x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ილია ჭავჭავაძის ერთი დეპეშის გამო
image


1907 წლის 12 აგვისტო. ილია ჭავჭავაძე ბათუმში დეპეშას აგზავნის.


Батум. Георгию Журули
Передайте Вольскому мою глубокую скорбь по случаю постигшего его несчастья и искреннюю радость по случаю счастливого избавления.
Илья Чавчавадзе. 12.08.1907

ბათუმი. გიორგი ჟურულს.
გადაეცით ვოლსკის ჩემი ღრმა მწუხარება უბედურების გამო, რომელიც მას ეწია, და გულწრფელი სიხარული მისი ბედნიერად გადარჩენის გამო.


(დეპეშა დაცულია საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში (L - 3660))


1907 წლის 1 აგვისტოს ვოლსკი მძიმედ დაჭრეს ბათუმში, საბედნიეროდ გადარჩა. ილიას დეპეშაც ამას ეხება. რამდენიმე დღეში თვითონ ილიას დაესხნენ თავს. თბილისში მისი მოკვლის ამბავი რომ მოვიდა, ხალხი არ იჯერებდა, იმედს არ კარგავდა, იქნებ დაჭრილი იყვესო. იგონებდნენ ვოლსკის ამბავს რომლის შესახებ გავრცელდა ხმა მოკლესო, მაგრამ მძიმედ დაჭრილი აღმოჩნდა.



image


ამჟამად მივიწყებული, ილიას თანამებრძოლი გრიგოლ ვოლსკი ბათუმში მოღვაწეობდა. მისი ღვაწლი ჯერ კიდევ დაუფასებელია. უდიდესი როლი შეასრულა ახალშემოერთებული აჭარისა და ბათუმის ცხოვრებაში.


პროფესიით ექიმი, ბათუმის თვითმართველობის გამგეობის წევრი. იყო პოეტი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. იბეჭდებოდა უმწიფარიძის ფსევდონიმით.


გარდაიცვალა თბილისში 1909 წელს. დაასაფლავეს ბათუმში, მშენებარე ქართული ეკლესიის შესავალ კართან.


ამჟამად საფლავი დაკარგულია. დანგრეულია სახლიც, სადაც ცხოვრობდა, სადაც სტუმრობდნენ და რჩებოდნენ ილია, აკაკი და სხვა თბილისიდან ჩასული მოღვაწეები.

0
66
4-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0