x
image
Lerato
როგორ მოვაწყოთ თვალისმომჭრელად ლამაზი ბაღები იაპონურ სტილში - 45 საოცარი იდეა

იაპონური ბაღი შესაძლოა ნამდვილ ხელოვნების შედევრად ჩაითვალოს. მის შესაქმნელად 45 საოცარ ნიმუშს გთავაზობთ, რომელიც თქვენთვის შთაგონების წყაროდ იქცევა, რის შედეგადაც მარტივად შეძლებთ საკუთარ ეზოს თუ ბაღის მოწყობას.


image


მსგავსი სივრცე ღია ცის ქვეშ განკუთვნილია მშვიდი გარემოს შესაქმნელად, სადაც მოეშვებით და სულიერი წონასწორობას შეინარჩუნებთ. ეს არის ადგილი, სადაც შეძლებთ მედიტაციას, აღმოაჩენთ ინსპირაციის წყაროს და დაფიქრდებით თქვენს ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე. სტატიის გაცნობის შემდეგ დარწმუნდებით თუ რამდენად წარმტაცი შეიძლება იყოს იაპონური ბაღები, რაც საშუალებას მოგცემთ აღმოაჩინოთ ახალი იდეები და ოცნების ბაღი შექმნათ საკუთარ ეზოში.

image


ბევრი ეს იდეა წარმოგიდგენთ იაპონური ბაღის ასპექტებს, ისეთი როგორიცაა კოის აუზები, ეგზოტიკური ხიდები – ბოროტი სულების ხაფანგში მოსაქცევად, იდუმალი ბილიკები, რომელიც გიხმობთ უფრო ღრმად ბაღში. სანამ შეუდგებით ამ განსაკუთრებული იდეების განხორციელრბას, თვალი გადაავლეთ ქვემოთ წარმოდგენილ რჩევებს და ნიმუშებს, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი ბაღის შექმნაში.


თუ ტრადიციულ ბაღს იაპონურად გადააქცევთ, ალბათ უფრო ცოტა დრო და ენერგია დაგეხარჯებათ. თუ სადმე ახლოს წყალი გაქვთ, ეს სავარაუდოდ გაგიმარტივებთ საქმეს და ადვილად შექმნით ლანდშაფტს წყლის ელემენტის გამოყენებით – იქნება ეს ტბორი თუ პატარა ნაკადული, თუმცა თუ მცენარეები და ხეები გაქვთ დარგული, სამუშაო პროცესს ეს უფრო გაგირთულებთ. გადაიტანეთ დიდი ზომის ქვები წყლის ნაპირზე, გამწვანებაზე აქცენტი კი ბაღის კიდეებზე გააკეთეთ. თუ თქვენი ბაღი არ გაძლევთ იმის საშუალებას რომ აღნიშნული პროექტი სრულად განახორციელოთ, გააკეთეთ ეს სანახევროდ – შერეული სტილის ლანდშაფტიც შესაძლოა საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდეს.


image

გააკეთეთ მარტივი აქცენტები


თუ არ იცით საიდან დაიწყოთ ბაღის იაპონურ სტილში მოწყობა, ის მცენარეები გადაიტანეთ, რომელიც უადგილოდ გეჩვენებათ. ამ სტილის ბაღის შექმნა გულისხმობს ბუნებრივ გარემოს, სადაც ბალანსი სრულად არის დაცული. მცენარეები შეგიძლიათ დარგოთ დეკორატიულ ფარნებთან ან ქვის ქანდაკებებთან. ასევე გააკეთოთ პატარა ხის ხიდი და დარგოთ დეკორატიული ბუჩქები იაპონურ სტილში. იაპონიაში ბაღები იქმნება ისე, რომ საუკუნეები გაძლოს. ბუჩქების გაკრეჭის ტექნიკა აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რათა ბაღის სილამაზე და სიცოცხლე გახანგრძლივდეს.



image

ზოგადი რჩევები იაპონური ბაღის მოსაწყობად


– გამოიყენეთ ბამბუკი შესასვლელში ან თუ სურვილი გექნებათ ამ მასალისგან გააკეთეთ ღობე ან დეკორატიული ნივთები უშუალოდ ბაღში.

– ხავსი წარმოადგენს არაჩვეულებრივ მიწის საფარს ამ ტიპის ბაღისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვის ბილიკია დაგებული – კონტრასტი მნიშვნელოვანია იაპონურ ბაღებში.

– ინტიმური ატმოსფეროს შექმნა თვალისგან მოშორებით პატარა ხიდით, კუნძულით, ტბორით ან ნაკადულით – იაპონური ბაღის განუყოფელი ნაწილია, რაც არაჩვეულებრივ შტრიხს შემატებს თქვენს საცხოვრებელს.


1. ქვის ქანდაკებებით გაფორმებული იაპონური ბაღები

image2.

image3.

image4.

image5.

image6.

image7.

image

8. ხიდი – იაპონური ბაღის ერთ-ერთი დეკორატიული ელემენტი

image9.

image10.


image11.

image12.

image13.

image14.

image15.

image16.

image17.

image


18. ქვის ბილიკები იაპონურ ბაღებში

image19.

image20.

image21.

image


22. ტბორი იაპონურ ბაღში

image23.

image24.

image25.

image26.

image27.

image

28. ბონსაი

image29.

image30.

image31.

image

31. იაპონური ქვის ბაღი, რომელსაც ხშირად ზენის ბაღსაც უწოდებენ

image32.

image33.

image34.

image35.

image

36. დეკორატიული ხეები და ბუჩქები

image37.

image38.

image39.

image40.

image41.

image42.

image43.

image44.

image45.

image


ასევე დაგაინტერესებთ:


ყვავილების დარგვის 50 საოცარი იდეა. აქციეთ თქვენი ბაღი და ეზო ზღაპრულ ადგილად!


ბაღის, ეზოსა და სახლის მოწყობა ძველი საბურავებით – 55 ორიგინალური იდეა


ბაღისა და ეზოს მოწყობა პატარა აუზებითა და შადრევნებით - 50 საოცარი იდეა


ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრების გაკეთება ბაღებსა და ეზოებში - 50 საოცარი იდეა


50 ზღაპრულად ლამაზი ბაღი, რომელიც უნდა ნახოთ – სასარგებლო რჩევები და იდეები


როგორ მოვაწყოთ თანამედროვე სტილის ბაღები და ეზოები - 45 საოცარი იდეა


როგორ მოვაწყოთ ბაღები და ეზოები ორიგინალურად – 55 საოცარი იდეა

3
934
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
934
  
2017, 30 დეკემბერი, 21:47
ზღაპრულია–რესპექტი
2017, 29 დეკემბერი, 12:42
2017, 29 დეკემბერი, 12:33
რა სილამაზეა მე-12 ფოტო ხომ საერთოდ ოცნების ადგილია
0 1 3