x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
სირიაში მოკლეს ბრიტანელი ტერორისტი მეტსახელად "თეთრი ქვრივი"
imageრაყაში(ან-რაკა)მოკლეს ბრიტანელი ტერორისტი სალი ჯონსი, მეტსახელად "თეთრი ქვრივი", რომელიც ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა.


ინფორმაციას გამოცემა Times-ი ავრცელებს, დიდი ბრიტანეთის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად დაიღუპა მისი 12 წლის ვაჟი.


გამოცემა იტყობინება, რომ სალი და მისი შვილი აშშ-ის სამხედრო თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ იმ დროს, როდესაც ის შვილის ალყაში მოქცეული ქალაქ რაყიდან გაეყვანას ცდილობდა. "თეთრი ქვრივის" დაღუპვის შესახებ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბრიტანეთის მთავრობას უკვე აცნობა.


ოთხი წლის წინ 45 წლის სალი ჯონსი ცოლად გაჰყვა მუსულმანს, ჯონს ჯუნეიდ ჰეუსინს, მიიღო ისლამი და შემდეგ მასთან ერთად გაემგზავრა სირიაში, სადაც ტერორისტულ ორგანიზაცია "ის"-ს შეუერთდა.


image

აღსანიშნავია, რომ სალის მეუღლე ჯონი ჰუსეინი ევროპაში მთავარ გადმომბირებელად ითვლებოდა, იგი ორი წლის წინ მოკლეს, ქალმა პირობა დადო, რომ შურს იძიებდა ქმრის მკვლელობისთვის და იგი გახდებოდა №1 ბრიტანელი თვითმკვლელი-ტერორისტი.

სალი ჯონსს საკუთარი ბლოგი ჰქონდა გახსნილი, სადაც მოუწოდებდა "ყველა ქრისტიანისთვის ყელი გამოეჭრათ", "აეფეთქებინათ ლონდონის მეტრო" და ა.შ.

მის 12 წლის ქერათმიან ვაჟს უკვე სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი, ბიჭუნა, როგორ ჯალათი ფიგურირებდა ერთ-ერთ ვიდეოში, სადაც ქურთ ტყვეებს სიკვდილით სჯიან.

image


imageიხილეთ აგრეთვე

1
207
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
207
  
2017, 12 ოქტომბერი, 23:01
იმედია უკვე თუხთუხებს მისთვის "გოგირდის აბანო"...
0 1 1