x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
აზარტული თამაშები
image

მოგესალმებით. თემა ავარჩიე აქტიურობიდან გამომდინარე, საინტერესოა თუ რაოდენ დიდ პრობლემასთანაა დაკავშირებული ადამიანებისთვის აზარტი და აზარტული თამაშები. დღეს საქართველოში ე.წ. კაზინოს ლიცენზიის აღება ძალიან გამარტივებულია და მომრავლებულია ონლაინ თუ ლაივ ტოტალიზატორები, რეგულაციები და კონტროლი არ ხდება, გამომდინარე იქედან რომ ბიუჯეტში კარგად შედის თანხა ასეთი დაწესებულებებიდან. ვაღიაროთ, რომ ოქროს კვერცხის მადებარი ქათამი ხელშეუხებელია არამარტო საქართველოში არამედ ნებისმიერ ქვეყანაში. თუმცა ეს ცუდად აისახება იმ ადამიანებზე რომლებიც თამაშობენ და მზად არიან "პალასის" გამო ყველაფერი გაყიდონ. რამდენიმე მოთამაშეს პირადად გავესაუბრე და ყველასგან ერთი და იგივე მოვისმინე:

"მე თამაშმა დამღუპა მაგრამ რა ვქნა, ეს უკვე ჩემი ცხოვრებაა". ცუდია როცა 20დან 30წლამდე ადამიანისგან ისმენ ასეთ სიტყვებს, მაშინ როცა ეს ადამიანები უნდა ზრუნავდნენ მომავლის შექმნაზე, ზიან, თამაშობენ ან ელოდება თუ ვინმე მოიგებს ცოტა მასაც უწილადოს. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ძალიან მომრავლდა. ეს არ არის გადაუჭრელი პრობლემა, მაგრამ სახელმწიფო არ აპირებს რამის შეცვლას რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნე ოქროს მადებარ ქათამს ხელს არავინ აუქნევს.

აქვე წავაწყდი საინტერესო საქმიანობის სფეროს, ესაა ე.წ. "სეტერობა". ეს არის კარგად გათვლილი და დაგეგმილი საქმიანობა, იმ ადამიანის მიმართ ვინც სასწაულის მეშვეობით რამეს მოიგებს. როგორც გავარკვიე, არიან ადამიანთა ჯგუფი რომლებიც გამუდმებით ზიან კაზინოებში ან ტოტალიზატორებში და აკვირდებიან მოთამაშეებს, თუ ვინმემ მოიგო, მიდიან შემდეგი ტექსტით: "ბავშვის წამლის ფული წავაგე და ცოტათი ვერ დამეხმარები?" ან "შორს ვცხოვრობ, წასასვლელი ფული წავაგე და შეგიძლია დამეხმარეო?", ტექსტები ამ შინაარსით ისეთია, რომ თუ ადამიანური თანაგრძნობა გაქვს ცოტას გაიღებ და ე.წ. "სეტერი" უკვე მოთმინებით დაელოდება სხვა "მოგებულს".


სამწუხარო რეალობა არის ის, რომ დღეს არასრულწლოვნების უმეტესობა თამაშობს და ისინი იყენებენ ყველანაირ საშუალებას, რომ დარეგისტრირდნენ, ეს მასიური პრობლემაა ჩვენდა სამწუხაროდ. აუცილებელია რეგულაციები და აუცილებელია მოხდეს ამ ყველაფრის კონტროლი. ერთადერთი მოგებული კაზინოა. ნუ გავამდიდრებთ მათ, ჯიბიდან ამოღებული ბოლო თეთრებით. ნებისმიერი თანხა გამოიყენეთ უფრო რაციონალურად, ეს მარტივია.

მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, იმედია მოგეწონათ ჩემი პირველი სტატია.

0
21
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკა ტაბეშაძე
ნიკა ტაბეშაძე
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0