x
მეტი
  • 22.10.2017
  • სტატია:70226
  • ვიდეო:323067
  • სურათი:424377
ქართველი ტყვე ქალისა და ირანელი თავადის სიყვარული - როგორ შეიქმნა თბილისელების საყვარელი ადგილი

image

მე-19 საუკუნის 20-30-იანი წლები...

სტამბულის ტყვეთა ბაზრობა...

ულამაზესი ქართველი გოგო, ნინო, გამტაცებლებს გასაყიდად ჰყავთ გამოყვანილი...


image


თბილისელი გოგონას სილამაზით მოხიბლული ახალგაზრდა ირანელი ქალს გამოისყიდის და ცოლად მოჰყავს.

ახალგაზრდა ირანელი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი და რელიგიური და პოლიტიკური მოღვაწე ფეთეხ-აღა სეიდ თეიზი იყო. კეთილი, განათლებული, ზრდილობიანი, მიმტევებელი ახალგაზრდა ადვილად შეიყვარა მეუღლემ და შესანიშნავი ოჯახი შექმნეს.


მაგრამ მალე თეიზი რუსეთი მთავრობის სამსახურში ჩადგა, რის გამოც ირანის შაჰმა სამშობლოდან გამოაძევა. თეიზი და მისი მეუღლე საქართველოში ჩამოვიდნენ და 1828 წელს თბილისში დასახლდნენ. ცოლის სამშობლოში იგი თბილად მიიღეს, ახალი სახლი და მკვრის მარჯვენა სანაპიროზე 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც გადასცეს.


image



როცა სამშობლოში ბრუნდებოდა, ნინოს იმედი ჰქონდა დიდი ხნის მონატრებულ მშობლებს ნახავდა, მაგრამ თბილისში ჩამოსულს დედ-მამა გარდაცვლილი დახვდა. ნინო დარდისგან ავად გახდა და ლოგინად ჩავარდა სამწუხაროდ ექიმებმა ვეღარ უშველეს და ახალგაზრდა ქალბატონი ექვს თვეში გარდაიცვალა.


თეიზმა საყვარელი მეუღლე სახლის წინ დაკრძალა და საფლავზე წითელი ვარდები დარგო. იგი საათობით იჯდა ყვავილებთან და დაკარგულ სიყვარულს გლოვობდა.


image


ნინოს სიკვდილით გამოწვეულ დარდს ირანელი ემიგრანტი ვარდებზე ზრუნვით იქარვებდა. მალე ვარდებს სხვა მცენარეები - ყვავილები, ბუჩქები, ხეები შეემატა. მცენარეების სარწყავად მტკვდრიდან 12 კილომეტრის სიგრძის არხიც გაიყვანა. ასე დაიწყო თბილისში იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბაღის გაშენება. წამდენიმე წელიწადში ბაღში ათეულ ათასობით ჯიშის უნიკალური მცენარე გაშენდა.


1845 წელს შაჰმა თეიზი შეიწყალა. ქართველთა სიძე სამშობლოში დაბრუნდა, თავისი წალკოტი კი თბილისელ ვაჭარს მიჰყიდა.


დროთა განმავლობაში ბაღი გაიზარდა და თბილისელების საყვარელ სასეირნო და გასართობ ადგილად იქცა. 1887 წელს კი სახელმწიფოს განკარგულებაში გადავიდა.


image


ბაღი დღესაც ინარჩუნებს თბილისელების საყვარელი ადგილის წოდებას, თუმცა მისი ყველაზე ხშირი სტუმრები ახლა ბავშვები არიან...

დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ აღა სეიდ თავრიზი შიიტების რელიგიური ლიდერი – მუჯთაჰიდი იყო. სწორედ მისი ამ წოდებიდან მომდინარეობს ბაღის სახელწოდება - მუშტაიდი.


image


იმასაც ამბობენ, ეს მხოლოდ ლეგენდააო... მაგრამ ძალიან ლამაზი...



ასევე დაგაინტერესებთ:



1. საბჭოთა ეპოქის ყველაზე დაუჯერებელი ისტორია - მაიაკოვსკის სკანდალური სიყვარული
image


2. ვინ იყო თამარ მეფის შვილიშვილი, რომელზეც ისლამურ სამყაროში ლეგენდებს თხზავდნენ...image


3. რატომ თქვა იაკობ გოგებაშვილმა საყვარელ ქალზე უარი და რატომ სცადა თვითმკვლელობაimage


4. რატომ დაინტერესდა თამარ მეფით მსოფლიოში ცნობილი ინტერნეტ-ჟურნალი და ჰილარი კლინტონი

image


5. როგორ შექმნა ღმერთმა ქალი - იგავი, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოსimage


6. ქალის 20 ფრაზა, რომლებსაც მამაკაცები არასწორად იგებენ - ლექსიკონი კაცებისთვის!image


7. მაიაკოვსკის ყველაზე შთამბეჭდავი სასიყვარულო ისტორია, რომელიც პარიზში ლეგენდად იქცაimage





2
515
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
515
  
14 ოქტომბერი, 22:34
ძალიან საინტერესოა^^
13 ოქტომბერი, 23:55
მართლა ლამაზი ლეგენდაა
0 1 2