x
მეტი
  • 19.12.2017
  • სტატია:72065
  • ვიდეო:325250
  • სურათი:427461
"მე ვითხოვ დახმარებას, ჩვენ ყველა შეცდომას ვუშვებთ" - ჰარვი ვაინშტაინის ყვირილი ფოტოგრაფის წინაშე, როდესაც ის ლოს ანჟელესს ტოვებდა და საკუთარი თვითმფრინავით კლინიკაში მიდიოდა სამკურნალოდ ( + ფოტოები )

imageჰოლივუდის გავლენიან პროდიუსერს ჰარვი ვაინშტაინს, რომელსაც ვარსკვლავები არც თუ უსაფუძვლოდ ებრძვიან, ჯერ კიდევ 2015 წელს გამოუქვეყნეს აუდიო ჩანაწერი, სადაც გავლენიანი პროდიუსერი ჰოლივუდში იტალიელ მოდელს ამბრა გუტიერესს აბაზანაში შეყოლას სთხოვს დაჟინებით და მოდელის შეკითხვაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ორთავეს აბაზანაში, აინშტაინი პასუხობს: - " არაფერი! მე შხაპი უნდა მივიღო. შენ კი იჯდები და რამეს დალევ"...სცენა კარგა ხანს გრძელდება და მისი გავრცელებიდან რამდენიმე საათში ჰარვი ვაინშტაინის მეუღლემ ჯორჯიანა ჩაპმანმა განქორწინებაზე შეიტანა საბუთები.imageგავლენიან და ცნობილ პროდიუსერს ჰოლივუდის სხვა მსახიობებიც ამხელენ მსგავს ძალდატანებაში, რომელთან შემთხვევა ახალგაზრდობის წლებში გადახდათ თავს. მათ შორის არიან ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავები გვინეტ პერტლოუ, ანჯელინა ჯოლი, ქეით უინსლეთი და სხვები. როგორ იხსენებენ მსახიობები ჰარვი ვაინშტაინის " უხამს შეთავაზებებს"?imageაი რას ამბობს გვინეტ პერტლოუ: - " მე ვიყავი ბავშვი მხოლოდ 22 წლის, როცა ვაინშტაინმა სასტუმროს ნომერში მასაჟი შემომთავაზა და უხერხულად შემეხო. გავაფრთხილე, რომ აღარ შემხებოდა და ნომერში შეყოლაზე უარი ვუთხარი, რის შესახებაც მეგობარს ბრედ პიტს გავუმხილე საიდუმლო, რადგან ვაინშტაინი დამემუქრა, თუ ვინმეს ამის შესახებ ვეტყოდი, როლიდან მომხსნიდა.ბრედმა მკაცრად გააფრთხილა და მოთხოვა აღარ განმეორებულიყო მსგავსი ინციდენტი. გვინეტ პერტლოუ 45 წლის ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მწერალი ჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობია როლებისთვის Seven (1995) and Emma (1996).imageროგორც "New York Times" - თან ინტერვიუში ანჯელინა ჯოლიმ განაცხადა, მან 1998 წლიდან საერთოს გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი ვაინშტაინთან მსგავსი მიზეზის გამო და გააფრთხილა კიდევაც სხვა ქალბატონები ახლოს არ გაკარებოდნენ პროდიუსერს. 42 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი ერთ - ერთ მაღალანაზღაურებად მსახიობად ითვლება ჰოლივუდში.imageრას წერს მოდელი კარა დელევინი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე: - " ვაინშტაინთან შეხვედრას ვერასოდეს დავივიწყებ. მან მთხოვა მეკოვნა ტუჩებში ქალისთვის, რომელიც მასთან იდგა.როგორც კი მარტო დავრჩით საკუთარ ნომერში შესვლა შემომთავაზა და როცა მის თანაშემწეს ვთხოვე ჩემი მანქანა გაერკვია იქვე იდგა თუ არა სასტუმროს ნომერთან, რაზეც ვაინშტაინმა მიპასუხა, რომ მანქანა იქ აღარ იყო და მე მის ოთახში უნდა შევსულიყავი".

პროდიუსერის საქციელს ეხმაურება სრულიად ბოლივუდი და მათ შორის ვარსკვლავები ლეონარდო დიკაპრიო, ჯორჯ კლუნი, ქეით უინსლეთი, ჯენიფერ ლოურენსი, ნიკოლ კიდმანი და სხვები. ნიკოლ კიდმანი: - " საჯაროდ ვაცხადებ, რომ აბსოლუტურად მხარს ვუჭერ და მივესალმები ყველა იმ ქალის გულისწუხილს, რომლებიც საუბრობენ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, რომელიც უნდა დაისაჯოს და აუცილებლად აღმოიფხვრას".ჯორჯ კლუნი: - " ვფიქრობ დოულია და არა მარტო ჩვენთან, ჰოლივუდში, არამედ ყველგან უნდა დაისაჯოს მკაცრად მოძალადეები. მე მხარს ვუჭერ თითოეულ თქვენთაგანს".imageჯენიფერ ლოურენსი: - " მე ძალიან შევწუხდი ჰარვი ვაინშტეინის ქცევის შესახებ. ეს ბოროტებაა, რომელიც იწვევს არეულობას და უსამართლობას".imageქეით უინსლეთი: - " მისი ქცევა ეჭვქვეშ აყენებს თითოეული ჩვენთაგანის კარიერას, რას საზიანო და სავალალოა. მე იმედი მქონდა, რომ ასეთი აუდიოფირები მხოლოდ ჭორები იყო და მეტი არაფერი. იქნებ ჩვენ ყველანი გულუბრყვილოდ ვიქცევით?"imageimageimageimageimageimage







0
71
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0