x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ლიკა ქავჟარაძე, ფსიქიკურ პრობლემებს განიცდიდა - რომან გოცირიძე

image

საქართველოს პარლამენტის და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ლიკა ქავჟარაძეს მრავალი წელია ფსიქიკურ პრობლემებს განიცდიდა. ეს ბევრმა იცოდა, მაგრამ სტიგმის გამო ყველა გაურბოდა ამაზე საუბარს. ხშირად, მდგომარეობის გამწვავების გამო, იგი ბოლომდე ვერ აკონტროლებდა საკუთარ თავს, ამიტომ, ამით სარგებლობდნენ ან გაუთვითცნობიერებელი ან თაღლითი ადამიანები და იღებდნენ ისეთ ფილმებში თუ სიუჟეტებში, რომელზეც რემისიის დროს შეიძლება არ დათანხმებულიყო.
დიახ, ვეთანხმები, რომ იგი, ისევე როგორც უამრავი ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი, რომელმაც მიაყენა ზიანი საკუთარ თავს ან სხვას, არის დღევანდელი ჯანდაცვის სისტემის მსხვერპლი. ლიკას შემთხვევაში არ გამოდგება ხელისუფლების მხრიდან თავის სამართლებლად ის ფაქტი, რომ გულის უკმარისობით გარდაიცვალა და არა თვითდაზიანებით. ფაქტია, ლიკა არ იყო სათანადოდ ნამკურნალები.
საქართველოში არის ათეულ ათასობით მკურნალობის გარეშე დარჩენილი პაციენტი. ფსიქიატრიის ბიუჯეტი ორი წელიწადია არ გაზრდილა არცერთი თეთრით. იგი მხოლოდ 16 მილიონი ლარია, იმაზე ნაკლები, რასაც დასავლეთის ქვეყნებში ერთი საშუალო ზომის ფსიქიატრიული კლინიკა ხარჯავს, იმაზე ნაკლები, ვიდრე ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ყველაზე ღატაკ ქვეყანაში. საზოგადოების( მათ შორის პარლამენტში) პროტესტის შედეგად მომავალ წელს ფსიქიატრიის ბიუჯეტი იზრდება. ეს წვეთია ზღვაში. ასეულ მილიონობით ლარით გაიზარდა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით სხვა სფეროების დაფინანსება. მხოლოდ ფსიქიატრია იყო და დარჩა ყველაზე მიგდებულ დარგად, რადგან ამ ადამიანებს არ შესწევთ საკუთარი უფლებების დაცვის უნარი.
ლიკას სიკვდილმა მთელ ქვეყანას დასწყვიტა გული. იქნებ ახლა მაინც დაინახოს მთავრობამ და არა მარტო მთავრობამ, რომ საქართველოში ფსიქიკურად დაავადებულები გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებიან.
საზოგადოების ცივილიზებულობის დონე განისაზღვრება იმით, თუ როგორ ეპყრობა იგი ფსიქკური პრობლემების მქონე ადამიანეს.
ამას კარლ იასპერსი ამბობდა.
ლიკა კი მარად იქნება ჩვენს გულებში-ქართული სილამაზისა და სათნოების სიმბოლო."

შეგახსენებთ, რომან გოცირიძემ ეს სტატუსი, სოციალურ ქსელში გაავრცელა


imageimage

1
842
3-ს მოსწონს
ავტორი:ხუმარა
ხუმარა
842
  
2017, 12 ოქტომბერი, 15:02
როგორ შეიძლება ყველა და ყველაფერი პოპულიზმისთვის გამოიყენო?..
0 1 1