x
მეტი
  • 15.12.2017
  • სტატია:71970
  • ვიდეო:325150
  • სურათი:427305
უცნაური ისტორიის გაკვეთილი, რომელმაც ხალხი საგონებელში ჩააგდო

image



ეს ამბავი 1967 წელს, კალიფორნიაში მოხდა.


რონ ჯონსი საშუალო სკოლაში ისტორიას ასწავლიდა. მეორე მსოფლიო ომის შესწავლის დროს ერთმა მოსწავლემ იკითხა, როგორ შეეძლოთ რიგით გერმანელებს თავი ისე მოეჩვენებინათ, თითქოს არაფერი იცოდნენ მათ ქვეყანაში არსებულ საკონცენტრაციო ბანაკებზე და ხალხის მასიურ ხოცვაზე. ამ შეკითხვის საპასუხოდ, ჯონსმა გადაწყვიტა ერთკვირიანი ექსპერიმენტის ჩატარება.



imageრონ ჯონსი, 2008 წ.



ორშაბათს მან მოსწავლეებს წაუკითხა ლექცია დისციპლინის ძალის შესახებ. იმის შესახებ, თუ რას გრძნობს სპორტსმენი, რომელიც გულმოდგინედ და რეგულარუად ვარჯიშობს წარმატების მისაღწევად; რამდენს შრომობს ბალერინა ან მხატვარი თითოეული მოძრაობის დასახვეწად.


ჯონსმა უბრძანა მოსწავლეებს დამსხდარიყვნენ "სმენა"-ს მდგომარეობაში, რადგან ეს ხელს უწყობს შესწავლას. შემდეგ მოსთხოვა ამდგარიყვნენ და ისევ დამსხდარიყვნენ. შემდეგ საკლასო ოთახს უხმაუროდ დატოვება მერე კი უკან დაბრუნება უბრძანა. მოსწავლეებს "თამაში" მოეწონათ და ყველაზე პასიურებიც კი სიამოვნებით ასრულებდნენ ბრძანებებს.



სამშაბათს მასწავლებელი შევიდა კლასში და აღმოაჩინა, რომ ყველა მოსწავლე ჩუმად იჯდა "სმენა"-ს მდგომარეობაში. ზოგიერთი იღიმებოდა, მაგრამ უმრავლესობა იყურებოდა წინ სრული სერიოზულობით, დაძაბულ სახეზე არავითარი შეკითხვის, ღიმილისა თუ აზრის კვალი არ ეტყობოდათ.



ამჯერად ჯონსმა კლასს აუხსნა საყოველთაობის ძალა. მან უბრძანა მოსაწავლეებს ერთად წარმოეთქვათ: "ძალა დისციპლინაშია, ძალა - საყოველთაობაშია". მოსწავლეები აშკარა აღტაცებით მოქმედებდნენ ხედავდნენ რა თავიანთი ჯგუფის ძალას. გაკვეთილის ბოლოს ჯონსმა მოსწავლეებს ასწავლა ჟესტი, რომლითაც ერთმანეთს უნდა მისალმებოდნენ ხოლმე - მხართან მიტანილი მოხრილი მარჯვენა ხელი - და ამცნო მათ, რომ ეს იქნება "მესამე ტალღის" მისალმება. მომდევნო დღეებში მოსწავლეები ერთმანეთს ყოველთვის ამ ჟესტით ესალმებოდნენ.


image"მესამე ტალღის" მისალმება. კადრი ფილმიდან "ტალღა", 1981 წ.


ოთხშაბათს ჯონსმა ყველა მოსწავლეს წევრის ბილეთები დაურიგა. არც ერთმა მოსწავლემ არ თქვა უარი ბილეთის მიღებაზე, პირიქით, 30 მოსწავლე სხვა ჯგუფიდანაც მოვიდა ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად და ამისთვის სხვა გაკვეთილები გააცდინა. სამ ბილეთზე მასწავლებელმა წითელი ჯვარი გამოსახა: მათ მფლობელებს ეძლეოდათ სპეციალური დავალება, მოეხსენებინათ ყველა იმ შემთხვევის შესახებ, როცა ვინმე კლასში წესებს დაარღვევდა. თუმცა სინამდვილეში ნებაყოფლობითი ენატანიობით 20-მდე მოსწავლე დაკავდა. ერთმა მოსწავლემ კი, რომელიც კარგი აღნაგობით და ფიზიკური ძალით გამოირჩეოდა, თუმცა სწავლისადმი ნაკლებად იყო მიდრეკილი, მასწავლებელს გამოუცხადა, რომ მისი პირადი მცველი იქნებოდა და სულ თან დაჰყვებოდა.


სამმა ყველაზე წარმატებულმა მოსწავლე გოგონამ, რომელთა უნარებიც ახალ პირობებში მაინცდამაინც მოთხოვნადი არ აღმოჩნდა, ექსპერიმენტის შესახებ მშობლებს უამბო. ამის შემდეგ ჯონსს დაურეკა ადგილობრივმა რაბინმა, თუმცა მისთვის საკმარისი აღმოჩნდა იმის ახსნა, რომ კლასი პრაქტიკაზე სწავლობდა ტიპიურ გერმანულ ხასიათს. რაბინი შეპირდა მასწავლებელს, რომ ყველაფერს აუხსნიდა მშობლებს და ექსპერიმენტში ხელს აღარ შეუშლიდნენ.



თავად ჯონსი კი იმედგაცრუებული იყო იმით, რომ არავინ არ ეწინააღმდეგებოდა ამ ყველაფერს, სკოლის დირექტორიც კი მას "მესამე ტალღის" ჟესტით ესალმებოდა.



დღის ბოლოს ორგანიზაციაში უკვე 200-მდე მოსწავლე იყო გაწევრიანებული. "მესამე ტალღაში" მონაწილეობას ბევრი სრული სერიოზულობით აღიქვამდა და ემუქრებოდა კიდეც მათ, ვინც ექსპერიმენტს არასერიოზულად ეკიდებოდა.


image"მესამე ტალღის" კლასის ლოგოტიპი



ხუთშაბათს ჯონსმა კლასში "სიამაყეზე" ისაუბრა. "სიამაყე - ეს გაცილებით მეტია, ვიდრე დროშები და ფეიერვერკები. სიამაყე - ეს არის ის, რასაც ვერავინ წაგართმევთ. იყო ამაყი - ნიშნავს იცოდე, რომ საუკეთესო ხარ... ამ გრძნობის განადგურება შეუძლებელია..." მან აუხსნა მოსწავლეებს, რომ ისინი არიან საყოველთაო ეროვნული ახალგაზრდული პროგრამის ნაწილი, რომლის ამოცანაა პოლიტიკური გარდაქმნა ხალხის საკეთილდღეოდ. "ყველაფერი, რასაც ჩვენ აქამდე ვაკეთებდით, იყო მომზადება ნამდვილი საქმისთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლები კრებენ და ავარჯიშებენ ახალგაზრდათა გჯუფებს, რომლებიც დისციპლინის, საყოველთაობის, სიამაყისა და მოქმედების საშუალებით აჩვენებენ ერს, რომ საზოგადოება შესაძლოა გახდეს უკეთესი. თუ ჩვენ შევძლებთ სკოლაში წესების შეცვლას, მაშინ შევძლებთ მათ შეცვლას ფაბრიკებში, მაღაზიებში, უნივერსიტეტებში და ყველა სხვა ორგანიზაციაში. თქვენ ხართ ახალგაზრდების რჩეული ნაწილი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ საქმეს. თუ თქვენ გამოხვალთ და ყველას აჩვენებთ რაც ისწავლეთ ამ ბოლო ოთხი დღის მანძილზე, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ხალხის ბედის შეცვლას."
ჯონსმა დაცვის ოთხ წევრს უბრძანა სამი გოგონა, რომელთა ერთგულება საეჭვო იყო, ბიბლიოთეკაში გაეყვანათ. დარჩენილ მოსწავლეებს კი აუწყა, რომ პარასკევს, შუადღისას "ახალი ტალღის" შესახებ ტელევიზიით ისაუბრებდა ამ მოძრაობის ლიდერი, რომელიც თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენებდა.


image"მესამე ტალღის" საკლასო ოთახი



პარასკევს 200-ზე მეტი მოსწავლე შეიკრიბა აუდიტორიაში. არც ერთი თავისუფალი ადგილი აღარ იყო, ყველგან "მესამე ტალღის" დროშები ეკიდა. ზუსტად 12 საათზე ჯონსმა ყველა კარი დახურა და თითოეულთან მცველები დააყენა. ჯონსის მეგობრები (რომლებსაც წინასწარ შეუთანხმდა) თავს ჟურნალისტებად ასაღებდნენ და ფოტოაპარატებით შეიარაღებულნი ოთახში დადიოდნენ. "ეროვნული პრესკონფერენციის ჩართვამდე, რომელიც 5 წუთში დაიწყება, მსურს პრესას ვაჩვენოთ, როგორი მომზადებული ვართ". ამ სიტყვებით მსაწავლებელმა მისალმების ჟესტი გააკეთა. საპასუხოდ, ავტომატურად აიწია 200 ხელი. შემდეგ ჯონსმა სლოგანი წარმოთქვა: "ძალა - დისციპლინაშია", რაც ორასი ადამიანის ხმამ რამდენჯერმე ხმამაღლა გაიმეორა. პირველის ხუთ წუთზე ჯონსმა ტელევიზორი ჩართო, მაგრამ ეკრანზე არაფერი გამოჩნდა.


image


მაშინ მასწავლებელი მოსწავლეებს მიუბრუნდა:



- მისმინეთ ყურადღებით. არ არსებობს არავითარი ლიდერი! არავითარი ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა "მესამე ტალღა" არ არსებობს. თქვენით მანიპულირებას ახდენდნენ და გიბიძგებდნენ თქვენივე საკუთარი ამბიციები, და აღმოჩნდით იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა იმყოფებით. თქვენ არც უკეთესი ხართ და არც უარესი იმ გერმანელებზე, რომელთა შესახებაც ვსწავლობდით. თქვენ ფიქრობდით, რომ რჩეულები ხართ, იმათზე უკეთესი ხართ, ვინც ამ ოთახში არაა. თქვენ გაცვალეთ თქვენივე თავისუფლება იმ კომფორტზე, რასაც დისციპლინა და სხვებზე აღმატებულობის შეგრძნება გაძლევთ. თქვენ გადაწყვიტეთ უარი გეთქვათ საკუთარ რწმენაზე, მიგეღოთ ჯგუფის ნება და დიდი სიყალბე.


ამის შემდეგ ჯონსმა მოსწავლეებს აჩვენა ფილმი ნაცისტურ გერმანიაზე, მის დისციპლინაზე, აღლუმებსა და საზეიმო მსვლელობებზე.



ბოლოს კი მასწავლებელმა შეაჯამა ერთკვირიანი ექსპერიმენტი: "თუ ჩვენ შევძელით მთლიანად აღგვედგინა გერმანული მენტალიტეტი, მაშინ არც ერთი ჩვენგანი არასოდეს აღიარებს, რომ იმყოფებოდა "მესამე ტალღის" უკანასკნელ შეკრებაზე. ისევე, როგორც გერმანელებს, თქვენც გაგიჭირდებათ საკუთარ თავთან აღიაროთ, რომ ასე შორს შეტოპეთ."



მოსწავლეები აუდიტორიას თავდახრილი ტოვებდნენ, ბევრი მათგანი ცრემლს ვერ იკავებდა...



აღნიშნული ექსპერიმენტის მიხედვით 1981 წელს ალექსანდრე გრასჰოფმა გადაიღო მხატვრული ფილმი "ტალღა".

"The Wave" (1981), ტრეილერი:


2008 წელს კი გამოვიდა დენის გენზელის მხატვრული ფილმი სახელწოდებით "ტალღა" ("Die Welle"). თუმცა ამ უკანასკნელში რეალური ექსპერიმენტისგან განსხვავებით ადგილი აქვს სროლას, მოსწავლეების სიკვდილს და მასწავლებლის დაჭერას.

"Die Welle", ტრეილერი:


2011 წელს დღის შუქი იხილა დოკუმენტურმა ფილმმა სახელწოდებით "გაკვეთილის გეგმა" ("Lesson Plan"). გადაღებებში მონაწილეობდნენ "მესამე ტალღის" ყოფილი წევრები, სკოლის დირექტორი, რონ ჯონსი, ცნობილი ციხის ექსპერიმენტის ავტორი ფილიპ ზომბარდო (ექსპერიმენტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ) და სხვები.


"Lesson Plan", ტრეილერი:


ასევე დაგაინტერესებთ:


1. 7 ექსპერიმენტი, რომელიც დაგვანახვებს, რა ცოტა რამ ვიცით საკუთარ თავზეimage



2. როგორ დაამტკიცა ღმერთის არსებობა ჭკვიანმა სტუდენტმაimage



3. რამდენი ხანი უნდა დაუთმოს საშინაო დავალებას მოსწავლემ - მეცნიერული აღმოჩენა!

image


4. საშინაო დავალება ბავშვებისთვის საზიანოა! - გასაოცარი სიახლე, რომელიც მოსწავლეებს გაახარებს

image



5. მათემატიკის მასწავლებლის მიცემულმა დავალებამ ბავშვების ცხოვრება შეცვალა - ასეთი უნდა იყოს მასწავლებელი!image



6. როგორ აჯობა მოხერხებულმა სტუდენტმა შურისმაძიებელ პროფესორს - ამბავი, რომელიც გაგახალისებთimage



7. პირველკლასელის მოსწრებული პასუხები მასწავლებლის "ჩამჭრელ" შეკითხვებზე - სახალისო ამბავი

image


0
194
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0