x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
იგი მთელი წელი სახეს არ იბანდა– კანს სასწაული დაემართა!
ბლოგერ მოლი გრინბალტს დიდი ხანი ჰქონდა აკნე. მან ზოგიერთი კოსმეტოლოგის რეკომენდაციით გაიგო, რომ სახე არ უნდა დაებანა - და კანის მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა. მოლიმ ჩაატარა ექსპერიმენტი და შედეგი გააზიარა.

ფანტასტიურია!


image

მოლი გრინბლატი:



" ბოლო 5 წლის განმავლობაში მაქვს აკნე. და ეს მხოლოდ მუწუკი არაა, ეს არის რეალური პრობლემა, და მე, რა თქმა უნდა, დერმატოლოგის დაკვირვების ქვეშ ვიმყოფებოდი.


“როაკუტანის'' კურსი ჩავიტარე, რომელიც ძლიერი პრეპარატია. ის დამეხმარა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ვიღებდი. მიღების შეწყვეტის შემდეგ, პრობლემა ესევ იჩენდა თავს.


გადავქექე უამრავი საიტი და მიმოხილვები პაციენტებზე, რომლებსაც სხვადასხვა მკურნალობის მეთოდი ჰქონდათ. უამრავი პრობლემური კანის საშუალება მოვსინჯე.


და ერთ დღეს წავიკითხე, რომ კანის მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, თუ პირს არ დავიბანთ. ალბათ ეს იყო ყველაზე შოკისმომგვრელი ინფორმაცია და ახლა ვერც კი გიპასუხებთ კითხვაზე, რატომ გადავწყვიტე ეს რჩევა საკუთარ თავზე გამომეცადა. მაგრამ მოვსინჯე და შედეგს თავადაც ხედავთ.


imageimageimageimage

მინდა განვმარტო, რომ ჩემ სახეს, როდესაც შხაპს ვიღებდი, რა თქმა უნდა, წყალი ხვდებოდა. მაგრამ სახეს მიზანმიმართულად არ ვიბანდი. საპონს, გამწმენდ ქაფებს, გელებს და მუსებს არ ვიყენებდი.

როგორ ვუვლიდი სახეს ყოველდღიურად:



ვიღებდი შხაპს, ტანს ვიბანდი დასაბანი გელით, სახეს წყალს ვუშვერდი, უბრალოდ, არ ვახლებდი ხელს და არანაირ დასაბან საშუალებებს არ ვიყენებდი.

ვისვამდი დამატენიენებელ ლოსიონს “სრფ 30-ს''


საღამოს:


ვიწმენდდი სახეს მიცერალური წყლით.


ვისვამდი დამატენიანებელ კრემს.


თუ გამონაყარი მქონდა, ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტს ვიყენებდი.


ეს არის სულ. მთელი წელიწადი ამ სისტემით ვუვლიდი კანს, რის შედეგადაც აღარ ვიღებ არანაირ წამალს, არ ვიტარებ არანაირ კოსმეტიკურ პროცედურებს, არ ვცვლი რაციონს და არ ვარ დიეტაზე.


ვფიქრობ, ჩემი ფოტოები "ადრე" და "შემდეგ" გეტყვით უფრო მეტს, ვიდრე ამაზე საუბარი. ვიმედოვნებ ვინმეს გამოადგება ჩემი გამოცდილება.


წყარო:https://www.cosmo.ru/beauty/face/ona-ne-umyvalas-god-i-s-ee-kozhey-proizoshlo-chudo/




2
662
8-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
662
  
2017, 16 ოქტომბერი, 14:24
ერტი აღარ არ აქვს და რანაიარდ არ არის განკურნებული?!
2017, 14 ოქტომბერი, 14:52
ცოტა უცნაური კია,მაგრამ სრულად განკურნებული მაინც არ არის.
0 1 2