x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ დავეხმაროთ ალკოჰოლიკს

ალკოჰოლიზმი ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებული მოხმარებაა, რაც ორგანიზმში იწვევს მეტაბოლიზმის დარღვევას, ღვიძლის, გულისა და თირკმელების განადგურებას. ალკოჰოლის სისტემური გამოყენება იწვევს ქრონიკულ ალკოჰოლიზმს. ეს არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ფიზიკური და ფსიქიკური დარღვევებით, პიროვნების ცვლილებით.
imageმოდით ვნახოთ ინსტრუქციები, როგორ შეიძლება დავძლიოთ ეს დაავადება.
ინსტრუქციები:
1. ცუდი ჩვევების წინააღმდეგ სანამ გავილაშქრებთ, აუცილებელია ადამიანს, რომელსაც ვეხმარებით გააჩნდეს საკმარისი მოტივაცია, რომ დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობა, ოჯახი და კარიერა. ალკოჰოლთან საბრძოლველად საჭიროა მოთმინება, თავმოყვარეობა და საკუთარი თავის რწმენა.
ის ადამიანები, ვინც ცდილობთ ალკოჰოლიზმით დაავადებულის დახმარებას, უნდა იყოთ თბილი და მზრუნველი. ეს მას დაეხმარება უკეთ გაუმკლავდეს პრობლემას.image

2. წაახალისეთ ისინი ალკოჰოლზე უარის თქმის შემდეგ, რაიმე სასურველი საქმიანოთ:ეს შეიძლება იყოს სპორტის სახეობა, თევზაობა, ტყეში მოგზაურობა, ქალაქგარეთ დასვენება ან საინტერესო ჰობი.image.3. უპირველეს ყოვლისა, შეეცადეთ გაიგოთ, რატომ იღებს სასმელს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. ხალხი სასმელთან დამოკიდებულებამდე მივიდა სხვადასხვა გზით: ზოგიერთი ცხოვრებისეული წარუმატებლობის, მეგობრებისა და ნათესავების დაკარგვის, ზოგი - უსუსურობის გამო. გახსოვდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: სასმელისადმი დამოკიდებულებისაგან ადამიანი არასდროს განიკურნება, თუ მას არ სურს.
image

4.დაარწმუნეთ ის, რომ ალკოჰოლიზმი არის დაავადება, მაგრამ შესაძლებელია მასთან გამკლავება . ალკოჰოლიზმისაგან სრულიად განკურნება ძალიან რთულია, მაგრამ მისი შეჩერება შესაძლებელია, თუ დაავადებული თავად გადაწყვეტს და უარს იტყვის სპირტიან სასმელზე. აუცილებელია, რომ ამ ადამიანმა აღიაროს, რომ სჭირდება დახმარება და სურს ამ დახმარების მიღება.
image

5.ალკოჰოლთან დამოკიდებულება დაკავსირებულია ორგანიზმში კალიუმის ნაკლებობასთან. თაფლი ამ დანაკლისს აუცილებლად შეავსებს. ის ასევე შეუცვლელია ნაბახუსევის დროს.imageდამატებითი რჩევები:
არ უსაყვედუროთ და არ ეჩხუბოთ ადამიანს, როცა ის სახლში მთვრალი ბრუნდება, რადგან ეს უფრო დაგასორებს მასთან და დაახლოვებს სასმელთან.

არ გამოიყენოთ სასჯელი მათ წინააღმდეგ, ამას აზრი არ აქვს და თქვენდამი ნდობა დაეკარგება.

იყავით კორექტულები, ესაუბრეთ შესაბამისი ტერმინოლოგიით და არ მიაყენოთ შეურაცყოფა.
გისურვებთ ჯანმრთელობას.
წყარო:https://www.kakprosto.ru

0
203
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0