აქტიურობა არ შეგვშვენის, რადგან ქალები ვართ, ხმის ამაღლება არ გვიხდება, რადგან ისევ ქალები ვართ.

ჩვენ ხომ ჯორზე გვსვამენ, როცა გვირჩევენ ცხოვრების პარტნიორებს? ასევე განსაზღვრული და “რეგლამენტირებულია“ შერჩევის კრიტერიუმები, მათი რაოდენობა და სტატუსი.

მსჯელობ, ფიქრობ და გვერდს ვერ უვლი მიზოგენურ, პატრიარქალურ კულტურას, რომელმაც შექმნა მითი, სახელად, ქალი და განუსაზღვა მთელი რიგი მოთხოვნები:სილამაზე, სინაზე, უმწიკლოება, ერთგულება, მორჩილება.. ასე კლავს პატრიარქატი ქალში ჯერ სულს, მერე-სხეულს, რომელიც ინერციითღა სუნთქავს ხოლმე.

დღეს ისევ მარიტას უსულო სხეულს დავცქერით და ისევ რიტორიკულად ვკითხულობთ:მართლაც და ვინ მოკლა სილამაზე? პასუხი თან გვაქვს, თან-არა..

მე კი ისევ მეშინია მშვენიერ ქალებზე დამიზნებული “ცივი იარაღიების“ ...

2
354
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
354
  
17 ოქტომბერი, 0:05
ეგ პიდაპირი მნიშვნელობით ვთქვი... რა თქმა უნდა, ლეგენდა არ კვდება
17 ოქტომბერი, 0:04
ეს ვარსკვლავი არ ჩაქრება არასოდეს. ლიკა ცოცხალია
0 1 2