x
image
ვიზა კოხაძე
ვარსკვლავების გარეგნობა მაკიაჟის გარეშე ( + ფოტოები )

imageგაირკვა, რომ ისინი ნამდვილი გენიოსები არიან სუფთა სილამაზით. ეს ვარსკვლავები, რომელთა შესახებ სტატიაში მოგითხრობთ, უფრო მიმზიდველები და უფრო მშვენიერები არიან დეკორატიული მაკიაჟის გარეშე.თითოეულ მათგანს თამამად შეუძლია ბუნებრივი სილამაზის დემონსტრირება.imageimageმათ რიგებშია ულამაზესი მირანდა ქერი, რომელსაც მუდამ ახლავს გულშემატკივართა დიდი არმია. მოდელი დიდ უპირატესობას ანიჭებს ბუნებრიობასდა ხშირად აძლევს კანს დასვენების უფლებას.image31 წლის რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი, რომელიც ცოტა ხნის წინ დედაც კი გახდა და რომელსაც თაყვანისმცემელთა მთელი არმია ახვევია თავს, ბოლო დროს ხშირად ჩნდება ხოლმე პაპარაცების ობიექტივსი და ასევე ხშირად უმაკიაჟოდაც. როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი აღიარებს, ირინა შეიკი უმაკიაჟოდ უფრო მიმზიდველია, თუმცა ამ მოსაზრებას ყველა არ ეთანხმება.ზოგიერთები მას აკრიტიკებენ, რომ მოდელი ძალიან დახვეწილი გარეგნობის არ არის, მაგრამ შეიკის მომხიბვლელობას და მშვენიერებას ბევრი მამაკაცი ვერ უძლებს.imageimageრუსული ესტრადის კაშკაშა ქართველ ვარსკვლავზე ქეთა თოფურიაზე რომელზეც არა ერთი სტატია იწერება რუსულ საიტებზე, მის უზადო სილამაზეს და მომხიბვლელობას ერთხმად აღიარებენ.imageროგორც წითელ ხალიჩაზე, ასევე სხვადასხვა მიღებებზე მსახიობი პაულინა ანდრეევა საკმაოდ თავშეკავებულ მაკიაჟს იჩენს. ყოველდღიურ ცხოვრებაში მსახიობი თითქმის არ არის შეღებილი და მაინც დიდებულად გამოიყურება - წერს "rambler news".imageმსახიობს და მომღერალს ჯენიფერ ლოპესს, რომელსაც ცოტა ხნის წინ 48 წელი შეუსრულდა, თავისი მაგალითით გვიჩვენებს, რომ ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია გამოიყურებოდე, როგორც ახალგაზრდა ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე და ეს იმ შემთხვევაში, თუ სწორად იკვებებით და კანს არ ღლით ზედმეტებით.imageimageყველგან - წითელ ხალიჩაზეც და ნებისმიერ მიღებებზე მსახიობი ჯესიკა ალბა როგორც ფერწერული ტილოს ნამდვილი ნიმუშია თავისი მშვენიერებით, მისი ვნებიანი ტუჩები და მიმზიდველი, ექსპრესიული თვალები საღებავის და პომადის გარეშეც მაგარია.imageარანაკლებ მიმზიდველია 37 წლის მომღერლის ანი ლოპაკის ცეცხლოვანი ტუჩები და მაკიაჟის გარეშე მომზირალი თვალები.მისმა ფოტომ რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დიდი მოწონება დაიმსახურა.



0
274
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0