x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134334
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
ლამაზი ხართ , მაგრამ მამაკაცი თავს გარიდებთ? -მიზეზი ასეთია
image

თანამედროვე ცხოვრებამ ასე მოიტანა: ქალები უფრო მეტად აღწევენ წარმატებას ვიდრე მამაკაცები.

კარიერული წინსვლა და გარეგნობა არ ნიშნავს, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებს პირადულშიც უმართლებს. ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი ფინანსურად დამოუკიდებელი, ლამაზი და ამავე დროს მარტოხელა ქალია.
image

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ქალები უფრო მომთხოვნი გახდნენ? თუ მამაკაცები უფრთხიან ძლიერ ქალბატონებს? მოდით გავიგოთ რამდენიმე ფაქტის შესახებ:
image

1.ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მამაკაცის შიში, დაკავშირებული უარის თქმასთან. ზოგიერთი ქალი მათ მიუწვდომელი და ამაყი ჰგონიათ, ამიტომ ზოგი არც კი ცდილობს ასეთ ქალთან მიახლოებას. მამაკაცები ფიქრობენ, რომ ლამაზი ქალები "გულს გაუტეხენ".

image

2.ბევრი მამაკაცი ფიქრობს, რომ ძლიერი, წარმატებული ქალბატონების ფონზე "არ გამოჩნდებიან", ეს ერთგვარი შურია, მამაკაცებს არ სურთ მასზე მეტად წარმატებული ქალები. ეს ძირითადად წარუმატებელი მამაკაცების ფობიაა.

მეორე მხრივ, მამაკაცების სურთ, რომ ქალის მთელი ყურადღება ეკუთვნოდეთ.
image

3. ერთ-ერთი მცდარი აზრი ლამაზი ქალბატონების შესახებ ასეთია: ისინი ცუდი დიასახლისები არიან, არ შეუძლიათ საჭმლის მომზადება, დალაგება ან შვილის გაზრდა. მათ მხოლოდ მაკიაჟის კეთება ეხერხებათ... :
) (სასაცილოა არა?)
image

4.კიდევ ერთი აზრი ლამაზი ქალების შესახებ: ისინი მომთხოვნი არიან, ბევრს ხარჯავენ და მათი "ჭირვეულობის " დაკმაყოფილება რთულია.image


5. მორცხვი მამაკაცებიც გაურბის ლამაზ ქალებს, მათთან თავს არაკომფორტულად გრძნობენ.


image


6. ლამაზ ქალზე მამაკაცები ასეც ფიქრობენ: "ლამაზია და აუცილებლად დაკავებული იქნება", რადგან ლამაზმანი არ შეიძლება იყოს მარტო.
image

ზოგიერთ მამაკაცს კი ეშინია ცვლილებების, რომელიც ცხოვრების მეგზურის გამოჩენამ შეიძლება მოუტანოს. არ მოუწევს საჩუქრების ყიდვა, სიურპრიზების მოწყობა, "ანგარიშის ჩაბარება" საყვარელი ქალისთვის.


წყარო:https://www.kakprosto.ru

12
4367
7-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
4367
  
2017, 16 ოქტომბერი, 1:22
აი ეგ თაობა ვისაც აშინებს პროფესიაში წარმატებული ქალის აი მაგ თაობას ვუწოდებ მე საბჭოთა თაობას, საბჭოთა ტემა აქ უადგილოა მაგრამ ერთს ვიტყვი რომ ძალიან დიდი გარდაქმნა მოახდინა 70 წლიანმა ბორკილებმა ქართველი ადამიანის, ქართველი კაცის ცნობიერში და დღეს იმ სიმახინჯეებს რასაც ვხდევათ უფრო ამის ბრალი მგონია, ძველ გზას აგვყარეს და დღეს რაღაც პოსტაბჭოური ნაზავის ჰიბრიდია რა.
2017, 15 ოქტომბერი, 23:39
ქალები არიან ეგეთებიც, მის ღირსად არავის თვლიან და არიან მამაკაცები, რომლებიც ფიქრობენ , რომ არ არიან ასეთი ქალის ღირსი. ნუ მედავები მაგაში შენ არხარ ეგეთი, და საბედნიეროდ თაობა იცვლება, ბევრი მოდის გაწმენდილი გონებით, მგარმ მაინც არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც აბრკოლებთ წარმატებული ქალი, რომელზე დამოკიდებულები იქნებიან. ეს მათი მამაკაცური ღირსების შელახვის ტოლფასია.
2017, 15 ოქტომბერი, 23:35
აქ ემანსიპაცია ვფიქრობ უადგილოა, მეორეს მხრივ გეთანხმები, რომ მარტოობა სინამდვილეში არცერთი ქალის სურვილი არაა. ყველას სურს ყავდეს სიყვარულის ობიეტი, ან თვიტონ იყო ეს სიყვარულის ობიქტი. რაც შეეხება მონობას, გეთანხმები არავის დაუდია ბორკილები ქალზე, ეს უფრო ქალების არჩევანი იყო, თავად გადაწყვიტა ქალმა , რომ იყოს სუსტი, მზრუნველი, მგრძნობიარე. ეს მის გენეტიკურ კოდშია, მაგრამ ამ ყველაფერის შეცვლა ხო შეუძლია. ქალის ფსიქიკა ვფიქრობ ძალიან ძლიერია, ბევრი ტკივა , მაგრამ საბოლოოდ ყველარის დაძლევა შეუძლია.
2017, 15 ოქტომბერი, 22:42
ციტატა კომენტარიდან: "არ გსმენია, რომ წარმატებული ქალები მარტონი არიან?" არა, არ მსმენია რომ წარმატებული ქალები მარტონი არიან, მარტონი არიან უბედური ქალები, ხოლო ეგ არაფრისმომცემი ემანსიპაცია, ქალს არათუ აბედნიერებს და წარმატებულს ხდის არამედ აუბედურებს?
ძალიან არ მსიამოვნებს ეხლა ამ ახსნის დაწერა, მაგრამ...
ქალი არასდროს მიმაჩნდა მე მონად და მეორე ხელის ადამიანად, ბავშვი ვიყავი და ეს მაინც მესმოდა, რომელი ემანსიპაციაზეა საუბარი, ან რისგან და ვისგან განტავისუფლებაზე? აქამდე ბორკილდადებულნი იყვნენ?
არა, სატყუარაა ეს!
ქალის გაუბედურების მექანიზმი ჩართულია და შედეგები სახეზეა ნათია, წარმატებული ქალი როგორ შეიძლება მარტო იყოს ის ტვინით უბედური თუ არ არის?
ხოლო ეგ ეგრედწოდებული ემანსიპირებული ქალები კი ეულად არიან, მათ აქვთ სამსახური, ფულიც და არავინ სჭირდებათ, მათ წინაშე ყველა მდაბიოა, "მათთან ვერც კი მივლენ"...
ქართული საზოგადოება ძალიან მაგარი საზოგადოებაა, ძალიან კარგად არის დაკომპლექტებული. საზოგადოებაში უნდა იყვნენ ბედნიერები და უბედურებიც, ჩვენ ის უბედურებიც გვესაჭიროებიან მხოლოდ მაგალითისთვის და არავის აქვს უფლება რომელიმე მათგანი გარიყოს და ამოკვეთოს.
2017, 15 ოქტომბერი, 21:35
ქალი სუსტია იმ გაგებით, რომ უფრო მოწყვლადია რიგი საკითხების მიმართ, იმიტომ რომ ქალს ასე უნდა, უყვარს სისუტე როცა ყავს გვერდით ძლიერი.
2017, 15 ოქტომბერი, 21:32
პირველ რიგში სახელი არ ვიცი შენი, რატომღაც გოგო მეგონე, რაც შეეხება შენს ნათქვამს კი შენ კარგად მსჯელობ, რაც მეტი წარმატებული ადამიანი გეყოლება გვერდით მით უკეთესი. როგორც ვთქვი ეს მოსაზრება არაა ყველაზე გათვლილი, არ ვგულისხმობ , რომ XX1 საუკუნეში მამაკაცები წარუმატებელ ქალებს ეძებენ მაინცდამაინც, მაგრამ ასეა, თუ ისეა, საბოლოოდ მამაკაცები, რომლებმაც ვერ მიაღწიეს ვერც კარიერაში, ვერც სხვა სფეროში წარმატებას, ნაკლებად აირცევს მასზე მეტად წარმატებულ, გავლენიან ქალებს. არ გსმენია, რომ წარმატებული ქალები მარტონი არიან?
2017, 15 ოქტომბერი, 20:25
მეც ეგ ფსიქოლოგიური ასპექტი ვიგულისხმე, თორემ ბოდიბილდერ ქალბატონებს თვალნათლივ ეტყობათ რომ ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან, მათი ფიზიკური კონდიციები ძლიერია და მათ აქვთ ძალა საკმარისზე მეტი.
არ ვიცი და წარმოუდგენელია ჩემთვის იმის გაგება თუ რითი ხელმძღავნელობთ ან რა სტატისტიკა, გამოკითხვა-დასკვნებით..
მე, რაოტმ უნდა შემაშინოს თავის პროფესიაში წარმატებულმა ქალმა?
მარგარეტ ტეტჩერი წარმატებულ ქალების პელეა და არავინ დაიკვეხოს მასზე აღმატებულობა, მაგრამ ის იყო ქალი პირველ რიგში ის იყო დედა და მეოჯახე, ჩემს თვალში ის იყო გმირი...
ხოლო დღეს აქ, საქართველოში რომ ქალუკებს ვუყურებ არათუ მეცინება მათზე არამედ მეცოდებიან, იმიტომ რომ მაღ არ ჰყავთ მაგალითი რომ მას შეხედონ და იმით იხელმძღვანელონ მაინც... ასე რომ ქალის ფსიქიკის და კაცის ერთ სიბრტყეზე განხილვა ძალიან არასწორი იქნება, ქალის ფსიქიკა გაცილებით სუსტია ვიდრე კაცის და თუ მაინცდამაინც გსურთ ეს "ჯადოსნური ძლიერი ქალი" მაშინ ქალთა საზოგადოებაშია მოახერხეთ ამ ტერმინის დამკვიდრება...
იგივეს გავიმეორებ - დიდი სიამოვნებით ვისურვებ ჩემს გვერდით პროფესიაში წარმატებულ ქალბატონს. არავისთის არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ დღევანდელ დროში ყველაფერი ნათლად ჩანს ვინ რა უნდა დაამტკიცოს?!
2017, 15 ოქტომბერი, 19:22
ძლიერ ქალში არიგულიხმება ქალი მუსკულებით, ეს ფსიქოლოგიური დახასიათებაა და, რაცარუნდა თქვა არსებობენ ძლიერი ქალები. მეორეც,ნამდვილ კაცს არ ესინია წარმატებული კქალისო ამბობ, მართალია , მაგრამ მამაკაცი ტვს ყველაზე ნამდვილად და ღირსეულად მაშინ გრძნობს, როცა ქალისთვის რაღაცის დამტკიცება, მისი აღფრთოვანება და ა. შ შეუძლია. თუ ხელმოცარულია, მას ყოველთვის დააკომპლექსებს წარმატებული ქალი გვერდით. რათქმაუნდა ეს მოსაზრება აბსოლიტურად ყველასთვის არ გამოდგება, თუმცა უმეტესად ასეა.
რაც შეეხება საქართველოში, მამაკაცებს პრიქით ოჯახში ფულის შემომტანი, მშრომელი ქალბატონები წირდებათ, ესეც ალბათ სამუშაო ადგილების ბრალია, ქალები უფრო პოულობენ სამსახურს ვიდრე მამაკაცები
2017, 15 ოქტომბერი, 19:04
აბსოლიტური სიცრუეა ეგ, მე ჯერეცერთი არ მესმის სიტყვა "ძლიერი ქალი" ძლიერი ქალი ბუნებაში არ არსებობს დაეს ტერმინი მდედრობით სქესის არ არის.
ქალი შეიძლება იყოს გმირი, და არიან კიდეც, გმირ ქალებს რა დალევს, მაგრამ ძლიერი ქალი?
ტყუილების ტირაჟირება არ არის კარგი საქციელი მეგობარო, კაცს... რასაც ეწოდება კაცი, იმას ნამდვილად არ ეშინია წარმატებული ქალის.
ჩემს გვერდით ქალი უნდა იყოს წარმატებული აბა რაა, უნდა მუშაობდეს, კმარა საუკუნეები მანძილზე კაცების კისერზე მცხოვრები ქალების ტრადიციის გაგრძელება, ეხლა სხვა გამოწვევაა, ქალებმაც უნდა იმუშაონ და ცხოვრებამ თუ მოიტანა ოჯახებიც უნდა შეინახონ აბა რა, რა არის ამაში სასირცხვილო?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10