x
image
George Chubini
მუატები სურამში და ღირსეულად განვლილი ცხოვრება

image

1869 წელს რუსეთის იმპერიაში 23 წლის შოტლანდიელი ინჟინერი ჰენრიხ მუატი ჩამოვიდა. 1869 წლის თებერვალში ჰენრიხ მუატი ბრიტანული კონცესიის სხვა წევრებთან ერთად ფოთში გაემგზავრა, სადაც ტფილისი-ფოთის სარკინიგზო მაგისტრალზე საძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობა 1865 წლიდან დაიწყო და მასში თავისი დიდი წვლილი ჰენრიხ მუატმა შეიტანა.

ჰენრიხ მუატი ჯერ ხაშურში, შემდეგ სურამში, ზინდისში ქართველი ეთნოგრაფის ნიკოლოზ აბაზაძის მამის სახლში გადავიდა საცხოვრებლად. მან აქვე გაიცნო სურამში მცხოვრები ფრანგი ინჟინერის - მიხეილ ზაგიუს ცოლის და - ეკატერინე ყარანგოზიშვილი. მასზე იქორწინა და სურამის ცენტრში საკუთარი პროექტით აშენებულ სახლში დამკვიდრდა. შემდგომში სწორედ მათი ერთ-ერთი ქალიშვილი ცოლად გაჰყვა ეთნოგრაფ ნიკოლოზ აბაზაძეს.

ჰენრიხ მუატის სახლში, სურამში არაერთი კულტურული ღონისძიება ეწყობოდა. ოჯახი 1910 წლიდან თბილისში გადადის საცხოვრევლად. მათ თბილისის ქაშუეთის ეკლესიის მშენებლობისთვის გარკვეული თანხა გაუღიათ და ჰენრიხ მუატს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც დაუმსახურებია.

ჰენრიხ მუატი და მისი მეუღე 1921 წელს გარდაცვლილან. კაცი 75 წლის, ხოლო ქალი 76 წლის ასაკში. ორივე მათგანი თბილისის ქაშუეთის ეკლესიის ეზოში განისვენებს.

imageimage

0
182
3-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0