x
image
ალექსანდრე ლექსო
ელექტრო მოტოციკლი Porsche 618
მოტოციკლის კონცეფცია, სახელწოდებით "618", წარმოადგენს საავტომობოლო ბრენდ Porsche – ს მომავალს. იგი შეიქმნა ესპანელი დიზაინერის მიგელ ანხელ ბაჰრის მიერ. ბაჰრი ასევე არის სამი საინტერესო კონცეფციის ავტორი, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს სხვადასხვა ბრენდების უნიკალურ და ავთენტურ ინტერპრეტაციას.


image


მიგელ ანხელ ბაჰრიმ Porsche –ს მოტოციკლი "ორი ბორბლიანი პროექტის" ფარგლებში განახორციელა, რომლის მიზანია რალობასთან რაც შეიძლება ახლოს მყოფი ელექტრომოტოციკლის შექმნა.

Porsche 911 Turbo, 918, 919 საკულტო მანქანებით შთაგონებულმა ამ მოდელების დნმ თავის კონცეფციაში გადანერგა. თავის ქმნილებას "618" უწოდა, რადგან ეს არის ორბორბლიანი ელექტრო სატრანსპორტო საშუალება გერმანული ავტომწარმოებლის საწყისი დონის, რომელიც "718" ხაზს ქვემოთაა.



image


მოსახვევებში სტაბილურობის მისაღწევად ელემენტები მოტოციკლის ცენტრშია განლაგებული. ელემენტების დამუხტვის საჭიროებისას მათთან და საბარგო განყოფილებასთან ხელმისაწვდომობა ელეგანტური კარის საშუალებით ხორციელდება Le Mans –ის სტილში.


image


8 დიუმიანი სენსორული პანელი განლაგებულია მძღოლის თვალსაწიერიდან 30 გრადუსიანი დახრილობით. იგი ამცირებს გარე მოცულობას, მოტოციკლს სუფთა ფორმებს უნარჩუნებს. პანელი თავსებადია Android და iOS მოწყობილობებთან, რაც საშუალებას გვაძლევს ეკრანზე გამოჩნდეს საჭირო ინფორმაცია, როგორიცაა ბატარეის დარჩენილი ძალა, უახლოესი დასამუხტი წერტი, გამოიყენოთ GPS და ინტერნეტიც, ხოლო სმარტფონი იტენება მოტოციკლიდან უსადენო ქსელის მეშვეობით.

image

image

image

image


0
192
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0