x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
ნაკლებ პრესტიჟული, მაგრამ მნიშვნელოვანი პროფესია...

image

ცოტა ხნის წინ დავფიქრდი, რომ მასწავლებლის პროფესია არ იყო და ახლაც არ არის პრესტიჟული პროფესია.

მასწავლებლების უმეტესობა ქალია, მაგრამ ეს ალბათ გენდერული სტერეოტიპია.

შესაძლოა ნაკლებ პრესტიჟულ პროფესიად ითვლებოდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით არ არსებობს ადამიანი, რომელზეც რაღაც გარკვეულ კვალს არ ტოვებს რომელიმე კონკრეტული მასწავლებელი. არა მარტო კვალს, არამედ შეიძლება რაიმე თვისების შემძენიც აღმოჩნდეს ერთგვარი გავლენიდან გამომდინარე.

იმ მიზეზის გამო, რომ მასწავლებელს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია მასწავლებელი უნდა იყოს რიგი დადებითი თვისებების მატარებელი, რომ კვალი აღმოჩნდეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი და პოზიტიური.


მოსწავლეებთან ურთიერთობა მოითხოვს მუდმივად ფორმაში ყოფნას. გიბიძგებს იმისკენ რომ განვითარდე, თანამედროვე ცოდნით აღიჭურვო და თვითგანვითარების სხვადასხვა გზები მოძებნო, რომ ყოველ გაკვეთილზე იყო საინტერესო.

ყოველღიურად მზად უნდა იყო უპასუხო მოზარდების კითხვებს, ჩაწვდე მათ საფიქრალს და გაიგო რა მოსწონთ, რა არა...

მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ მათზე ორიენტირებული გაკვეთილი, როცა ის თავად ხდება ცენტრალური ფიგურა და მასწავლებელი მასთან ერთად ცდილობს გაკვეთილის თუ აქტივობის მიზნის შემუშავებას.

განსაკუთრებით მოსწონთ ჯგუფური სამუშაო და პროექტის განხორციელება, ისეთი საგაკვეთილო გარემო სადაც არც დაღლილობა იგრძნობა და სადაც თითქმის ყველა ჩართულია.

არ აქვს მნიშვნელობა მოსწავლეს უყვარს თუ არა საგანი, უყვარს თუ არა ზოგადად სწავლა, როცა გარემო მასზეა მორგებული და როცა მასწავლებლის მხრიდან იგრძნობა დაინტერესება იყოს ყველაფერი იდეალურად იზრდება ჩართულობა. ყოველთვის მოიძებნება რამდენიმე დაინტერესებული მოსწავლე, რომელთა გავლენაც სხვებსაც გადაედება.

ბევრი მიზეზით, მაგრამ ერთი იმ გამორჩეული მიზეზით, რომ მასწავლებელი გარკვეულ კვალს ტოვებს... ეს პროფესია არის ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი.

შეიძლება უცნაური შედარებაა, მაგრამ როგორც ყველა გზა მიდის რომში, ვფიქრობ, ყველა პროფესია თუ საქმიანობა მოდის კავშირში მასწავლებლობასთან... ნებისმიერ სფეროში იზრდები, ვითარდები და საბოლოოდ გამოცდილების თუ ცოდნის გაზიარება და სწავლება გიწევს ახალი თაობისთვის...

მინდა ბევრი, მოსწავლის კარგ განწყობასა და განათლებაზე ორიენტირებული მასწავლებელი...

მინდა ბევრი, ჩამოყალიბებული და განვითარებული ახალგაზრდა ... ორივე ფაქტორი საქართველოსთვის უკეთესი პროფესიონალების დაბადების საწინდარია, რისი დეფიციტიც დღესდღეობით ნამდვილად არსებობს.

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0