x
მეტი
  • 19.10.2017
  • სტატია:70130
  • ვიდეო:322939
  • სურათი:424230
"უშენოდ ჩაიც ფილტვებს მიციებს" - ოთო გურგენიშვილი ( გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერილი ინტერვიუ)

წავიდა და წავიდა, ახალგაზრდა რომ გარდაიცვლები, სიცოცხლესა და შთამომავლობაზე როცა ოცნობებ, ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს?

image



ვენეციაში რომ ვსეირნობდით,
ჯანკო ბარონის ფუნჯით მოგხატე.
სიცილიელი მხატვრის პალიტრით,
ტუჩებს, კოცონის ალი მოვხადე.


ვიწრო ქუჩების ჯებირთა ხაზი,
გამოეკიდა ნავებს სვიარებს,
თოლიამ ფრთები გაშალა ნაზი
მენიჩბე ცაში, ნიჩბით სრიალებს.


დალალ–მერების მწველი იარა,
ტრფობით მფეთქავი სულის კვალია,
რომში ნაპოვნი გრძნობა კი არა,
შენი სიცოცხლე, ჩემი ხალია.


იტალიური სუნის დასაბამს,
ვენეციური ამბორი ჰქვია,
ჩვენი ცხოვრების განვლილ ნასახლარს,
თვალს ვერ უსწორებს პრინციპოს ტყვია.


თხუთმეტი ცენტი ფრანცო ფერდინანდ,
აღსდექით მკვდრეთით, გვაკურთხეთ წყვილად,
ცხრამეტი ცენტი დიდო მეუფევ,
მე მომიტევეთ, ვიყვარებ ფრთხილად.


რომის ხედებით ვტკბებოდით ღამით,
ბაგეზე ლაჟვარდს გწვავდა პომადა,
ტანგოც ვიცეკვეთ ფიქრებსი წამით,
სმენას ჩამორჩა ტრფობის სონატა.

იტალიური მაქმანი გეცვა,
მკერდით მითბობდი ლოყას, მიწიერს.
შენი ტუჩები ამბორად მეცვა,
უშენოდ, ჩაიც ფილტვებს მიციებს.

ოთო გურგენიშვილი


მისი სიკვდილი მართლაც ტრაგედია იყო. რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის ოთო გურგენიშვილი 2014 წეელს გარდაიცვალა.

გვახსოვდეს, გვიყვარდეს ეს ქართველი ვაჟკაცი!!!



სიცოცხლე რომ დასცლოდა, ჩვენთან ყოფნა რომ დასცლოდა, ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებდა, არა მარტო ბევრისთვის საყვარელი პოეტი, არამედ ყველასათვის კეთილმოსურნე და მუდამ საიმედო ადამიანი იყოს.


ეს ინტერვიუ ცოტა ხნით ადრე ჩავწერე, როცა ოთო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო...


- ოთო, მოგვიყევი შენი ცხოვრების შესახებ.


- ვსწავლობ საქართველოს უნივერსიტეტში, ვარ იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი. ვმუშაობ სადაზღვეო კომპანია „ალდაგი ბი სი აიში“ მარკეტოლოგის თანამდებობაზე, ასევე გახლავართ ორგანიზაცია – "ადამიანობა ადამიანებისთვის" პიარის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ვწერ ლექსებს, მიყვარს, რა თქმა უნდა, პოეზია, ლიტერატურა. ვუსმენ უფრო ხშირად კლასიკას ან ქართულ საგალობლებს. თუმცაღა, ჩემთვის ყველანაირი მუსიკალური გემოვნების შედევრი მისაღებია, მთავარია მომეწონოს. გამოვყოფ Stromae 'ს
ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად დასვენება, მიუხედავად ჩემი გადატვრირთული გრაფიკის, მაინც ვახერხებ მათთვის დროის გამოყოფას და მათ ნახვას, თუ ვერ ვნახულობ Facebook–ისა და მობილურის საშუალებით ყოველთვის ვეხმიანები. ძალიან მშვიდად ვგრძნობ თავს, როცა ვკითხულობ ან ღამით მარტო ვსეირნობ.
არ მიყვარს ხმაურიანი გარემო, დაძაბულობა, ქაოსი ... დილით, იდეალური სიწყნარე თუ არ არის სახლში, მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვდგები.

image


– ლექსებს რა ასაკიდან წერ? რას ნიშნავს – იყო პოეტი?


– ლექსებს 8 წლიდან ვწერ, თუმცაღა პოეზიაში, აქტიურად 2-3 წელია ჩავერთე. მე ჩემ თავს ისეთი პოეტების ქვეყანაში, როგორებიც: ვაჟა, აკაკი, გრანელი, ლადო, ალექსანდრე აბაშელი, გრიგოლ აბაშიძე, ტიციანი, გალაკტიონი და სხვანი იყვნენ, გამიჭირდება პოეტი ვუწოდო, მაგრამ ჩემი აზრით - იყო პოეტი, ეს დიდ ბედნიერებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა! პასუხისმგებლობა შენი მსმენელის წინაშე და რაც მთავარია, იყო პოეტი, არ ნიშნავს წერო მხოლოდ კარგი ლექსები, კარგი პოეტი, საზოგადოებაში აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს მისი პოეტური ცხოვრებით.


image

– როგორია ასეთი ცხოვრება?


– ყველა პოეტის ლექსში ახალს პოულობ ადამიანი, შესაბამისად ყველა პოეტის ცხოვრება სხვადასხვაგვარია.
პოეტური ცხოვრება, პირველ რიგში, უბრალოებას გულისხმობს, სიყვარულის გაცემას, ადამიანებთან აქტიურად საუბარს, საზოგადოების სატკივარის გაზიარებას და არა მხოლოდ კარგი ლექსის დაწერას, რომლის გამოქვეყნების შემდეგ პოეტი მარტო საკუთარ თავზე, ნაყროვანებაზე, გაძღომასა და დროსტარებაზე იფიქრებს. პოეზია, იგივეა, რაც სიკეთე, ეს პასუხისმგებლობაა – ქვეყნის, ერისა და უფლის წინაშე, შესაბამისად - იყო პოეტი, მხოლოდ სურვილი და ნიჭი არ არის - იყო პოეტი, ეს მადლი და დიდი ბედნიერებაა.


– მოდი, ახლა გვითხარი, რას ფიქრობ ქართველ ახალგაზრდებზე, შენი აზრით, რომელია მათი ყველაზე დიდი ნაკლი და ღირსება?


– ქართველ ახალგაზრდებზე ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება. არ მიყვარს, როდესაც გააჩანაგებენ ხოლმე მათ, თუმცაღა, სამწუხაროდ, ნაკლი უფრო მეტია, ვიდრე სიკეთე.
მე და ჩემმა მეგობარმა პოეტებმა ჩამოვაყალიბეთ შემოქმედებითი გაერთიანება, "მეცამეტე თვის პოეტები", ჩვენს მეცამეტე თვეს კი "ბოგა" ვუწოდეთ. ბოგა სულხან-საბას ლექსიკონში იწოდება, როგორც ხიდი.
ჩემი აზრით, ლიტერატურას, პოეზიას, განათლებას, ადამიანური ფასეულობებსა და დღევანდელ ქართველ ახალგაზრდებს შორის (წესით გამართული ხიდი) ჩატეხილია.
აი, გადით გარეთ და დაინახავთ ყველანაირი "ტიპაჟის" ახალგაზრდას. ახალგაზრას, რომელიც i Phone–იანი, კარგად ჩაცმული, ლამაზი, საყვარელი, მომღიმარია - მაგრამ, უწიგნური, Facebook–ს მიჯაჭვული, მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობისკენ მიმართული და სულიერი ფასეულობებისა და ღირებულებების არ მცოდნე, არ მქონე.
ბევრს არ აინტერესებს, არც არავინ სთხოვს, საქართველოს ისტორია ზეპირად უნდა იცოდეო, მაგრამ ... არ შეიძლება ასეთი უვიცობა.
მე პირადად, (ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია) არ მიყვარს, ქუჩაში სიცილის დროს - გახევამდე მოღრიალე გოგონები, შეხედავ და სტანდარტული მოძრაობები, სახის მიმიკა – ეს მათი თვალსაზრისით მოდაა, აი ეს "მოდაა" ყველაზე დიდი უბედურება. ასევე უჟმური სახეებით მოსიარულე, საღეჭი რეზინის მღეჭავი გოგონები და ვაჟები. საშინელებაა, საშინელება. ყველაზე დიდი პრობლემა კი განათლებაა.
მაპატიეთ, მაგრამ დღევანდელი ახალგაზრდების ყველაზე მცირე, 70% ში, მე მიზანს ვერ ვხედავ. რომ გააჩერო და ჰკითხოთ: თქვენ, რა გინდათ ცხოვრებაში? - ვერ გიპასუხებთ ან თუ გიპასუხებთ, (სტანდარტულად) თვითონაც არ იცის ეს რა პასუხია, მაგრამ დღეს მოდაშია ასეთი პასუხები... მოდაშია ის, რომ ლექციების დროს მაკ–დონალდსში უნდა იარონ სტუდენტებმა, საგნის ჩარჩენაზე თავადვე უნდა "იკაიფონ", სასაცილოა და ირონიაა, დღეს კიდევ რომ არსებობს ‘ჩაცუცქული’ თაობა, გინდ სკოლაში, გინდ უნივერსიტეტებში.
რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველა ახალგაზრდას, მადლობა ღმერთს, ჩემს გარშემო არიან მეგობრები, ახლობლები და ნაცნობები, რომელთანაც ურთიერთობა მეამაყება.
"ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველო დღევანდელ ახალგაზრდებზე დგას და უკეთესი მომავალი, მხოლოდ უკეთესი სტუდენტებით იქნება"


– როგორ ფიქრობ, რა არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე მწვავე და მოუგვარებელი პრობლემა?


– ყველაზე მწვავება პრობლემა - თავად ქართული საზოგადოებაა.
მაგ: დღეს საქართველოში ლექსებს უფრო მეტი წერს, ვიდრე კითხულობს.
ზუსტად ასეა თანამედროვე, ქართულ რეალობაში: ქართველები ხომ ყველაფერში "პროფესორები" ვართ, აბა გაბედე და "ბირჟაზე" ვინმეს შეეწინააღმდეგე პოლიტიკურ, კულტურულ ღირებულებებზე. იცი რას გეტყვის? - შენხელა ცხოვრება მაქვს გამოვლილიო. დავანებოთ თავი "ბირჟას"
ვსაუბრობთ ინტელექტის დონეზე, ქართულ სულისკვეთებაზე, ქართველები ნამდვილად პატრიოტი ერი ვართ, ოღონდ სმა-ჭამის გარეშე, გვიჭირს. სუფრაზე ყველა ქართველის ტკივილი საქართველოა, მაგრამ რუსი რომ მავთულხლართებს უფრო და უფრო აქეთ წევს, მაშინ სახლში ვიმალებით და Facebook–ის საშუალებით გამოვხატავთ პროტესტს. საქართველოში ძალიან გვიჭირს იმის შეგნება, რომ ბავშვს, შვილს მხოლოდ გაზრდა არ ჰყოფნის, შვილი უნდა აღიზარდოს, არავის ახსოვს წინაპრები, არავის ახსოვს ის სისხლი, ის ოფლი, ის ბრძოლები იმითვის, რომ საქართველო დღეს მთლიანი ყოფილიყო. როგორც ი. ჩარკვიანი იტყოდა, ჩვენ ვართ ერი - რომელსაც სჭირდება რომ იყოს ფაშის კარზე, მონად. ქართველების უმეტესი ნაწილი იმიტომ დადის თუნდაც ეკლესიაში, რომ უფალს გადააბაროს მისი წილი პასუხისმგებლობა, რომ აიცილოს ყოველგვარი სირთულე.
არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის სათაკილო, არავითარი სამსახური.
საქართველოში კი, მიუხედავად ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობისა, ყველას კაბინეტში ჯდომა უნდა, ხშირ შემთხვევაში საწყის ეტაპზევე, ამიტომაც არის ამხელა უმუშევრობა. ურჩევნიათ იშიმშილონ, ვიდრე გაისარჯონ, სამწუხაროა.
და კიდევ "შავი და დიდი ჯიპების ქვეყანა" რომ ვართ, "მაგრად ტეხავს, მაგრად“


– კარგი, ოთო, რითი ამაყობ?


– მშობლებით, სამშობლოთი და მართლმადიდებლობით.

image


– რა არის შენი ცხოვრების მთავარი მიზანი?



– ვიყო შემდგარი, სრულფასოვანი, წარმატებული, სიყვარულის უნარით დაჯილდოვებული ადამიანი. დავტოვო შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და უდიდესი რაოდენობის თანამოაზრე გარდაცვალების შემდეგ.


– როგორ წარმოგიდგენია საქართველოს ბედნიერი მომავალი?


– სიყვარულის გამცემი ქართველებით, ხალხის მოშიში მთავრობით, მართლმადიდებლობის მადიდებელი მორწმუნეებით, მოსიყვარულე, მიზანდასახული ახალგაზრდა თაობით, ქართული კულტურული ძეგლების დაცვით დაკავებული "კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროთი"
მაგრამ ამ ყველაფრის რეალურად წარმოდგენა ძალიან ძნელია - თუმცაღა, საქართველოს ბედნიერი მომავალი ნამდვილად ასეთი უნდა იყოს.


– მოდი, ახლა, მიმართე ქართველ ახალგაზრდებს, რას ეტყვი მათ?


– ისწავლეთ, იკითხეთ, შეგეძლოთ რჩევა–დარიგებების მოსმენა, შემდეგ კი გაანალიზეთ და ისე ჩაიბეჭდეთ გონებაში. იყავით ყველანაირი განსაცდელისთვის მზად, რაც შეიძლება ადრე დაიწყეთ მზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. გახსოვდეთ, მანამ სანამ გრძნობა გულადე მივა, გონება უნდა გაიაროს - ამიტომ, ყოველი ახალი ურთიერთობა გაანალიზეთ, შეიცანით სავარაუდოდ "მეორე ნახევარი" და გონება დაატანეთ ყოველ მის ქმედებას
და ბოლოს, იყავით ყურადღებიანი ადამიანები, ეს ყველაზე მეტად დასაფასებელია.



image


ოთოს გაცილება :



0
516
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0