x
image
melody_inside
დასახელდა ყველაზე არაეფექტური და უსარგებლო სამედიცინო პროცედურები!
image


მერილენდის (აშშ ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასახელეს ათი ყველაზე არაეფექტური დიაგნოსტიკური პროცედურა და მკურნალობის მეთოდი, წერს პორტალი Science Alert.


მკვლევარები PubMed-ის სამედიცინო და ბიოლოგიურ მონაცემთა ბაზაში ეძებდნენ სტატიებს, სადაც ხვდებოდათ ცნება "გადაჭარბებული გამოყენება", ასევე ნახსენები იყო მკურნალობის "ზედმეტი, არაშესაბამისი და არააუცილებელი" მეთოდები.

კვლევამ ორიათასზე მეტი შედეგი ამოიღო, რომლებიდანაც გამოყოფილი იქნა 122 მოხსენება. მათში საუბარი იყო შემთხვევებზე, როდესაც მკურნალობამ პაციენტს მიაყენა ზიანი და არ დაეხმარა განკურნებაში.

1. დიაგნოსტირების ყველაზე საკამათო მეთოდი აღმოჩნდა ტრანსეზოფაგეალური ეხოკარდიოგრაფია.

image

ამ პროცედურის დროს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისიტემა იკვლევა საყლაპავ მილში სენსორის მოთავსებით. მეცნიერთა აზრით, დამატებითი ინფორმაცია, რომლის მიღებაც ამ მეთოდითაა შესაძლებელი, არ ამართლებს იმ რისკებს, რომლებიც გაუტკივარებასთანაა დაკავშირებული.

2. შემდეგი მოდის ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფია.

image

ის საშუალებას იძლევა სხეულში სპეციალური კომპიუტერის დახმარებით გაირკვეს სისხლდენის მდგომარეობა. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ამ პროცედურის დროს ადამიანი რადიაციის გარკვეულ დოზას ღებულობს.

3. მესამე ამ სიაში არის კომპიუტერული ტომოგრაფია.

image

ის უტარდებათ პაციენტებს მსუბუქი რესპირატორული დარღვევების დროს. ასეთ შემთხვევებში კომპიუტერული ტომოგრაფია მკურნალობაში პრაქტიკულად სარგებლობის მომტანი არ არის: მაგალითად, სურათმა პაციენტის რომელიმე არ არსებული პათოლოგია შეიძლება გვაჩენოს.

რეიტინგში შევიდა ასევე კაროტიდული არტერიის ულტრა ბგერითი კვლევა, სტენტირება, პროსტატის კიბოს აგრესიული მეთოდით მკურნალობა და ანტიბიოტიკების გამოყენებაც კი. ისინი ხშირად სასარგებლო სულაც არ არის: კვლევების თანახმად, 2010 წლიდან 2011 წლამდე ყოველ ათას ადამიანზე 506 რეცეპტი გამოიწერა და მხოლოდ 353 პაციენტის შემთხვევაში დაეხმარა ეს რეცეპტი მას გამოჯანმრთელებაში.



იხილეთ ასევე:

1. განსაკუთრებული წერტილი სამხედრო მედიცინიდან! (ექსტრემალური მედიცინა)




2. ხელოვნური ვიტამინები სასიკვდილოა! -აცხადებენ მეცნიერები.



3. რას მალავს ფრჩხილის ლაქი!?

0
608
7-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
608
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0