x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე ლამაზი ქართველი ქალები
image


სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, ობიექტის ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. ანტიკურ პერიოდში ცნება სილამაზე წარმოადგენდა ფილოსოფიის აღქმის უმნიშვნელოვანეს ყოფიერებას. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სილამაზე აღიქმებოდა არსებითად ობიექტურად და ონტოლოგიური სახით, რომელიც დაკავშირებულია უნივერსუმის სრულყოფილებასთან. სოკრატეს დროს სილამაზე განიხილება არა მხოლოდ ონტოლოგიური გაგებით, არამედ როგორც გონის კატეგორია, აღქმა. სოკრატესთვის სილამაზე იყო სამყაროს მნიშვნელოვანი კატეგორია. პლატონის მიხედვით ადამიანი დაბადებამდე იმყოფება სილამაზის სფეროში და სუფთა აზრებში. აგრეთვე ფიქრობდა, რომ სილამაზის იდეა (ფორმა) სხვა დანარჩენ იდეებზე მაღლა დგას. არისტოტელემ დაინახა კავშირი სილამაზესა და სათნოებას შორის და ამტკიცებდა, რომ სათნოება მიმართულია სილამაზისკენ, ხოლო ჩემი აზრით სილამაზე სწორედ ეს არის:


წარმოგიდგენთ ჩემს რჩეულ, ყველაზე ლამაზ ქართველ ქალბატონებს, სადაც ხაზი ესმევა სრულ გამჭვირვალობასა და ნატურალიზმს. (სია არც ქრონოლოგიურად, არც სიმპატიის რიგითობის მიხედვით არაა ნომინირებული. უბრალოდ დატკბით ამ უკვდავი სილამაზით)


1. ლია ელიავა. ლია 1934 წლის 28 მაისს თბილისში დაიბადა. ყრმა ბავშვობაში მამით დაობლდა, 17 წლამდე კი ბებია–ბაბუა ზრდიდა. 1950 წელს დაამთავრდა თბილისის ერთ–ერთი საშუალო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში და დაამთავრა 1955 წელს. მოსკოვში სწავლისას დაქორწინდა ქართველ ჟურნალისტზე, თუმცა პირველმა ქორწინებამ მხოლოდ ერთ წელს გასტანა. 1956 წლიდან დაიწყო კინოში გადაღება, 1960 წელს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. ორმოცამდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, ბევრ ფილმში მას პარტნიორობას უწევს მეუღლე — პოპულარული ქართველი მსახიობი ოთარ კობერიძე. ლია ელიავა 1998 წლის 8 ოქტომბერს მიკროინფარქტით გარდაიცვალა, დაკრძალულია თბილისის დიდუბის პანთეონში.


imageimageimage




2. ლეილა ყიფიანი. ლეილა ყიფიანი 1947 წლის 16 ივლისს, ლანჩხუთში დაიბადა. 1971 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, კინოში გადაღება კი 1965 წლიდან დაიწყო. მას ეკუთვნის როლები ფილმებში:

  • ფანჯარა (ქალიშვილი) - (1965)
  • მე ვხედავ მზეს (ხატია) - (1965)
  • ლონდრე (ცირა) - (1966)
  • მოლოდინი (ხათუნა) - (1969)
  • სინათლე ჩვენს ფანჯრებში (მარინე) - (1969)
  • ღიმილის ბიჭები (ნათელა) - (1969)
  • წყალდიდობა (ტასო) - (1970)
  • მყუდრო სავანე (ირინე თუხარელი) - (1971)
  • წუთისოფელი - (1971)
  • ლევან ხიდაშლი (ნათია) - (1973)
  • აკაციის ყვავილობა (ლალი) - (1974)
  • რად სტვენს ბულბული - (1980)
  • ოქროს ობობა (ანა) - (1992)
  • მორევი- (1996)

სწორედ, „ღიმილის ბიჭების“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო ლეილა ყიფიანმა ცხოვრების მეგზური. ნუგზარ ბაგრატიონი ცნობილი პოეტის პეტრე გრუზინსკის ვაჟი გახლდათ. პროფესიით მსახიობისთვის „ჭკუისკოლოფა“ ყველაზე პოპულარულ როლად იქცა. წყვილი 1971 წელს დაქორწინდა, ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერეს.

ნუგზარ ბაგრატიონსა და ლეილა ყიფიანს ორი შვილი ჰყავთ - ბატონიშვილები ანა და მაია და ოთხი შვილიშვილი. მათ შორის ერთ-ერთი, ბატონიშვილი გიორგი საქართველოს მომავალ მეფედ მოიაზრება.

imageimageimage



3. მედეა ჯაფარიძე. მედეა თბილისში 1923 წლის 20 თებერვალს დაიბადა.

1939 წელს დაამთავრა თბილისის მე–8 საშუალო სკოლა. ორი წელი მუშაობდა ნაძალადევის კულტურის სახლთან არსებულ ხალხური შემოქმედების თეატრში. 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში ისმენდა გიორგი ტოვსტონოგოვის ლექციების კურსს მსახიობის ოსტატობაში. მოგვიანებით მივლინებული იყო მოსკოვში, ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის სტუდიაში. აქ იგი რეჟისორმა ი. ზავადსკიმ მიიწვია „მოსსოვეტის“ თეატრში, სადაც რუსულ ენაზე შეასრულა კლეოპატრას როლი ბერნარდ შოუს პიესაში „კეისარი და კლეოპატრა“. სულ მალევე დაბრუნდა სამშობლოში და მთელი ცხოვრება ქართულ კინო-თეატრს შესწირა.

კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მან შექმნა არაერთი უბრწყინვალესი სახე, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული თეატრის უმდიდრეს ისტორიაში.

1950 წელს როლისთვის კინოფილმში "ჯურღაის ფარი" დაჯილდოვდა სტალინის პრემიით. ამავე წელს მიენიჭა საქართველოს სსრ–ის სახალხო არტისტის წოდება.

კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის რევაზ თაბუკაშვილის მეუღლე იყო. გარდაიცვალა 1994 წლის 31 მარტს და დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

imageimageimage




4. დოდო ჭიჭინაძე. დოდო ჭიჭინაძე დაიბადა 1924 წლის 28 დეკემბერს ქ. ქუთაისში. 1944-45 წლებში დაამთავრა საქართველოს კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობის სტუდია. კინოსადმი სიყვარულმა აიძულა იგი სამედიცინო ინსტიტუტის მიტოვება. 1950 წ-დან კი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია.

ოჯახი გვიან ასაკში შექმა, ვინაიდან სიყმაწვილეში წვეულ სიყვარულზე უარის თქმა და ნიშნობის ჩაშლა მოუწია. ჟურნალისტების დასმულ კითხვას, თუ რამ აიძულა ნიშნობის ჩაშლა, მან თავი აარიდა და მხოლოდ ამ მოკლე პასუხით შემოიფარგლა: "არ მინდა ამ თემაზე საუბარი, მან გული მატკინა საშინლად და დღემდე არ ვნანობ ჩემს საქციელს". მისი მეუღლე კი ვინმე თურქი ქართველი, მართლმადიდებლურად მონათლული მუზ-იღლი იყო, რომელთანაც დოდოს შვილი არ გაუჩნდა, თუმცა შვილის ყოლის სურვილი მუდამ ჰქონდა.
დოდოს კინოდებიუტი 21წლის ასაკში 1946 წელს შედგა ნიკოლოზ სანაშვილის "დავით გურამიაშვილში". მას მოჰყვა ფილმები: "ჭრიჭინა", "ცისკარა", "ბაში-აჩუკი", "ნინო", "შეწყვეტილი სიმღერა". სიცოცხლის უკანასკნელ წლებშიც არ წყვეტდა სამსახიობო კარიერას. მუშაობდა ახალგაზრდა თაობის მსახიობებთანაც.


1960 წელს მიენიჭა დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს კი საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2009 წლის 10 ოქტომბერს კი კინოთეატრ რუსთაველის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა. "ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მაყურებელს ჯერ კიდევ ვახსოვარ და ასე მაფასებს. ისინი ჩემთვის ასე სასიხარულო დღის გასაზიარებლად აქ მოვიდნენ, ყველა მეფერება, მიღიმის"... ასეთი ბედნიერი იყო დოდო ვარსკვლავის გახსნის დღეს.


მისი ცხოვრების გზა იყო ზოგჯერ ფერადი, ზოგჯერ ტკივილებით სავსე, მაგრამ ურყევი რწმენითა და სიკეთით სავსე. მიწისძვრით დანგრეულ სახლში ცხოვრობდა, მაგრამ დახმარებისთვის არავისთვის მიუმართავს. ჭერი თავზე რომ არ ჩამონგრეოდა, სახლს ბოძები შეუყენა. რამდენიმე წელი ლტოლვილებიც კი ჰყავდა შეფარებული იმ ნახევრად ჩამონგრეულ სახლში.

პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია 2-ემ მას საქართველოს "მშფოთვარე ჭირისუფალი" უწოდა.


იშვიათად, რომ უფალმა ყველა სიკეთე დაგაბერტყოს ადამიანს, დოდო ამის ნათელი მაგალითია. "მას წლებმა ვერაფერი დააკლო, პირიქით, თუ უწინ თავისი შავი თვალების მზერით წვავდა ადამიანს, ახლა ეს გამოხედვა ძვლებამდე ატანს"... ასე აფასებენ დოდო ჭიჭინაძეს კოლეგები.

იგი გარდაიცვალა 2009 წლის 4 ნოემბერს, 85 წლის ასაკში.

imageimage



5. ლიკა ქავჟარაძე.

ლიკა ქავჟარაძე წლინახევრის იყო როდესაც მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ამიტომ მამა ბუნდოვნად ახსოვდა. როგორც თავად იხსენებდა, დედის გარდაცვალების შემდეგ ხატვა აქტიურად დაიწყო და ცდილობდა ამაზე გადაეტანა ყურადღება. დედასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა - ძირითადად იმ მიზეზით, რომ უკანასკნელი, როგორც თავად ლიკა აღწერდა, მუდამ აკონტროლებდა.

ხუთი წლიდან მუსიკას ეუფლებოდა და თბილისი სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა ფორტეპიანოს განხრით.


12 წლიდან დაიწყო კინოკარიერა – 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია "ქართულს ფილმში". ამავე ასაკში მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. შემდეგ იყო „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“ და სხვა ფილმები.

კინოში განსახიერებულ ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება მას თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხეში" შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა. თავად ამბობდა: „მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, „ნატვრის ხე" მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება“.


მიუხედავად აქტიური გადაღებებისა, მსახიობმა ბედი პოდიუმზეც სცადა. როგორც მოდების სალონ „ირიდას“ დამფუძნებელი იხსენებდა, „ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათ“.

უკანასკნელ წლებში გამოჩნდა შოთა კალანდაძის ეროტიკულ ფილმში „მედუზა გორგონა“. თავად მას აღწერდა, „როგორც ესთეტიკურად გადაღებულ სასიყვარულო სცენებს“.


დედა, შვილის ადრეულ ასაკში დაქორწინების წინააღმდეგი იყო, როდესაც ლიკას, ჩოგბურთზე მიმავალს სანდრო თაქთაქიშვილი - მომავალი მეუღლე შეხვდა. მათ მაინც იქორწინეს და ეყოლათ შვილი, ლევანი. 1993-1994 წლებში ოჯახი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც სანდრო მუშაობდა, მაგრამ მსახიობმა იქ ხანგრძლივი პერიოდით დარჩენა ვერ შეძლო და უკან დაბრუნდა. მეორედ ლიკამ იქორწინა ლევან შანიძესთან, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა დაშორების შემდეგ შეინარჩუნა.


2014 წელს გადაცემა „სხვა რაკურსში“ საკუთარ ფსიქიკურ პრობლემებზე ისაუბრა. მსახიობმა ფსიქიკური პრობლემების მიზეზად ბევრი გადაღებები და გადაღლილობა დაასახელა. ფსიქიკური პრობლემები მას 24 წლის ასაკში დაეწყო და შესაბამისი მკურნალობა დასჭირდა. გარდა ამისა, პრობლემების მიზეზად მსახიობი ასახელებდა ექიმების მიერ ნავარაუდევ მშობიარობის სტრესს: „ზოგი ამბობს, რომ ეს არის არაბედნიერი ცხოვრების გამო, ზოგიც კი, რომ გაციებული ვიყავი და მენი­ნგიტის შედეგად გავხდი ცუდად“.


სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მარტო ცხოვრობდა. გარდაიცვალა 2017 წლის 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში და თბილისში, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

imageimageimageimageimage



6. კირა ანდრონიკაშვილი– უმცროსი. სწორედ ასე მოიხსენებენ დღეს, კინოსა და ზოგადად საქართველოს ერთ–ერთ ყველაზე ლამაზ ქალს, რომლის სამსახიობო კარიერას საფუძველი 12 წლის ასაკში ჩაეყარა. მისი სილამაზე, როგორც თავად არაერთ სტუდიაში სტუმრობისას განუცხადებია, გენეტიკურია, თუმცა ამას ხელი ხასიათითაც ეწყობა. ორი ცნობილი მამიდის წყალობით, მსახიობი ნატო ვაჩნაძისა და კირა ანდრონიკაშვილის, რომლის სახელსაც ატარებს და კინომსახიობი და დუბლიაჟის რეჟისორი იყო, არ გაჭირვებია კარიერის აწყობა. „მე ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ. იმიტომ არა, რომ პრობლემა არასოდეს მქონია (ვაღიარებ, რომ შეიძლება, ბევრი შეცდომა დავუშვი). უფლება არ მაქვს, სასოწარკვეთილი ვიყო, რადგან ეს დიდი ცოდვაა. რაც მაწუხებს, ყოველთვის ჩემში რჩება. ჩემს პრობლემას ყოველთვის თვითონ ვუმკლავდები და არავის ვახვევ თავს. ვისაც რწმენა აქვს, მას ცუდი განწყობა არ ეუფლება. ჭეშმარიტი ქრისტიანი დაღონებული არ უნდა იყოს, რადგან მასში არის რწმენა სიყვარულისა და იმედისა“– ამბობს კირა ერთ–ერთი ინტერვიუს დროს.


მსახიობი დღეს ცოცხალი და ისევე ულამაზესია.

imageimageimage




7. ია ფარულავა. ყველა დროში ინარჩუნებს სექსუალურის სტატუსს და მის სილამაზეზე საზღვრებს გარეთაც ლეგენდები დადის. ია დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს ქალაქ თბილისში, მხატვრის ოჯახში. კარგად მოგეხსენებათ, რომ არის მსახიობი, რომელმაც აღნიშნული კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო და მისი პირველი როლი შედგა 1981 წელს თენგიზ მაღალაშვილის ფილმში "ძნელი დასაწყისი", სადაც ის ობოლ გოგონას- თიკოს განასახიერებს. ფილმი უდედმამო ბავშვთა სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებისა და მათი აღმზრდელების რთულ ურთიერთობას ეხება. მას შემდეგაც იამ მრავალ ფილმში ითამაშა, რომელთაც საყოველთაო აღიარება მოუტანეს, თუმცა მსახიობი არ დასჯერდა მხოლოდ საქართველოს და ბედი ა.შ.შ-შიც მოსინჯა.


მსახიობი პატარა ასაკში გათხოვდა ქართველ მამაკაცზე, რომელიც როგორც ამბობდნენ ხშირად ფიზიკურადაც კი უსწორდებოდა იას, ამიტომ ეს უიღბლო ქორწინება განქორწინებით დასრულდა და მას შემდეგ გადავიდა ია ა.შ.შ-ში საცხოვრებლად. მართალია კარიერის თვალსაზრისით ფესვები ჰოლივუდში ვერ გაიდგა, თუმცა ჰქონდა იქაც რამოდენიმე კინოროლი, გადაიღეს სარეკლამო რგოლსა და მუსიკალურ კლიპში. გაიცნო ისეთი ნიჭიერი და ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან "რობერტ დე ნირო" და "ჯონი დეპი". იქ ია მილიონერ უცხოელზეც გათხოვდა, თუმცა საქართველოში დაბრუნების სურვილით მასაც დაშორდა.

image


ამის შემდეგ იამ ცხოვრება ფადი ასლის დაუკავშირა. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ფადი და ია სკანდალურად დაშორდნენ და მის შემდეგ იას ცხოვრებაში პარლამენტარი ოთარ სირაძე გამოჩნდა. ია და ოთოც მალე დაშორდნენ.


როგორც ცხადია ია მუშაობდა ქართულ ტელევიზიებში და კარგად გახსოვთ ალბათ მისი გადაცემა პირველ არხზე- "ჩემი მშვენიერი ლედი". ამ ბოლო უკანასკნელ წლებში კი ის ყველაზე რეიტინგული ტელეშოუს "ნიჭიერის" თამამი ჟიური იყო. ერთ–ერთი პროექტის დროს, იას, შოუს მსვლელობისას პირდაპირ სცენაზე სთხოვა ხელი გიტარისტმა ტარიელ სუარმა, რომელსაც იგი დათანხმდა.


დრომ მას ვერაფერი დააკლო და დღესაც იდეალურად გამოიყურება.

imageimageimageimageimage



სტატიის ავტორი: მეამეა



იხილეთ აგრეთვე:


ერთი კაცით ვერ დაკმაყოფილებული ქართველი ცნობილი ქალი " სექს-ბომბები"image



რა სკანდალებში გაეხვნენ ქართველი პოლიტიკოსების ცოლები?

image



"ქართველ მზეთუნახავთა ტრიო". (მშფოთვარე ჭირისუფალი დოდო ჭიჭინაძე...) ნაწილი 1image


3
6080
26-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
6080
  
2017, 16 ოქტომბერი, 17:06
ფარაონის მუმიასავით გადატკეცილი კანით, დაჭყეტილი თვალებით და დაბერილი ტუჩებით. :(((
2017, 16 ოქტომბერი, 16:47
კი გუჯა, მასეა, ჩემს სიაში ყველა ნატურალურია და მერე იტყვიან, რომ ქართველებს სად გვყავს ლამაზი ქალებიო. აბა დღეს ყველა რომ ერთმანეთს გავს ბიძაშვილებივით იმ ტუჩისა და თვალის დაჭიმვის პლასტიკით.
2017, 16 ოქტომბერი, 16:23
არ დადიოდნენ პლასტიკურ ქირურგებთან (ან სად იყო), მაგრამ იმდენად ლამაზები იყვნენ არც საჭიროებდნენ ვისაც კი აქ ვხედავ...
0 1 3