x
image
natia.a
სტალინის პირადი მანქანის საიდუმლო - რა საოცრება იმალებოდა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ავტომობილის მიღმა
image



მისი ეშინოდათ და ყოველთვის უთმობდნენ გზას. საუბარია არა სტალინზე, არამედ მის მანქანაზე - ЗИС-115, სსრკ-ში გამოშვებულ პირველ დაჯავშნულ სედანზე. მისი ბედი ისეთივე საინტერესოა, როგორვ თავად მაქანის აგებულება.


არავინ იცის როგორ და როდის, მაგრამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ეს უნიკალური ავტომობილი ბაუმანის სახელობის უნივერსიტეტის უკანა ეზოში აღმოჩნდა, ცოტა ხანში კი საერთოდ გაქრა. თუმცა 2002 წელს ისევ გამოჩნდა, ამჯერად მოსკოვის გარეუბანში, ერთ-ერთ აგარაკზე.


საქმე შემდეგნაირად იყო: ერთხელ, კოლექციონერ ვლადიმირ ზადოროჟნს მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა სთხოვა ენახა და შეეფასებინა ერთი საინტერესო ექსპონატი. მისი თქმით, აგარაკზე შემონახული ჰქონდა ავტომობილი, რომელიც სამუზეუმო მნიშვნელობის იყო. ადგილზე მისულ ავტოსიძველეების თაყვანისმცემელს თითქმის მიწაში ჩაფლული და სანახევროდ დამპალი შავი ფერის სედანი დახვდა. ზადოროჟნიმ აღნიშნული ავტომობილის შესახებ ინფორმაცია ლიხაჩევის სახელობის ქარხნის არქივებში მოიძია და დაუყოვნებლივ გადაწყვიტა რარიტეტის შეძენა.



ავტომობილი, რომელიც გარეგნულად ზუსტად ჩვეულებრივ ЗИС-110-ს (სამოქალაქო მანქანა, რომლის შემუშავება დაიწყეს დიდი სამამულო იმის დროს) ჰგავდა, სინამდვილეში "ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი" აღმოჩნდა. 1949 წელს პარტიული ელიტისთვის შექმნილი ЗИС-115, ყველა მახასიათებლით განსხვავდებოდა ЗИС-110-სგან. სხვაობა დაახლოებით იგივე იყო, რაც მოტოციკლსა და ტანკს შორის.

image



ძარა შედგებოდა არა ცალკეული დაჯავშნული პანელებისგან, როგორც ევროპულ და ამერიკულ ანალოგებთან გვხვდებოდა, არამედ წარმოადგენდა შედუღებულ და შეკრულ კონსტრუქციას. ანუ, ფაქტიურად ეს იყო ერთგვარი ჯავშანკაფსულა. ამასთან, თითოეულ შედუღებულ დეტალს საკუთარი სერიული ნომერი და დამამზადებლის სახელი ეწერა. აქედან გამომდინარე, თუ რამე მოხდებოდა, მთელი პასუხისმგებლობა კონკრეტულ ადამიანს ეკისრებოდა. გარდა ამისა, კორპუსზე შესაძლებელი იყო გარჩევა იმ ტყვიების კვალის, რომლებიც მანქანის სხვადასხვა ნაწილის გამძლეობაზე გამოცდის დროს იქნა გამოყენებული.



image

მინები რთულ საინჟინრო კუნსტრუქციას წარმოადგენდა. მის შემადგენლობაში შედიოდა 35 მმ-იანი მინა, საჰაერო ფენა, ბლანტი ორგანული მინა (რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, ჩამტყდარი შიდა მინის ნამსხვრევების კინეტიკური ენერგია უნდა ჩაეხშო) და განსაკუთრებული შენადნობი, რომესაც სტალინიტი უწოდეს. იმისთვის, რომ ფანჯრები არ დანამულიყო, საბჭოთა ინჟინრებმა მათში სპეციალური, ტენის შემწოვი ფხვნილის შეცველი მილაკები ჩაამონაჟეს. შუშების ასაწევად კი ჰიდრავლიკური დომკრატები გამოიყენებოდა.

image

ცნობილია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში სტალინი საკმაოდ ასკეტური იყო. მაგრამ ЗИС-115-ის ინტერიერის დანახვაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. 6-7 ადამიანზე გათვლილი ფართო სალონი ბუნებრივი ტყავისგან, ხავერდისა და ბუნებრივი მატყლისგან იყო დამზადებული. წინა პანელზე კი კარელიური არყის ხისგან დამზადებული ელემენტები ჰქონდა ჩადგმული. ინსტრუმენტთა პანელის ფერი იცვლებოდა მანქანის სიჩქარის მიხედვით. 40 კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრაობისას პანელი მწვანედ იყო ანთებული, 40-დან 80 კმ/სთ-მდე სტაფილოსფერი ხდებოდა, ხოლო თუ სიჩქარე 80 კმ/სთ-ს გადააჭარბებდა, წითელ შეფერილობას იღებდა.

imageimage

შეგახსენებთ, რომ ეს იყო 1949 წელს შექმნილი ავტომობილი.

როგორც ჩანს, შემქმნელებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს. სხვაგვარად არც შეეძლოთ, რადგან ნებისმიერი შეცდომის შემთხვევაში მანქანის ჩაბარების პროცედურას ვერ გადაურჩებოდნენ. აღნიშნული პროცედურა კი შემდეგნაირად ჩატარდა: შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენლებმა მთავარი ინჟინერი და წამყვარი კონსტრუქტორი ჩასვენს მათ მიერვე აწყობილ მანქანაში, დაკეტეს ფანჯრები და კარები და მანქანა ავტომატებით დაცხრილეს. შიგ მსხდომები საერთოდ არ დაზარალებულან.

ის, რომ ეს ნამდვილად სტალინის პირადი ავტომობილი იყო, ამტკიცებს ძარაზე არსებული ნომერი - 18.



image



და მაინც, როგორ აღმოჩნდა ტექნიკის ეს საოცრება პროფესორ ბაუმანკის აგარაკზე? აღმოჩნდა, რომ სტალინის გადაცვალების შემდეგ ЗИС-115 გაგზავნეს ლიხაჩევის სახელობის მანქანათმშენებლობის ქარხანაში... გადასამუშავებლად. მაგრამ გაურვეველი მიზეზის გამო ავტომობილი გადაეცა ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს სხვადასხვა ცდებისთვის. იმის გამო, რომ მანქანას "გრიფით საიდუმლო" სტატუსი ჰქონდა, იგი გააფორმეს, როგორც მხოლოდ ძარისა და ნაწილების კომპლექტი. დროთა განმავლობაში ЗИС-115-ის გამოყენება დაიწყეს საინკასაციო ტრანსპორტად უნივერსიტეტის სალაროს გადასატანად. მაგრამ შემდეგ ამაზეც უარი თქვეს და ბელადის ავტო უბრალოდ "მოისროლეს" უკანა ეზოში, სადაც იდგან იქამდე, სანამ პროფესორმა არ გამოისყიდა.


image


ზადოროჟნიმ სტალინის მანქანაში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა და სარესტავრაციოდ გაგზავნა. მუსაობა რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. ოსტატები, რომლებმაც აღნიშნული უნიკალური მოდელი შექმნეს, უკვე ამქვეყნად აღარ იყვნენ, მაგრამ რესტავრატორებს ძალიან ეხმარებოდა საარქივო მასალები. სამუშაო მნიშვნელოვნად გაართულა იმან, რომ სპეციალისტებს არ შეეძლოთ ავტომობილის სრულად დაშლა, როგორც ეს ჩვეულებრივ, მსგავს შემთხვევებში ხდება ხოლმე. როგორც ზემოთ ვთქვით, მანქანა ერთგვარ დაჯავშნულ კაფსულას წარმოადგენდა და არა ცალკეულ დეტალებს, ამიტომ, მისი ბოლო ჭანჭიკებამდე დაშლა შეუძლებელი იყო.


არქივის დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, რესტავრატორებმა მაინც შეძლეს ნაბიჯ-ნაბიჯ აღედგინათ ЗИС-115-ის ექსტერიერი და პრაქტიკულად თავდაპირველი იერი დაებრუნებინათ სალონისთვის.

image

რესტავრაციაზე დაიხარჯა 5 წელი და დაახლოებით 200 ათასი დოლარი. ამის შემდეგ "ჯავშნოსანმა" 300 კმ-იც კი გაიარა.

image

დღეს უნიკალური ავტომობილი ვადიმ ზადოროჟნის ტექნიკის მუზეუმშია დაცული მოსკოვის არხანგელსკის ოლქში. იგი შეფასებულია მინიმუმ 3-4 მილიონ დოლარად, მაგრამ მფლობელი აცხადებს, რომ მის გაყიდვას არავითარ ფულზე არ აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

1. 11 საიდუმლო ხერხი, რომელსაც ავტოსკოლებში არ გასწავლიან - ეს ცოტამ თუ იცის!image

2. როგორ დავიცვათ სიცივეში მანქანის მინები დაორთქვლისგან - 7 უმარტივესი ხერხიimage

3. რატომ არის ზოგ ქვეყანაში მოძრაობა მარცხნივ, ზოგში კი - მარჯვნივ - დაფიქრებულხართ?

image

4. როგორ გავწმინდოთ მანქანის გაყინული მინა - უმარტივესი მეთოდი მძღოლებისთვისimage

5. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სტალინი ყველაფერს პატიობდა - ვინ იყო "წითელი არმიის ჯალათი"image

6. როგორ გამოიყურებოდა სტალინის ბუნკერი - სსრკ-ს ყველაზე გასაიდუმლოებული ადგილიimage

7. 10 სამხედრო ოპერაცია, რომელსაც მსოფლიოს შეცვლა შეეძლო

image

3
24436
17-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
24436
  
2017, 27 ნოემბერი, 0:44
მადლობა ამ ინფორმაციისტვის კარგი სტატიაა
2017, 21 ოქტომბერი, 19:13
მინებზე გადაკრული სპეციალური საფარის გახუნების გამო მისი აღდგენა ძველ დონემდე ვერ მოხერხდა, რადგან მინები აწყობილი იყო მრავალფენიანი კომპლექტაციით.
2017, 18 ოქტომბერი, 0:21
ძალიან საინტერესო ისტორიაა სტალინის ავტომობილზე. ბრავო მის შემქნელებს
0 1 3