x
მეტი
  • 21.11.2017
  • სტატია:71166
  • ვიდეო:324234
  • სურათი:426254
ვერაფრით მიხვდებით, ვინ არის ამ ფოტოზე! - დააკვირდით მის თვალებს...

ალბათ ძალიან ცოტა თუ მიხვდება, ვინ არის გამოსახული ამ ფოტოზე. მაგრამ დააკვირდით, იქნებ მისი ნაკვთები ვინმეს გაგონებთ?


image

სინამდვილეში ეს არის მარია ალექსანდრეს ასული პუშკინა. დიახ, სწორედ დიდი ალექსანდრე პუშკინის ქალიშვილი.

1919 წელს მარია პუშკინა შიმშილით გარდაიცვალა.


გარდაიცვალა მოსკოვში, პატარა ოთახში, სრულ მარტოობაში, 86 წლის ასაკში.



image
მარია პუშკინას პორტრეტები: პირველი - 1849 წ. (17 წლის ასაკში), მეორე - 1860 წ. (28 წლის ასაკში).


იმ "საშინელ" (მ. ცვეტაევა) 1919 წელს ხელისუფლებამ როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება მარიასთვის პენსიის დანიშვნის შესახებ, მაგრამ ამის თაობაზე იმდენ ხანს ითათბირეს, რომ საბოლოოდ მარიამ ვეღარ გაუძლო...

პირველი პენსია საკუთარ დაკრძალვაზე მიიღო...


imageგენერალ-მაიორი ჰარტუნგი



მარია 28 წლის გათხოვდა და ცოლად გენერალ ჰარტუნგს გაჰყვა. ცოლ-ქმარი ბედნიერიად ცხოვრობდა 15 წელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლიათ.



imageჰარტუნგების სახლი მაშინ და დღეს.


1877 წელს მისი მეუღლე ფულის მითვისებაში დაადანაშაულეს. ბრალდება გენერალმა ვერ აიტანა და თავი მოიკლა. ასე დაქვრივდა მაირია პუშკინა-ჰარტუნგი 45 წლის ასაკში. დარჩა სრულიად მარტო, არსებობისთვის სრულიად უსახსროდ.


imageმარია და მისი ძმა, გრიგორი პუშკინი


ჯერ ძმასთან, გრიგორისთან ცხოვრობდა, რომელიც ასევე ადრე დაქვრივდა, და მის შვილებს უვლიდა. შემდეგ ალექსანდრე II-მ მარიას პენსია დაუნიშნა - 200 მანეთი თვეში. საბჭოთა ხელისუფლების მოსვლით კი ქალი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა - პენსია მოუხსნეს, არც სახლ-კარი ჰქონდა, ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა, უკვე დიდი ხანია გაყიდული იყო...


image

ბოლო დროს მარია ალექსანდრეს ასული ჰარტუნგი თავისი ყოფილი მოსამსახურის დის სახლში აფარებდა თავს. დღისით ტვერსკის ბულვარზე გადიოდა, ჯდებოდა მამის ძეგლის ქვეშ და დაბინდებამდე იქ რჩებოდა, ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე, ნებისმიერ ამინდში - წვიმასა თუ თოვლში...


image

1919 წლის 7 მარტს მარია ალექსანდრეს ასულის გული გაჩერდა... ასე დაასრულა სიცოცხლე მისი საიმპერატორო უდიდებულესობის კარის ყოფილმა ფრეილინამ და უდიდესი მამის შვილმა. დაკრძალეს იგი დონსკის მონასტერში, გულმოწყალე ადამიანებმა...


პ.ს. სწორედ მარია ალექსანდრეს ასული პუშკინას გარეგობა გამოუყენებია ლევ ტოლსტოს ანა კარენინას სახის შესაქმნელად...


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ვერაფრით მიხვდებით ვინ არის სტალინის გვერდით ფოტოზე- სენსაციური ფაქტი, რომელმაც ისტორია image


2. საბჭოთა ეპოქის ყველაზე დაუჯერებელი ისტორია - მაიაკოვსკის სკანდალური სიყვარულიimage


3. "არც ერთ კაცს არაფერი მართებს ქალის, ქალი მხოლოდ ხელქვეითია" - რატომ დაირქვა მუსულმანმა მწერალმა ქალის სახელი

image



4. ქართველი ტყვე ქალისა და ირანელი თავადის სიყვარული - როგორ შეიქმნა თბილისელების საყვარელი ადგილიimage



5. ვის სახეს "მალავდა" და რატომ უნდოდათ ყველაზე ცნობილი საბჭოთა ქანდაკების დაბლოკვა - უცნობი ისტორიაimage



6. ჩარლი ჩაპლინის სიტყვები, რომელმაც მთელი მსოფლიო დააფიქრა (+ვიდეო)image


7. 5 მწერალი, რომელთა ნაწარმოებებზე მსოფლიოში ყველაზე მეტი ფილმია შექმნილიimage


2
1350
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
1350
  
16 ოქტომბერი, 15:09
ვინ იყო ვერ მივხვდი, მაგრამ ქალი რომ იყო, ამას მივხვდი თვალებით.
0 1 2