x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სოფლის მეურნეობის განვითარება

image

გამარჯობათ, ძვირფასო მკითხველებო. ჩემი დღევანდელი თემაა სოფლის მეურნეობა საქართველოში და სიტუაციის გამოსწორება. იმ სიტუაციისა, როცა არც ერთი პოლიტიკოსი არ საუბრობს სოფლის მეურნეობასა და მის განვითარებაზე. ქალაქების განტვირთვა უნდათ ავტომობილებისგან და რას არ მიედ-მოედებიან. ხან ახალი ესტაკადებიო, ხან ცალმხრივი გზებიო, მაგრამ საბოლოოდ, ყველამ კარგად ვიცით, რომ შემოიღებენ ან უაზრო ტექ-დათვალიერებას (ანუ გადამეტებულად), ან უბრალოდ პატარა შეცდომაზეც მართვის მოწმობების წართმევას. იმას არავინ ამბობს, რომ, თუ განვითარდა სოფლის მეურნეობა და ამ სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურა, დასაქმდება ძალიან ბევრი ადამიანი და ეს გაჭირვებული ხალხი, რომლებიც სიღატაკის პირას არიან მისულები, აღარ გამოიქცევიან თბილისში და ხელს არ გაიწვდიან, ან არ "იტაქსავებენ". ყველას თავისი საქმე ექნება. მოუვლიან მიწებს და საკუთარ ქვეყანას ჯანსაღი და სუფთა პროდუქტით მოამარაგებენ. მაგრამ მერე ხომ იმპორტი აღარ იქნება და ჯიბეებს ვინ გაისქელებს?

ვფიქრობ ასეთ სტატიებს ახალგაზრდებიც ბევრნი კითხულობენ და იმედია, ჩვენ მაინც შევცვლით რაღაცას. პირადად მეც ამ სფეროში ვარ და უამრავი აზალგაზრდა გვირეკავს. ცდილობენ, რომ პატარა წვლილი მაინც შეიტანონ ჩვენს ქვეყანაში.

P.S. იმედი მაქვს გაგებით მოეკიდებით ჩემს (ცხოვრებაში პირველად) დაწერილ სტატიას. მივიღებ ყველა შენიშვნასა და მოსაზრებას და შემდეგზე აუცილებლად გავითვალისწინებ.

დიდი მადლობა ყურადღებისათვის

0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:პოლინა ოდიშარია
პოლინა ოდიშარია
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0