x
მეტი
  • 19.12.2017
  • სტატია:72065
  • ვიდეო:325250
  • სურათი:427461
"გვაპატიე! ჩემი ბრალიც არი! ყველას ბრალიც არი! საქართველოს ბრალი არი!" - ლევან უჩანეიშვილი ლიკა ქავჟარაძეს

image

ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობი და ლიკა ქავჟარაძის თაობის ერთ - ერთი გამორჩეულად ნიჭიერი მსახიობი ლევან უჩანეიშვილი ქართველი ერის დღევანდელ გულისტკივილს და ტრაგედიას - ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას წერილით ეხმაურება. ლევან უჩანეიშვილის ვრცელი წერილი მსახიობმა ია ფარულავამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და დღეს აქტიურად კითხულობს ყველა განურჩევლად ასაკისა და სქესისა ლევან უჩანეიშვილის ამ წერილს.imageრას წერს ამერიკიდან მსახიობი ლიკა ქავჟარაძეს: - " „ჩემო ლიკა მაპატიე... ყველას აპატიე... საქართველოს აპატიე... ვერ მოგიარეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ!
გვაპატიე, რომ დაგივიწყეთ, ხელში არ აგიყვანეთ, შენს საოცნებო სამყაროში არ წაგიყვანეთ!
შენი შეხების ღირსი არ ვყოფილვარ, არავინ არ ყოფილა. შენი სილამაზის ღირსი საქართველოც კი არ ყოფილა! შენი ცხოვრებაც ტრაგიკული ფილმივით ყოფილა!...
გვაპატიე! რომ შენს ნატვრის ხეზე გამობმული ოცნება სამწუხაროდ არ ასრულდა.....გვაპატიე! რომ შენი ცხოვრებაც შეწყვეტილი ფილმივით დასრულდა...
გვაპატიე!
ჩემი ბრალიც არი!
ყველას ბრალი არი!
საქართველოს ბრალი არი!
გვაპატიე, რომ მე, ყველას, საქართველოს უთხარი უარი... დაგვიტოვე დარდი, სევდა, ცრემლი, სიცივე და ქარი... ყველასათვის ჩარაზული კარი....
ჩემო ლიკა მაპატიე...
ყველას აპატიე
საქართველოს აპატიე...
შეხვედრამდე"imageimageimageპ.ს. ამ სიტყვებით ლევან უჩანეიშვილმა თითქოს ყველას სათქმელი თქვა, მართლაც მარტოსული და დაუფასებელი წავიდა ამ ქვეყნიდან ყველა დროის ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი, ქალი, რომლითაც ერს ყოველთვის შეეძლო ეამაყა - მისი ნატიფი და სიცოცხლით სავსე სული, უმშვენიერესი და კდემამოსილი, ქართული სილამაზის ეტალონი, რომელსაც წლების მანძილზე არავინ შეუწუხებია ამ ქვეყანაზე.მარიტა... მიუწვდომელი, თითქოსდა არარსებული სილამაზე მართლაც რომ მოკვდა ჩაქოლვის დროს..." ჩვენ ისევ ხომ არ დავრჩით " ციციკორების" ქვეყნად. ერთი რამ გვჭირს ქართველებს - სიცოცხლეში უდიდესი განძის დაფასება გვიჭირს, მაგრამ სიკვდილის შემდეგ გლოვაში და შენდობის თხოვნაში ან პატიებაში ბადალი არ გვყავს და არც გვეყოლება ქართველებს.





1
211
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
211
  
13 ოქტომბერი, 14:05
,,საქართველოს ბრალი,, რას ნიშნავს?
0 1 1