x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ხელოვნებაა თავათ უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი, ათასწლეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტიცხოელი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი"

"სვეტიცხოველის გალავანთან თავდება ჩვენი ეპოქის ჩქამი და სინათლე, მის წიაღში იწყება საუკუნე რიცხვით მეათე თავისი მრუმე ღამეებითა და იდუმალებით". image"როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს, სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კიდევაც. მართლაცდა სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არა წამიერის მარადჟამულად ქცევა? სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს, თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან?"
image"ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად, თუ ყველაფერი არ შეალიე ამ სასტიკ ბომონს, არაფერი გამოგივა ხელიდან". image"ბოლოს მოაწია რიჟრაჟმა, ატყდა ნათლის ლიცლიცი გარეთ, ყაყაჩოები დაათოვა მწვერვალებს ცამ, იფრქვეოდა იისფერი შუქი, როგორც ჩქერალები ფხოვის მთებიდან.

შორენა ჩამოვიდა კედლიდან, ხატაური ფარჩის კაბა ეცვა შავი, ოქროსფერი თმები გადმოღვრილიყვნენ მხრებზე, მოდიოდა ყაყაჩოების ველზე, თავთუხის თაველებს ესროდა უტას, ყაყაჩოებსა და თავთუხის თაველებს.

დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული. ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოვლისთვის შეეწირა იგი". image"ამ ტაძრისთვის თვალის შევლება ყოველ დროში სანუკველია; დილით ხვლიკისფერია იგი, მოუღალავი მზით გაშუქებული; შეღამებისას ოქროცვარულია; ხოლო მწუხრის შემოდგომისას, თუ ვარსკვლავიანმა ცამაც დაადგა თვალი, ცას მიეჭრება მისი მრუმე ჰარმონიით აღვსილი ხაზების ზესწრაფვა.

ჩემთვის საკმარისია ოდნავ, ოდნავ მაინც მოვკრა თვალი ცაში ატყორცნილ სიმფონიას ლოდებისას, დეე, თუნდაც ჭენებით გამატაროს ქედფიცხელმა დარდიმანდმა მის გვერდით".image"ხელოვნებაა თვით უკვდავება.. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი, ათასწლეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი". image
სვეტიცხოვლობას გილოცავთ, მეგობრებო, ძელი ცხოვლის მადლი გეწეოდეთ!

0
662
2-ს მოსწონს
ავტორი:როშენი
როშენი
662
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0